x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134541
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
იცოდით, რომ დილით უფრო მაღალი ხართ ვიდრე საღამოს ? თქვენი სხეულის გამაოგნებელი თვისებები!
image
რაც აქამდე არ გსმენიათ, რასაც ვერასდროს დაიჯერებდით და რაც ჯერ კიდევ ამოუცნობია- ეს თქვენი სხეულის ბუნებაა. გნდომებიათ ოდესმე უფრო მაღალი იყოთ ვიდრე ხართ? მაშინ გაგიმრთლათ, რაგდან ყოველ დილით როდესაც იღვიძებთ, დაახლოებით 1, 27 სმ-ით უფრო მაღალი ხართ, ვიდრე საღამოს საათებში იქნებით. ამის მიზეზი ისაა, რომ თქვენი ხერხემლის დისკებს შორის ჭარბი სითხე გროვდება. დღის განმავლობაში ეს სითხე იკუმშება ხერხემლის დატვირთვის გამო. ხოლო როდესაც გძინავთ, სითხე კვლავ იმატებს მოცულობაში. სწორედ ამიტომაა, რომ დილით უფრო მაღალი ხართ, ვიდრე საღამოს.

ადამიანის ძვლები 5 ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ფოლადი.
ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ძვლების ერთ კუბურ სანტიმეტრს 8618 კგ სიმძიმეს შეუძლია გაუძლოს. ეს კი დაახლოებით, 17 როიალის წონას უდრის.

image
ადამიანის თვალს არც მეტი არც ნაკლები 10 მილიონი ფერის
გარჩევა შეუძლია. დაუბრკოლებელი სივრცისა და ჯანსაღი მხედველობის შემთხვევაში, ჩვენს თვალს ერთი სანთლის დანახვა 48 კილომეტრის მოშორებითაც შეუძლია. ადამიანის თვალი კამერა
რო ყოფილიყო, მას 576 მეგაპიქსელი ექნებოდა. ეს კი 72- ჯერ უფრო კარგი ვარიაცია იქნებოდა, ვიდრე ბოლო მოდელის აიფონის კამერა.


image



შეუძლიათ თუ არა ჩვენს ორგანოებს თავისთით განკურნება?
ალბათ არ გსმენიათ, რომ ღვიძლი ერთადერთი ორგანოა, რომელიც თავად ახდენს რეგენერაციას. თუ ოდესმე ღვიძლის მხოლოდ 25% შეგრჩებათ, ნუ იდარდებთ. მას თავად შეუძლია განიკურნოს და თავის სრულ ზომამდე გაიზარდოს.


კიდევ უფრო გასაოცარი ისაა, რომ როდესაც ორსული ქალი რომელიმე
ორგანოს დაზიანებას განიცდის, მაგალითად გულის შეტევას, მის ნაყოფს შეუძლია უჯრედები გაუგზავნოს დაზიანებულ ორგანოს და ამით გაჯანსაღებაში შეუწყოს ხელი.




image

ჩვენ დაახლოებით იმდენივე თმა გვაქვს სხეულზე, რამდენიც
შიმპანზეს. თუმცა, ჩვენი თმა უფრო თხელი, ძნელად შესამჩნევი და გამოუსადეგარია. სხეულის თმა ყველაზე მეტად ჟრუანტელის დროსაა შესამჩნევი. მაგალითად, როდესაც გვცივა თმა ზევით იწევს ჩვენი კანის გასათბობად, რაც ნამდვილად ვერ შველის ჩვენს სიცივეს. საინტერესოა, რომ ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ზედმეტად თმიანი ადამიანები უფრო ჭკვიანებად ითვლებიან, ვიდრე ისინი, ვისაც ნაკლები თმა აქვს.
image


ალბათ, ხშირად არ გსიამოვნებთ თქვენი სხეულის სუნი.

სინამდვილეში ეს ოფლის სუნთან არაფერ შუაშია. ადამიანის სხეული ორი სახის ოფლს გამოყოფს: ერთ გარე სეკრეციის ჯირკვლებიდან მთელი სხეულის ზედაპირზე, მეორეს კი აპოკრინული ჯირკვლებიდან მხრების ქვეშ და ფეხებშუა. არასასიამოვნო სუნი - ეს არის ბაქტერიის სუნი, რომელიც ოფლით იკვებება თქვენი აპოკრინული ჯირკვლებიდან. სხეულში 10-ჯერ უფრო მეტი ბაქტერიული უჯრედებია, ვიდრე სხეულის უჯრედები. ასევე, ნამდვილად
არსებობს მოხუცების სუნი. ამის მიზეზია ქიმიური შემადგენლობა ნონენალ ორი, რომელიცხანში შესულ ადამიანებში უფრო სწრაფად გამოიყოფა, ვიდრე ახალგაზრდებში.



