x
მეტი
  • 21.11.2017
  • სტატია:71141
  • ვიდეო:324195
  • სურათი:426215
შუა საუკუნეებში ჩარჩენილი ანაქრონული აზროვნება და ახალი კულტურის არქონა საქართველოში

როგორც ბევრს უყვარს ბოდვითი ტლიკინი: "საქართველო უძველესი ტრადიციების ქვეყანაა" და სწორედ ესაა პრობლემა. რატომ? რას ნიშნავს რატომ? ჯერ ერთი დავიწყოთ იმით რომ საქართველოში კარგად ფესვგამჯდარი რელიგიური ფუნდამენტალიზმი უპირისპირდება თანამედროვე პროგრესულ ფასეულობებს და უმთავრესად ლიბერალისტურ დემოკრატიას და ჰუმანიზმს. რელიგია ებრძვის კულტურას, რელიგია ებრძვის მეცნიერებას, რელიგია ებრძვის სექსუალურ თავისუფლებას, ანუ იმას რაც საქართველოში არასოდეს ყოფილა (ყოველ შემთხვევაში იმ დონეზე რაც დონეზეც ყბადაღებულ ჰოლანდიასა და აშშ - ში). საუბრობენ და ყბედობენ ტრადიციებზე, მანდილზე, ქალიშვილობაზე და ა.შ. და იმას რომ თავი დავანებოთ, რომ ამ "ტრადიციების" უმეტესობა სადისტური და მაზოხისტური ბუნებისაა და თრგუნავს ადამიანურ ლიბიდოს (განსაკუთრებით ქალისას), ეს "ტრადიციები" ხელს უშლიან ახალი იდეების და კულტურული ინოვაციების შემოსვლას ქვეყანაში. ე.წ. "ერის მამები" რეალურად კი ფაშისტი მოძალადეები სარგებლობენ რა მასების უმეცრებით და გაუნათლებლობით, განგაშის ზარებს რეკავენ და ხალხს აშინებენ, ამბობენ: "ქართველი ერი გადაშენდება! ამერიკა და ევროპა გარყვნილების შემომტანიაო!" და მრავალ ასეთ სიბორგილეს.

პრობლემა იცით რაშია? ეს "ტრადიციები" არის ძალიან ძველი! ისინი ჯერ კიდევ მაშინ შეიქმნენ როცა არ იყო არავითარი პროგრესი და მეცნიერება და როცა ქალს არავითარი უფლებები არ ჰქონდა. საქართველო აზროვნებით შუასაუკუნეებშია ჩარჩენილი და ახალი კულტურა არ გააჩნია! ქართველებს იმდენად ეშინიათ ტრადიციული რელიგიური მორალის, რომ თვით პოლიტიკოსებიც კი ცდილობენ მოთაფლონ სასულიერო პირები და ხალხის თვალში ქულები დაიწერონ! რეალურ პროგრესზე არავინ ფიქრობს საერთოდ.

საქართველო გაჩხერილია წარსულში და არც კი ცდილობს შექმნას რაიმე ახალი, რაც ძველ რელიგიურ მორალზე არ იქნება დაფუძნებული. ლგბტ ადამიანების დისკრიმინაციასაც ტრადიციებით ხსნიან და აგინებენ 24 საათი ამ გაუბედურებულ ინდივიდებს. ჩვენი საშველი იქამდე არ იქნება სანამ ანაქრონულ ანუ დრომოჭმულ "ტრადიციებს" არ მოვიშორებთ და არ მივიღებთ ევროპულ ლიბერალურ დემოკრატიას და მეცნიერულ ათეიზმს. ასეთია ჩემი სუბიექტური მოსაზრება.

მამაოები"მადლი"ლგბტ 1

ლგბტ 2
ლგბტ 3

27
141
1-ს არ მოსწონს
ავტორი:ლიბერტარიანელი ნიჰილისტი
ლიბერტარიანელი ნიჰილისტი
141
  
