x
image
ციცი
Mediator image
"როცა თეთრუაშვილს სააკაშვილმა ძვირადღირებული ჯიპი დაუყენა საპატრიარქოს ეზოში, არც ერთ მღვდელმთავარს ეს მომენტი არ გაუპროტესტებია..."
imageპატრიარქის მდივან-რეფერენტმა შორენა თეთრუაშვილმა, "არჩევანში" მეუფე პეტრეს მიერ გაჟღერებული ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ "ეს მე არ ეხება"-ო.

ჭყონდიდელმა მთავარეპისკოპოსმა სკანდალური განცხადებები გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ შორენა თეთრუაშვილი საპატრიარქოში სპეციალურად ქმნიდა პრობლემებს, რათა შემდეგ ეს პრობლემები თავადვე მოეგვარებინა, იმისათვის რომ ილია მეორეს ნდობა დაემსახურებინა და რომ იგი რუსეთის ყველაზე დიდი დასაყრდენია და მისი მფარველობის ქვეშ იმყოფება.

ბოლო დღეებში საპატრიარქოსა და შორენა თეთრუაშვილის გარშემო ატეხილ სკანდალს უამრავი გამოხმაურება მოყვა.

ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც იგი წერს, რომ შორენა ყველა ხელისუფლების პირობებში იყო შორენა! იგი იმ ფაქტს იხსენებს, როდესაც წლების წინ მხოლოდ მან გააპროტესტა და დაწერა ამ თემაზე სტატია, რის გამოც დარეჯანმა დიდი კრიტიკა დაიმსახურა




"შორენა თეთრუაშვილი, ყველა დროში, ყველა ხელისუფლების პირობებში, შორენა იყო, თეთრუაშვილი! და, როცა მას სააკაშვილმა, ძვირადღირებული ჯიპი დაუყენა საპატრიარქოს ეზოში, არც ერთ მღვდელმთავარს და არც ერთ საერო პირს, ეს მომენტი არ გაუპროტესტებია, თუ არ ჩავთვლით ერთ გ ი ჟ ს, რომელმაც ამ თემაზე (ეპისკოპოსებსაც ჯიპები რომ ჩამოურიგეს) სტატია დაწერა.
სხვათაშორის, ამ სტატიაში დადასტურებული იყო ჯიპებით სასულიერო პირების და შორენა თეთრუაშვილის დაჯილდოების ფაქტი. იმ ავტოჰაუსის ხელმძღვანელი ადასტურებდა ყველაფერს (დოკუმენტებით), საიდანაც მანქანები გაიტანეს. და, მაინც, ჟურნალისტი ჯვარს აცვეს ამ სტატიის დაწერისათვის და არავის გასჩენია სურვილი ეს ჟურნალისტი დაეცვა, პირიქით, ერთმა არასამთავრობოს პრიმადონამ ეს ჟურნალისტი ვანო მერაბიშვილის აგენტად მონათლა, ხოლო ერთმა სააგენტომ ნიუსი მიუძღვნა ამ უნამუსო ბრალდებას, ისე, რომ ჟურნალისტისათვის არაფერი უკითხავს, კომენტარიც არ გააკეთებინეს.
პ.ს. ეს გიჟი მე ვიყავი... და ახლა უფრო "ვგიჟდები", როცა ისინი ლაპარაკობენ ქონების მიტაცებებზე, ვინც ამქვეყნიური ყველა სიკეთე აითვისეს, ჯიპების ჩათვლით! ჰო, ყველაზე ძვირადღირებული ჯიპი შორენას აჩუქეს, თეთრუაშვილს!
გიჟობანას ვაგრძელებ, რომ მოვიცლი "უკეთესებს" დავწერ..."image

imageimage
image


"ვისაც ციანიდის ზღაპარი სასაცილოდაც არ გვყოფნის..."-ირინა სარიშვილი

"მამალაძის ბრალში შორენას მოწამვლაზეა საუბარი და პატრიარქი საერთოდ არ ფიგურირებს..."-ელისო კილაძე-"ცუდი თამაში დაიწყეთ-გაიხლართებით !!!!!"

"ვხედავ, უწმიდესის მოშორება სურთ-ანუ მოწამლონ!"-რა იწინასწარმეტყველა ლელა კაკულიამ პატრიარქსა და საპატრიარქოზე-"უჭირს ქართულ ეკლესიას... შიგნით დიდი ვაჭრობა და უმსგავსობა სუფევს..."


0
3267
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
3267
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0