x
მეტი
  • 13.12.2017
  • სტატია:71882
  • ვიდეო:325041
  • სურათი:427192
წყალი, რომელიც ანადგურებს სიმსივნურ უჯრედებს, აქრობს ანთებას და გამოაქვს ორგანიზმიდან ტოქსინები

ოდესმე თუ გსმენიათ ტუტე წყალის და ორგანიზმისთვის მისი უდიდესი სარგებლობის შესახებ?


ცნობილია, რომ ტუტე წყალი სიბერის პროცესს ანელებს, გამოაქვს ორგანიზმიდან ტოქსინები, არეგულირებს მჟავა-ტუტოვან ბალანსს და ბრწყინვალე საშუალებაა ქრონიკული დაავადებებისა და სიმსივნის პროფილაქტიკისთვის.


პროფესორი ნეუმივაკინი ამტკიცებს, რომ ბევრი დაავადების ძირითად მიზეზს მჟავა- ტუტოვანი ბალანსის დარღვევა წარმოადგენს. ეს ერთადერთი მაჩვენებელია, რომელიც არ უნდა შეიცვალოს მთელი ცხორების მანძილზე. ადამიანის ორგანიზმი თვითრეგულირებადი დამოუკიდებელი სისტემაა, რომლის მჟავა-ტუტოვანი ბალანსი 7, 4 უნდა იყოს. თუ აღნიშნული ბალანსი 0-დან 14-მდე ფასდება, ამ შემთხვევაში 7, როგორც პროფესორი ნეუმივაკინი აღნიშნავს, "ნორმალური შუალედია."


image
რაც შეეხება წყალს, როგორც წესი – ნეიტრალურია рН 7. ტუტე წყალს კი გააჩნია рН 8 ან 9. ყოველდღიურად ერთ ჭიქა ტუტე წყალს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

თანამედროვე პროდუქტები, არაჯანსაღი კვება ჩვენს ორგანიზმში, სტრესი – მჟავა გარემოს ქმნის. ალკოჰოლი, რაფინირებული შაქარი და მარილი, კოფეინი, გადამუშავებული საკვები პროდუქტები თანდათან ანადგურებს ჩვენს ჯანმრთელობას.


ისეთი სიმპტომები, როგორიცაა თავის ტკივილები, სუსტი იმუნიტეტი, ტკივილები მუცლის არეში და მუდმივი გადაღლილობა – გვიჩვენებს, რომ ჩვენს ორგანიზმში მჟავა-ტუტოვანი ბალანსი დარღვეულია და ზომების მიღებაა საჭირო.


ტუტე წყალი ატენიანებს უჯრედებს და ჩვენი ორგანიზმის საერთო მდგომარეობას მკვეთრად აუმჯობესებს. ამასთან, მოგეხსენებათ რომ სიმსივნურ უჯრედებს არ შეუძლია ტუტე გარემოში არსებობა.
თუმცა, ზედმეტად ტუტე გარემოც არ არის კარგი ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

ამგვარად, სიფრთხილის ზომები უნდა მივიღოთ, რადგან მომატებულ მჟავიანობას შეუძლია ჯანმრთელი უჯრედები გაანადგუროს და ორგანოები დააზიანოს.

გთავაზობთ ტუტე წყლის რეცეპტს. დაგჭირდებათ მხოლოდ სამი ინგრედიენტი:


1 ლიმონი


1 ჩ. კ. ზღვის მარილი


2 ლ გაფილტრული წყალი

შეავსეთ ქილა წყლით, შემდეგ ჩაყარეთ კუბიკებად დაჭრილი ლიმონი და ზღვის მარილი, კარგად აურიეთ. სასმელი დააყენეთ მთელი ღამის განმავლობაში.

რეკომენდირებულია 2 ჭიქა ტუტე წყალი საუზმემდე 30 წთ. ადრე. შეგიძლიათ მიიღოთ მთელი დღის მანძილზეც.

გააკეთეთ ეს ყოველ დილით და რამდენიმე დღის შემდეგ საოცარ შედეგს მიიღებთ – ტუტე წყალი გამოდევნის ორგანიზმიდან მჟავა ნარჩენებს, რაც ბევრი სერიოზული დაავადების გამომწვევი მიზეზია, რის შედეგადაც თავს გაცილებით მხნედ და ჯანმრთელად იგრძნობთ!


ასევე დაგაინტერესებთ:


ტუტოვანი დიეტა ორგანიზმში სიმსივნურ უჯრედებს ანადგურებს – პროფესორი კოლინ კემფბელი


25 საუკეთესო ტუტე რეაქციის მქონე პროდუქტი – მიირთვით, რათა თავი დაიცვათ სიმსუქნის, კიბოსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან


რატომ და როგორ უნდა დავლიოთ სოდა – ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესი პროდუქტი


იაპონელ მეცნიერთა კვლევები – რა დაემართება თქვენს ორგანიზმს თუ ერთი თვის მანძილზე უზმოზე წყალს მიიღებთ


პროფესორი ი.ნეუმივაკინი: იყო ჯანმრთელი წამლების გარეშე – ეს შესაძლებელია!

4
726
13-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
Mediator image
726
  
12 სექტემბერი, 11:47
მინდა კიდევ ერთი წყლის კარგი თვისება გაგიზიაროთ, მათ ვისაც კუჭ-ნაწლავის პრობლემა აწუხებს. ყოველ დილით, უზმოზე აუცილებლად დალიეთ წყალი. კუჭის მოქმედება მოგიწესრიგდებათ
1 სექტემბერი, 16:03
ერთი პერიოდი იოგით ვიყავი გატაცებული და მივეჩვიე, ყოველი დილით ცხვირი მარილიანი წყლით "გამოვირეცხო",არ მახსოვს ბოლოს როდის გავცივდი ან როდის გამიჭირდა ცხვირით სუნთქვა.
პირით სუნთქვა არაა სწორი სუნთქვა, ადამიანმა უნდა ისუნთქოს ცხვირით, ამ დროს ჰაერის ნაკადი იფილტრება ცხვირის ღრუში და ფილტვებს მიეწოდება გაფილტრული ჟანგბადი, რაც ასევე ნიშნავს, რომ თავის ტვინს და ზურგის ტვინს მიეწოდება ჟანგბადით გაჯერებული სისხლი.
1 სექტემბერი, 15:54
მადლობა :) ნამდვილად ასეა, წყალი სასწაულებს ახდენს! იმის გამო, რომ ასეთ სტრესულ გარემოში გვიწევს ცზოვრება, არაჯანსაღად ვიკვებებით, ეკოლოგიაზე უკვე აღარაფერს ვამბობ - ეს ყველაფერი რაღაცით უნდა დავაბალანსოთ, კომპენსირება მოვახდინოთ – ბევრი მკვლევარი თანხმდება იმ საკითხზე, რომ სწორ კვებასთან მეცნიერული მიდგომაა საჭირო!
1 სექტემბერი, 15:18
საინტერესო სტატიაა, როგორც ყოველთვის და სრულად ვეთანხმები. სამხედრო სასწავლებელში სწავლის პერიოდში მქონდა კუჭის გასტრიტი, სასწავლებლის სამედიცინო ნაწილის მთავარმა ექიმმა მირჩია უზმოზე ყოველ დილით მიმეღო ერთი ჭიქა გაფილტრული წყალი. ლიმონზე და ზღვის მარილზე საუბარი არ ყოფილა, ახლა ქვას მოვინელებ. :))
0 1 4