x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134387
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ოქროსფერი შემოდგომა რკონში-აღმოაჩინე საქართველო!


რკონი- ქართული ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაჩუბეთის მიდამოებში, ნასოფლარ რკონის ტერიტორიაზე მდებარეობს. მდინარე თეძმის ხეობის ზედა ნაწილში.

გაგაოცებთ რკონის სილამაზე, საქართველოს ერთ პატარა ნაწილში შეგიძლია აღმოაჩინო ბუნებისა და ადამიანის მიერ შექმნილი საოცრებანი.

image


რკონის კომპლექსში შედის მე-12 საუკუნის თამარის ხიდი, რომელიც პირვანდელი სახითაა შემორჩენილი ისევე როგორც დანარჩენი ნაგებობები (ხიდის წარწერაც). კომპლექსი მნიშვნელოვან, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის დამაკავშირებელ გზაზე მდებარეობდა.

image

კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: ღვთისმშობლის ეკლესია, კარიბჭე, სამლოცველო, სატრაპეზო, ნათლისმცემლის ეკლესია, ერთმალიანი ხიდი და ბერების სენაკები.

image 1400 წელს, თემურლენგის ჯარებმა დაარბიეს სოფელი და ირგვლივ მდებარე ეკლესია-მონასტრები., XVI-XVIII საუკუნეებში რკონი, საკმაოდ კარგად გამაგრებული პუნქტი იყო. რკონში არსებობდა სახელოსნო -ლაბორატორია, სადაც ამზადებდნენ შეიარაღებული აჯანყებისათვის საჭირო იარაღსა და ფეთქებად ნივთიერებებს.

image

ვფიქრობ, როგორ გაგიზიაროთ ჩემი შთაბეჭდილება რკონის შესახებ... ოქროსფერი, ათასფერი, საოცარი, თვალთწარმტაცი...

imageimageimageძალიან ბევრი ვეძებე ერთი ფოტო მაინც, რომელიც სრულად ასახავდა რკონის ოქროსფერი შემოდგომის სილამაზეს, სამწუხაროდ, ეს ვერ მოვახერხე... სურათს არ შეუძლია მისი სრულად აღქმა, ეს თქვენი თვალით უნდა იხილოთ!

image


image


image



6
457
13-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
457
  
2017, 2 ნოემბერი, 20:47
მეც იგივე შემიძლია გითხრათ
2017, 2 ნოემბერი, 20:46
რას ამბობთ, დარწმუნებული ვარ აუცილებლად მოახერხებთ
2017, 2 ნოემბერი, 9:47
რა სილამაზეა...მიყვარს შემოდგომის ფერები. როგორ მომდის ბრაზი ჩემ თავზე, რომ ვერასოდეს ვერ ვიცლი ჩვენი კუთხეების სანახავაად. :(
2017, 2 ნოემბერი, 9:31
ძალიან ლამაზია,სამწუხაროდ არ ვარ ნამყოფი..არა და საქართველოს ბევრი მხარე მაქვს მოვლილი.იმედია ისე არ ჩავძაღლდები,რომ ერთხელ მაინც ვერ მოვახერხო მაგის მონახულება
2017, 1 ნოემბერი, 23:46
ერთხელ ვიყავი მოსალოცად და წაუშლელი შთაბეჭდილებები დატოვა.
0 1 6