x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
იყო და არა იყო რა...

image
იყო და არა იყო რა...იყო მიქაელი...მერე აღარ იყო...მოვიდა ისმაილი...მერე წავიდა...გახდა კაენი...

იდენტობის დისოციაციური აშლილობა წარმოადგენს კომპლექსურ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, რომელიც ჩვეულებისამებრ გამოწვეულია ადრეულ ასაკში რაიმე ტრაგედიის გადატანით.

ალბათ, მრავალ ჩვენგანს გამოუცდია მსუბუქი დისოციაცია, რომელიც დროში დაკარგვას უფრო მოგვაგონებს, თუნდაც რაიმე პროექტზე მუშაობისას. განსხვავებით ამისა, იდენტობის დისოციაციური
დარღვევა მწვავე მენტალური აშლილობაა, რომელსაც მოჰყვება მცირე კავშირის განცდა პიროვნების ფიქრებს, მოგონებებს, გრძნობებსა და ქმედებებს შორის.როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ დაავადებას
მრავალ ფაქტორთა ერთობლიობა იწვევს, განსაკუთრებით რაიმე მძიმე ტრაგედია. დაავადების დისოციაციური ასპექტი შესაძლოა დაცვით მექანიზმად განვიხილოთ - ადამიანი საკუთარი თავის
გამიჯვნას ახდენს ძალადობრივი მოვლენისაგან, რათა მოახდინოს ასიმილაცია საკუთარ ცნობიერთან.


იდენტობის დისოციაციური აშლილობის სიმპტომები

ეს დაავდება ხასიათდება ინდივიდში ორი ან მეტი ცალკეული იდენტობისა თუ პიროვნული მდგომარეობის არსებობით, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ინდივიდის ქცევაზე. დაავადებისას პიროვნებას ხშირად ავიწყდება პიროვნული ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა გასაღები იყოს შემთხვევის ასახსნელად. ამასთანავე, დაავადებულს აღენიშნება მეხსიერების ვარირება, რაც იდენტობების
ცვლასთან ერთად მანევრირებს.

ამ სხვადასხვა ინდენტობებს აქვთ საკუთარი სქესი, რასა, ასაკი. თითოეულს გააჩნია საკუთარი ჟესტიკულაცია თუ მანერები.ზოგჯერ ისინი გამოგონილი პიროვნებები არიან, ზოგჯერ ცხოველებიც
კი. მდგომარეობას, როდესაც ერთ-ერთი იდენტობა მოიპოვებს გავლენას ინდივიდის ქცევასა თუ აზრებზე - ჩანაცვლება - ეწოდება. ამას შესაძლოა წამები, წუთები ან დღეები დასჭირდეს მაშინ, როდესაც
ჰიპნოზის ქვეშ, როგორც წესი, იდენტობები საკმაოდ მორჩილად თანხმდებიან თერაპევტის თხოვნებს.

პირებს იდენტობის დისოციაციური დარღვევით ხშირად აღენიშნებათ სხვა სიმპტომებიც :


1) დეპრესია

2) ხასიათის ცვლილებები

3) ძილის დარღვევები

4) სუიციდური ტენდენციები

5) შფოთვა, პანიკის შეტევები, ფობიები

6) მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებულება

7) ჰალუცინაციები

8) კვებითი აშლილობები


სხვა დამახასიათებელი ნიშნებია : თავის ტკივილი, ამნეზია, დროში დაკარგვისა და საკუთარი სხულისაგან განცალკევების განცდა ხშირად აქვთ თვით-დევნის, თვით-საბოტაჟისა და
აგრესიის ნიშნები.


ვის შეიძლება დაემართოს იდენტობის დისოციაციური
დარღვევა?