image
ყველას გვინახავს საშინელებათა ფილმები, როდესაც ადამიანს
გულს აცლიან, ის კი ფეთქვას აგრძელებს. ეს მართლაც რომ შესაძლებელია, გულს ცემა სხეულის გარეშეც შეუძლია, რადგან მას თავისი ელექტრო იმპულსი გააჩნია. საბედნიეროდ, გული ისეთივე
საიდუმლოა, როგორიც ტუმბო. რადგან გული ამოძრავებს 7 ათას ლიტრ სისხლს სისხლძარღვების 96 ათას კილომეტრზე დღეში 100 ათასი დარტყმით. მთელი თქვენი ცხოვრების მანძილზე გული, 1 მილიონ ბარელ სისხლს ან ნავთობის 2 სუპერ ბანკერსამოტუმბავდა. სხვათაშორის გული არა მარცხენა მხარეს, არამედ შუაში მდებარეობს. მარცხნივ გულის მხოლოდ უფრო მეტი კუნთია განლაგებული.


image
გავრცელებული ცნობით ადამიანს 5 შეგრძნება გააჩნია:
მხედველობა, ხმის აღქმა, შეხება, ყნოსვა და გემო. სინამდვილეში ეს შეგრძნეები 5-ზე მეტია. მაგალითად, როდესაც ხელს ცეცხლის ზემოთ
დაიჭერთ ან მაცივარს გააღებთ, თქვენ სითბურ სენსორებს იყენებთ იმისთვის რომ ტემპერატურა შეიგრძნოთ. სხვა შეგრძნებაა ე.წ „პროპრიოცეფცია“, რომელიც კლასიფიცირდება როგორც მეტასენსი.
ეს შეგრძნება თვალით დანახვის გარეშე, თქვენი სხეულის ცოდნაა, თუ სად არის განლლაგებული სხეულის სხვადასხვა ნაწილები. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შევძლებთ, თავის, ფეხის, ხელის, თითების და მხრების მოძრაობას თვალდახუჭულად. ასევე არსებობს შეგრძნებები,
რომლებიც უკავშირდება ბალანსს, ვიბრაციას, ტკივილს, დროს, შიმშილსა და წყურვილს.


image



იცოდით რომ ადამიანის ტვინს იმდენი მარაგი აქვს, რაც
საჭიროა 2 ნახევარი მილიონი გიგაბაიტის შესანახად? მიუხედავად იმისა, რომ ტვინი დიდ ძალისხმევას არ იყენებს, ის საოცრად სწრაფია. იაპონიის ქეი კომპიუტერს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოწყობილობაა მსოფლიოში, შეუძლია 10, 6 მილიარდი ოპერაცია შეასრულოს ერთ წამში. საოცარია, რომ სწორედ ამ უძლიერეს და უსწრაფეს ტექნოლოგიას 40 წუთი დასჭირდა ტვინის მხოლოდ 1 წამიანი მოქმედების იმიტაციისთვის.

image
დაინტერესებულხართ რისგან შედგება თქვენი ორგანიზმი?

სინამდვილეში ბევრი არაფრისგან. ატომებს ბევრი ცარიელი ადგილი უკავიათ ბირთვებსა და ელექტრონებს შორის. ხოლო თუკი ოდესმე მთელ ამ სიცარიელეს დაკარგავდით, თქვენი სხეული სანტიმეტრის ერთ მეხუთასედამდე შემცირდებოდა. კიდევ უფრო საოცარი ატომების რაოდენობაა ჩვენს სხეულში, რაც 7 ოქტილიონს უდრის. ხოლო კიდევ უფრო დაუჯერებელი ისაა, რომ თითოეული ატომი მილიარდობით წლისაა. სხეულის მთელი წყალბადი დიდი აფეთქების დროს წარმოიქმნა 13 მილიარდი წლის წინ. უფრო მძიმე ელემენტები კი იმ ვარსკვალებში შეიქმნა, რომლებიც შემდეგ აფეთქსდნენ 11 მილიარდი წლის წინ. ყველააფერი რისგააც თქვენ ხართ წარმოქმნილი, სხვა არაფერია თუ არა ვარსკვლავთა ფერფლი, რომელმაც სამყაროს შექმნის პირველი წუთები გამოიარა.




გაუზიარეთ ეს ინფორმაცია თქვენს მეგობრებს!


0
183
6-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
183
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0