x
image
Lerato
ტუტოვანი დიეტა ორგანიზმში სიმსივნურ უჯრედებს ანადგურებს – პროფესორი კოლინ კემფბელი

პროფესორი კოლინ კემფბელი ამტკიცებს, რომ ზუსტად ასეთ დიეტას შეუძლია ყველა დაავადების განადგურება! рН ბალანსის შენარჩუნება ყველასთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მატარებელია! ყველა ადამიანს ორგანიზმში ტუტე გარემო უნდა ჰქონდეს ( рН = 7, 35), რათა ჯანმრთელი იყოს. თუმცა, ცუდ კვებას და სტრესს შეუძლია ეს ბალანსი მჟავა გარემოთი შეცვალოს, სადაც სხვადასხვა სახის დაავადება ვითარდება.

იზრუნეთ საკუთარ თავზე, გადადით სწორ კვებაზე და იყავით ჯანმრთელები! სამწუხაროდ ჩვენი ცუდი ჩვევები და დაუბალანსებელი კვება ხელს უწყობს ორგანიზმში

მჟავა გარემოს შექმნას.


image


ჩვეულებრივი რაციონი შედგება არაჯანსაღი და გადამუშავებული საკვები პროდუქტებით, რომელიც იწვევს სერიოზულ დაავადებებს, მათ შორის სიმსივნესაც. ამიტომაც ამ დაავადების მატარებელმა პაციენტებმა ტუტე გარემო უნდა შექმნან ორგანიზმში, რათა ეს ავადმყოფობა დაამარცხონ.


ტუტოვანი დიეტა აღადგენს ბალანსს ორგანიზმში და დაგეხმარებათ ანთებებთან ბრძოლაში. ის მოიცავს მწვანე ფოთლოვან ბოსტნეულს, ბროკოლს, ბალახებს და სანელებლებს. ტუტოვანი დიეტა ასევე შეიცავს 150-250 გრ. ხორცს, ზღვის თევზს და უცხიმო ქათამს კვირაში ერთი-ორჯერ, დიდი რაოდენობით ხილსა და ბოსტნეულს.

გლუტენი (ანუ წებოვანა) მცენარეული წარმოშობის ცილა, რომელიც ხორბალში აღმოაჩინეს, ორგანიზმში ანთებას იწვევს. რაციონიდან ისეთი პროდუქტების ამოღება, სადაც მაღალი შემცველობითაა წარმოდგენილი გლუტენი, როგორიცაა ხორბალი, მაკარონი, მარცვლეული, ნამცხვრები, პური, კექსი, მნიშვნელოვანია შემდგომში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან ასაცილებლად. ამ პროდუქტების ნაცვლად რეკომენდირებულია მიიღოთ ბრინჯი, წიწიბურა, ფეტვი, ამარანტი. მოერიდეთ ისეთ პროდუქტებს, რომელიც შეიცავს შაქარს და თერმულად დამუშავებულ ცხიმებს.


სიმსივნის უჯრედები იყენებენ გლუკოზას გადარჩენის მიზნით, ამიტომაც უნდა შეწყვიტოთ შაქრის მოხმარება. შეცვალეთ ის თაფლით, ლეღვისა და გარგრის ჩირით, ახალი ანანასით.

პროფესორი კოლინ კემფბელი, კორნელის კვლევითი უნივერსიტეტიდან, ამბობს რომ ეს დიეტა უფრო ჯანმრთელს გაგხდით!


ტუტოვანი დიეტა გარანტიას იძლევა:

– ყველა ტიპის სიმსივნის პროფილაქტიკა 95%

– გულის შეტევისა და ინსულტის თითქმის 100% პროფილაქტიკა


– გულის მძიმე დაავადებების თავიდან აცილება

– II ტიპის დიაბეტის პროფილაქტიკა

– იდეალური წონა ჯანმრთელობისთვის რაიმე სახის ზიანის მიყენების გარეშე

– შაკიკის, აკნეს, ალერგიების, გაციების, გრიპების, ქრონიკული დაავადებების და ნაწლავების გაღიზინების თავიდან მოშორება

– სმენისა და მხედველობის გაუმჯობესება


სამწუხაროდ ბევრი ადამიანი ბოლომდე ვერ ან არ აცნობიერებს რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს კვება, როცა საქმე მათ ჯანმრთელობას ეხება. ხშირ შემთხვევაში ის გაცილებით უფრო ეფექტურად იცავს ორგანიზმს დაავადებებისგან, ვედრე მედიკამენტები.


კოლინ კემფბელი – 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და ბესტსელერის "ჩინური კვლევის" ავტორი, ამტკიცებს რომ სწორ კვებასთან მეცნიერული მიდგომაა საჭირო. პროფესორი აკრიტიკებს და დამაჯერებელი მტკიცებულებები მოჰყავს იმის თაობაზე, რომ მეცნიერება გარკვეულწილად წარსულში დარჩა და არ ჰყოფნის სითამამე რათა დღეს არსებული ჭეშმარიტება აღიაროს.


ასევე დაგაინტერესებთ:


25 საუკეთესო ტუტე რეაქციის მქონე პროდუქტი – მიირთვით, რათა თავი დაიცვათ სიმსუქნის, კიბოსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან


კიბოს პრევენცია შესაძლებელია, თუ ყოველდღიური რაციონიდან ერთ პროდუქტს ამოიღებთ


სასმელი, რომელიც სიმსივნურ უჯრედებს ანადგურებს. ამის ცოდნა მნიშვნელოვანია!


საკვები სოდა კიბოს წინააღმდეგ – იტალიელი ექიმის საოცარი თეორია


რატომ და როგორ უნდა დავლიოთ სოდა – ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესი პროდუქტი


როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ – მეცნიერთა 5 რჩევა


იყო ჯანმრთელი წამლების გარეშე – ეს შესაძლებელია!

2
17975
13-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
17975
  
2016, 8 დეკემბერი, 18:22
მადლობა შეფასებისთვის :) სრულიად გეთანხმებით და სწორედ ისინი, ვისაც გენეტიკური მიდრეკილებები გააჩნიათ სხვადასხვა სახის დაავადებებისადმი, განსაკუთრებული სერიოზულობით და სიფრთხილით უნდა მოეკიდონ საკუთარ
კვებას
2016, 8 დეკემბერი, 13:55
საინტერესო სტატიაა სასარგებლო რჩევებით...
მცირე რამეს დავამატებდი, გენეტიკასაც დიდი მნიშვნელობა აქვს მთელი რიგი დაავადების წარმოშობასთან დაკავშირებით...
0 1 2