x
ბავშვზე ფიზიკური ძალადობის შესაძლო მაჩვენებლები
image


ბავშვზე ფიზიკური ძალადობის ამოცნობა მნიშვნელოვანია ორი მიზეზით: ზუსტად დავსვათ დიაგნოზი და თავიდან ავაცილოთ ბავშვს ძალადობის განმეორება.


ბავშვზე ძალადობის ყველაზე ხშირი და ადვილი გამოვლინებაა კანის დაზიანება. ძალადობა განცდილი ბავშვების 90%-ს მხოლოდ ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებათ:


სისხლჩაქცევები


ნაკბენები

დამწვრობები

მოხრჩობის ნიშნები


შემთხვევითი სხეულებრივი დაზიანებები განსხვავდება ძალადობრივი დაზიანებისგან. მათი განსხვავება შესაძლებელია სისხლნაჟღენთების ფერის და ფორმის მიხედვით.

სისხლნაჟღენთების მდებარეობა:


ზემო კიდურებზე

წელის არეში

თეძოების წინა ზედაპირზე

სახეზე

ყურებზე

სასქესო ორგანოებზე

მუცელზე

დუნდულებზე



სისხჩაქცევები მორჩენისას გაივლის რამდენიმე სტადიას: წითელი-ლურჯი-მწვანე და ბოლოს ყავისფერი.

სხეულზე არსებულმა სხვადასხვა ფერის ჩალურჯებებმა შესაძლოა მიგვანიშნოს იმაზე, რომ დაზიანება არის არა ერთჯერადი არამედ ინტესიური ხასიათის. დაზიანების ფორმის მიხედვით, შესაძლებელია იმ საგნის ამოცნობაც, რითიც დაზიანდა სხეული.


ძალადობის განხორციელების თარიღის დადგენისავის მხოლოდ სისხლჩაქცევების ფერის გამოყენება არ არის გამართლებული, რადგან სისხლნაჟღენთის ფერის ცვლილება დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე.

ზოგიერთი ქსოვილი უფრო სწრაფად ზიანდება და შესაბამისად სწრაფად აღდგება (მაგ. თვალი და გენიტალიები).



შემთხვევითი დაზიანების დროს სისხლნაჟღენთების ადგილმდებარეობა სრულიად განსხვავებულია. დაზიანებები უფრო ხშირად აღინიშნება მუხლებზე, შუბლზე, ხელის მტევნებზე, იდაყვებზე, ნიკაპზე, ცხვირზე და არ არის დამახასიათებელი ფიზიკური ძალადობის დროს.

0
11
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ პაპელიშვილი
მარიამ პაპელიშვილი
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0