x
image
ციცი
Mediator image
"ჯიგრობის ეპოქის დასასრული?!"-რომან გოცირიძე მოხალისეებზე.

image
საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ქართველი ეკონომისტი რომან გოცირიძე სტიქიის ზონაში მომუშავე ახალგაზრდა მოხალისეების შესახებ სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" სტატუსს აქვეყნებს:


"ჯიგრობის ეპოქის დასასრული?!
სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის პროცესში ახალგაზრდების უანგარო აქტიურობამ მრავალმხრივი შეფასება დაიმსახურა. ზოგჯერ გადაჭარბებულიც. ენთუზიაზმი ქართველებს ბევრჯერ გვინახავს, მაგრამ ეს ცოტათი სხვანაირია. არც პარტიების მიერ არის მართული და არც ტრადიციული ქალაქურ-პატრიოტული იდეოლოგიითაა ნასაზრდოები. უბრალოდ, ვინმეს დაძახების გარეშე, უპრეტენზიოდ აკეთებენ საქმეს.
შრომობენ ჩვეული ზედმეტი პათოსის გარეშე. პათოსურობით ხელისუფლებას თუ შეაქვს დისონანსი, მაგრამ ეს მაინც აშკარად თვალშისაცემი არ არის. ახალგაზრდობაც მრავალფეროვანია-ქართველებთან ერთად განსხვავებული ეროვნებისა თუ რასის ადამიანებიც გამოხატავენ მხარდაჭერას. მათი მობილიზებისათვის არ გამხდარა საჭირო ქალაქურ-ჯიგრულ-თბილისური რიტორიკის გამოყენება. ჯიგრები და მოძველბიჭო პატრიოტები სადღაც გაქრნენ.
ეს სამოქალაქო საზოგადოების განსხვავებული ყლორტებია.
კიდევ ბევრ სხვანაირს ვნახავთ!
ვვითარდებით ნელ-ნელა!"

image

1
1202
5-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
1202
  
2015, 22 ივნისი, 9:55
მე მაბედნიერებენ მოხალისეები ...
0 1 1