x
image
ციცი
"New York-ის ყველა ტუალეტში მოგნიშნავ, მიშა ლაჩარო..."- იუნა შაფათავას სკანდალურმა პოსტმა საზოგადოება გააღიზიანა

image

მეხუთე დღეა უკვე რაც ბორჯომის ხეობაში ხანძარს ებრძვიან. ხანძრის ძირითადი კერები ჩამქრალია, თუმცა არის მონაკვეთები სადაც სტიქია ისევ მძვინვარებს. ბორჯომის ხეობაში ამოვარდნილი ძლიერი ქარი პრობლემებს ქმნის. ექვსი ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი გათენებიდანვე ცდილობს ხანძრის დარჩენილი კერების ლიკვიდაციას. მთელი ღამის განმავლობაში კი თავს არ ზოგავდნენ მეხანძრეები, მეტყევეები და პოლიციელები.

სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავენ ხანძრის წარმოშობის მიზეზებს და უმრავლესობა ამ ფაქტს დივერსიად მიიჩნევს, ვინაიდან ბორჯომის ხეობის გარდა ხანძარი იყო ატენის ხეობაში, დუშეთის რაიონში, ლაგოდეხში, ვარკეთილში და გლდანის ციხესთან.

ქართველი ცნობილი სახეები საკუთარ მოსაზრებებს სოციალური ქსელით აფიქსირებენ.

იუნა შაფათავამ საკმაოდ სკანდალური ფოტო გამოაქვეყნა "ფეისბუქზე" და ამ ყოველივეს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს აბრალებს:

"New York-ის ყველა ტუალეტში მოგნიშნავ, მიშა ლაჩარო... ჩაეთრიე ცეცხლის წამკიდებელო, სამშობლოს მოღალატევ საქართველოში, პასუხი აგე შენ ერის წინაშე დანაშაულებზე..."

მისმა პოსტმა საზოგადოება გააღიზიანა. აი, რას უწერენ იუნას კომენტარებში:

"რა ამაზრზენი და სამარცხვინო დედაკაცი ხარ! ტფუ!! ეთიკა, ესთეტიკა, მორალი, არაფერი არ გაგაჩნია! მიზანი არ ამართლებს სააშუალებას ყოველთვის, არა!!!"


"გულის ამრევი პიროვნება ხარ..."

"მიშა კი არა იმცირებ თავს..."

"რეებს აკეთებ მართლა, ამხელა ქალი ხარ... მიშას დ********, მარა შენ არ გცხვენია?"


imageimage

0
402
2-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
402
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0