გამოკვლევები ცხადყოფს, რომ დაავადება ერთგვარი პასუხია ბავშვობაში გადატანილ ინტერპერსონალურ და გარემო სტრესორებზე. დაავადება ყველაზე ხშირად ვითარდება იმ შემთხვევაში თუ პიროვნული განვითარების პერიოდში ადგილი აქვს ემოციურ უარყოფასა თუ შევიწროებას. დიახ, დაავადება შესაძლოა ფიზიკური თუ სექსუალური ზეწოლის გარეშეც განვითარდეს, ემოციური შეურაცხყოფის პირობებში. დაავადებულთა 99% მიუთითებდა პერმანენტულ ემოციურ ზეწოლაზე ყველაზე სენსიტიურ, 9 წლამდე პერიოდში. გამოკვლევებით ასევე დასტრუდება, რომ ყველაზე ხშირად ავადდებიან არაპროგნოზირებადი და არათანმიმდევრული მშობლების შვილები.

იდენტობები ინდივიდის ცხოვრებაში ამა თუ იმ დილემასთან გამკლავებას ემსახურება. დიაგნოზის დასმისას პიროვნებას დაახლოებით 2-4 იდენტობა აქვს. მკურნალობის პროცესში შესაძლოა
15-16 გამოვლიდენს. არსებობს შემთხვევა, როდესაც 100-ზე მეტი იდენტობაც კი დაფიქსირებულა. იდენტობის ცვლილებებს ცხოვრებისეული მოვლენები იწვევს.


როგორ ხდება დიაგნოზის დასმა?



დიაგნოზის დასმა საკმაოდ რთულია და დიდი დრო სჭირდება. შესაძლოა, ამას რამდენიმე წელიც კი დასჭირდეს. ეს ბუნებრივია, რადგან მისი სიმპტომები ბევრი სხვა დაავადების სიმპტომებს ემთხვევა. რეალურად, პირებს იდენტობის დისოციაციური დარღვევით ხშირად აქვთ დადგენილი დეპრესიისა თუ შფოთვის დიაგნოზიც.


დსმ-5 გვთავაზობს შემდეგ კრიტერიუმს დაავადების დიაგნოზირებისთვის:

1) პიროვნებაში არსებობს ორი ან მეტი იდენტობა, რომელთაგან თითოეულს აქვს საკუთარი პერცეფცია და მიმართება გარემოსთან.

2) თავი უნდა იჩინოს ამნეზიამ, რომელიც შეიძლება გავსაზღვროთ, როგორც განსვლა ყოველდღიურ მოვლენებს, პიროვნულ ინფორმაციასა და ტრაუმატულ მოვლენას შორის.

3) პიროვნება უნდა განიცდიდეს სტრესს აშლილობის გამო ან არ უნდა შეეძლოს ფუნქციონირება ძირითად ცხოვრებისეულ სფეროებში.

4) აშლილობა არ უნდა იყოს რელიგიური ან კულტრული პრაქტიკის ნაწილი.

5) სიმპტომები არ უნდა იყოს გამოწვეული მავნე ნივთიერებების მოხმარების ან სამედიცინო მდგომარეობის გამო.



როგორ ხდება მკურნალობა?

მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით დაავადებისათვის „წამალი“ არ შეუქმნიათ, გრძელვადიანი მკურნალობა შეიძლება ეფექტური აღმოჩნდეს თუ პიროვნება მისი ერთგული დარჩება.ეს მოიაზრებს ფსიქოთერაპიას, ჰიპნოთერაპიასა და არტთერაპიას.დღესდღეისობით არ არსებობს მედიკამენტები, რომლებიც დაავადებას განკურნავს
ამიტომ ფსიქოლოგიური მიდგომები მკურნალობაში წამყვან პოზიციებს იკავებს; თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ აშლილობა ხშირად სხვა დაავადებებთან ერთად იჩენს თავს, ამ უკანასკნელთა სამკურნალოდ
ფსიქოთერაპიასთან ერთად მედიკამენტური მკურნალობაც გამოიყენება.

0
35
2-ს მოსწონს
ავტორი:სალომე დარბაიძე
სალომე დარბაიძე
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0