x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134556
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508615
"თუ ისინი ევროკავშირში იქნებიან, უხეშად რომ ვთქვათ, შეგვეშვებიან და ჩვენ უფრო ადრე მოვხვდებით რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში"-გამოკითხვა ცხინვალში
image

ამ დღეებში საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო. რა შეიძლება გავლენა იქონიოს ამ გადაწყვეტილებამ თვითგამოცხადებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთზე? "Эхо Кавказ"-მა ცხინვალელები გამოკითხა.


ლანა: საქართველო ყოველთვის ცდილობდა ევროპასთან დაახლოებას, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. მე არ ვიცოდი ამ ამბების შესახებ, პირველად თქვენგან გავიგე. რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ჩვენთვის? შესაძლოა, საფრთხე, რადგან თუ საქართველო რაღაცას კარგად აკეთებს, ეს ნიშნავს, რომ ცუდი იქნება ჩვენთვის.



დონარა: მართალი გითხრათ, არ ვიცი, რატომ უხარიათ ეს სტატუსი... ვიცით, რომ თურქეთი ამ სტატუსშია თითქმის 50 წელი. ეს მათ ალბათ რაღაცას აძლევს, მაგრამ არ ვიცი რას. მაგრამ სამხრეთ ოსეთში ამისგან არც სითბოა და არც სიცივე. ეს ყველაფერი რუსეთის ხედვაზეა დამოკიდებული. ეს, ალბათ, აძლევს მათ (საქართველოს) რაღაცას, ლოდინი, ევროპის კარიბჭესთან ყოფნა. მიმაჩნია, რომ დამამცირებელი პოზიციაა, დაველოდოთ როდის გაიღებენ მოწყალებას, რომ მიიღონ. ვნახოთ, დაველოდოთ 50 წელი, ვნახოთ რა ხეირი ექნებათ მისგან".




სერგეი: ვფიქრობ, კანდიდატის სტატუსს, რომელიც საქართველოს მიენიჭა, სამხრეთ ოსეთისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ, ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის, ვიზრუნოთ თავდაცვაზე, ეკონომიკაზე, საკუთარ ცხოვრებაზე და მერე ვნახოთ. რადგან საქართველო მიიღეს კანდიდატად, ეს არ ნიშნავს, რომ უნდა მოვდუნდეთ. ბევრს მიაჩნია, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭება გარკვეული დროით გადადებს ჩვენი პრობლემის ძალისმიერ გადაწყვეტას, მაგრამ სამხრეთ ოსეთს, ვფიქრობ, ამის იმედი არ უნდა ჰქონდეს. არავის უთქვამს უარი პრობლემის ძალისმიერ გადაწყვეტაზე. ჩვენ უნდა ვაკჯეთოთ საკუთარი საქმე. მაგალითი - უკრაინა ომშია, მაგრამ მაინც იღებენ ევროკავშირში.


აზა: ეს კარგია, რადგან თუ ისინი ევროკავშირში იქნებიან, უხეშად რომ ვთქვათ, შეგვეშვებიან და ჩვენ უფრო ადრე მოვხვდებით რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. ასე რომ, ეს კარგი ამბავია სამხრეთ ოსეთისთვის. რამდენი რეფერენდუმი ჩატარდა გაერთიანების შესახებ - ალბათ ხუთი. და რუსეთის ფედერაციის მთავრობას აქვს ყველა დოკუმენტი. შესაძლოა ამან როგორმე აიძულოს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება. ასე რომ, ეს ჩვენთვის ცუდი არ არის.

3
554
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
554
  
25 იანვარი, 22:23
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Sexy18.pw
2023, 31 დეკემბერი, 22:59
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Xmiss.pw
2023, 19 დეკემბერი, 22:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3