გაიხარე. მშვიდობით იარე.
19 აგვისტო, 16:00
მე მორწმუნეთ თავს ვერჩავთვლი, საუბედუროდ ჩემი სულისა, თუმცაღა ვცდილობ ვიყო მართალის სიტყვის მსმენელი და მოშიში. მართალის სიტყვა კი თავად უფალია. ვინც შევინანებთ ყველას კარი გაგვეღება. შეცვალე ფოტო და ეცადე შენი ნაკლოვანებების გასწორება დაიწყო, შენუკეთ ვერხედავ რაგაქ ცუდიი. თუარ ვებძვით ცუდ ძრახვებს ესეიგი მოგვწონს რაც ვართ და როგორც ვფიქრობთ. ადამიანების უმრავლესი რო ვატარებდეთ დროს როგორც მომაკვდავი, ამდენი უბედურება ომები არიქნებოდა. განა ვართ ცოცხლებიი. ამიტომ კარგის მეტი უნდა ვეცადოთ არც ვწეროთ და არც ვიფიქროთ ხმამაღლა. ყველაზე ადვილია ათეისტობიდან გამოსვლის დროს ვიზუალი შეიცვალო და მოწესრიგდე. მერე ცუდი ფიქრებისა და საქმეების კეთილით შეცვლა დაიწყე და ეგებ ტაძარშიც მიხვიდე შემდგომ. ჯვარი გაიკეთე ყელზე და დილა საღამოს მამაო ჩვენო იკითხე. სანამ გამოერკვევი ეს 2 რამეც კმარა და ხსნასაც თავადვე დაინახავ თუ გულით გააკეთებ ამ ყოველივეს. სხვისი ლოცვა ჩვენზედ კარგია მაგრამ თავად უნდა დაიმდაბლო თავი რათა ამაღლდე როგორც ხვთის ხატება.
იცი რა? ილოცე ჩემთვის გტხოვ. დამლოცე გტხოვ.
გლოცავ! გლოცავ! გლოცავ! მოწყალე გულის ადამიანი ხარ! ნეტა ყველა მორწმუნე შენსავით თბილი გულის იყოს! გაიხარე მეგობარო. მომიტევე სიავე. მე ატეისტი ვარ, მაგრამ შენი გულის ადამიანს რო ვხედავ ვლბები როგორც.... არ ვიცი რა გიტხრა...
19 აგვისტო, 14:27
ღმერთმა დამიფაროს, შუღლი მქონდეს ვინმესთან და მითუფრო თქვენთან. ეს მარტივი ჭეშმარიტებაა რასაც მიუდგები უგულოთ და ამბიციით ვერაფერს გააკეთებ. უნდა გიყვარდეს საქმე თუ ადამიანები მათრო სიკეთე მოუტანო. თუნდაც შენი იდეური თუ იდეოლოგიური სიკეთე. თუმცაღა დღეს სუფთა და წმინდა მხოლოდ განხვთობილი რაცაა თუ ვინც მხოლოდ ისარი. კაცნი არინდობიან ყველაში სიბოროტემა და შურმა დაიბუდა. თქვენკი თუასე გიჭირთ და ბძოლა გაქვთ საკუთარ თავთან, გირჩევ მიაშურო სადმე მთაში აღმართულ ტაძარს. სადაც ბერები იქნებიან, ღმერთი და მთა რომელიც მუდამ მკურნალია ადამიანისა და ფანტავს მასში დაბუდებულ სიავეს. კარგად
ქრისტე ტუ ასე გიყვარს დაე მან დალოცოს და შენტან იყოს. მოდი მშვიდობა იყოს ჩვენს შორის
დაგლოცოს სამყაროს სულიერმა ძალამ. კიდევ ერთხელ ბოდიში. ვაფრენ მომენტებში. სიყვარული რომ ახსენე, მაგაზე მადლობა. გტხოვ მომიტევე.
ისე მოწყალე ადამიანი ჩანხარ. ზედმეტი მომივიდა. ბოდიშს გიხდი. მართლა, არ ვხუმრობ. მემარტება ხოლმე ასე.
ღმერთმა გაგინათოს გონებისთვის მადლობა.
19 აგვისტო, 10:41
საღოლ შენ რა სიბრძნე აფრქვიე. ეტყობა იოღოველი და ათეისტიცხარ არაუშავს გეშველება. აი საქართველოს კი ვერაფრით დასძლევს ბოროტი ძრახვებით გამჭვალული ხროვა. რატოომ? სიყვარულით მიიხწევა ბედნიერება და სიუხვე და არა აღვირახსნილობითა და აღრევით. როცა გინდა გამოგყვეს ჯკუაში ვინმე ცოტა სერიოზული და ჯკუა დამჯდარი და არგუმენტირებული დროში გამოცდილი და მილიონობით ადამიანის თვალით დანახული უნდა მოიყვანო რო ვინმემ ეგებ ცრუდ დაგიჯეროთ. ვინ მოკვდა და ვინ არა ეს მაგალითებით ჩანს თან საუკუნეების მანძილზე ეხლაც ამ მომენტში თუმცაღა მეგობარო სიძულვილის დანთხევით ვერავის გაიყოლებ თანა მოაზრეთ და მუდამ მცირედი და გარიყულობამ მარტოობა იქნება ხვედრი. ზიზღით კიარა სიყვარულით მიიხწევა ერთობა. ღმერთმა გაგინათოს გონება. კარგად.....
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10