x
პარტნიორის შერჩევა
image

როგორ ირჩევენ ადამიანები პარტნიორს(მეუღლეს)?


პარტნიორის შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ ბიოლოგიური, ფიზიოლოგიური, ზნეობრივი და კულტურული ფაქტორები. ასევე მნიშვნელოვანია დაბადების ადგილი, როგორ ოჯახში გაიზარდა, რელიგია.


ფროიდის აზრით, პარტნიორის შერჩევას საფუძვლად უდევს ბავშვის ლტოლვა საპირისპირო სქესის მშოლისადმი.



ვინჩის კომპლემენტალურ(შემავსებელ) თეორიის თანახმად, საპირისპირო ნიშნის მქონე ადამიანები ერთმანეთს იზიდავენ. წყვილმა უნდა შეავსოს ერთმანეთი. მაგალითად, დაბალ მამაკაცს მოსწონს მაღალი ქალები, რბილ მამპაკაცს კი შეიძლება იზიდავდეს ენერგიული ქალბატონები.



ყოველი ინდივიდი ეძებს ისეთ პარტნიორს, რომელიც მაქსიმალურად
დააკმაყოფილებს მის მოთხოვნილებებს. შეყვარებულებეს უნდა ჰქონდეთ მსგავსი სოციალური ნიშნები (მიზანი, განწყობა, ღირებულებები, სოციალური როლი) და ფსიქოლოგიურად უნდა ავსებდნენ ერთმანეთს. კმაყოფილება, სიამოვნება და ჯილდო არის ის ძალები, რომელიც ხელს უწყობს პარტნიორების დაახლოვებას. ვინჩი არ მიიჩნევს, რომ ყველამ შეიძლება იპოვოს ისეთი პარტნიორი,
რომელიც მაქსიმალურად დააკმაყოფილებს მის მოთხოვნილებებს. ეს თეორია გვეხმარება იმის გარკვევაში, თუ რატომაა ჩვენთვის მომხიბვლელი კონკრეტული ადამიანი.



თუ საპირისპირო ნიშნების მქონე ადამიანები მიიზიდავენ
ერთმანეთს, როგორ ხდება პარტნიორის შერჩევა მსგავსი ნიშნების საფუძველზე?


ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად შეიძლება მოვიყვანოთ ავსტრიელი მეცნიერის ო. ვაინინგერის თეორია. ვაინინგერის აზრით, ყველა ადამიანს აქვს როგორც ქალის, ასევე მამაკაცის თვისებები. მაგრამ მამაკაცებს მეტი აქვთ მამაკაცური თვისებები, ხოლო ქალებს - ქალური. პარტნიპრებს შორის ჰარმონია შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ ისინი შეავსებენ ერთმანეთს. ეს კი შესაძლებელია მათი როგორც მსგსვსების, ასევე განსხვავების შემთხვევაში.


მაგალითად, დავუშვათ კაცს აქვს 73% მამაკაცური თვისებები და 27% ქალური თვისებები. ამ შემთხვევაში მისთვის იდეალური პარტნიორი იქნება ქალბატონი,
რომელსაც აქვს 73% ქალის და 27% მამაკაცის თვისებები. ამ შემთხვევაში ქალბატონს აქვს 27% მამაკაცური თვისებების, რომელიც აკლია მამაკაცს 100%-მდე. კაცს კი აქვს ასევე 27% ქალის თვისებების, რომელიც აკლია ქალბატონს 100%-მდე. ამავე დროს მათი წამყვანი მაჩვენებელია - 73% მამაკაცის და 73% ქალის თვისებების, ე.ი. მათ აქვთ საპირისპირო ნიშნები და ამიტომ ისინი ავსებენ ერთმანეთს.


თუ მამაკაცს და ქალბატონს აქვს 50%-50% ქალის და მამაკაცის
თვისებები, მაშინ ამ წყვილს გააერთიანებს მსგავსება.



სენტერსის ნსტრუმენტალური თეორიის მიხედვით, ადამიანს იზიდავს იმისადმი ვისი მოთხოვნილებებიც მსგავსია ან ავსებენ ერთმანეთს. ის მიიჩნევს, რომ ზოგი მოთხოვნილება (მაგალითად, კუთვნილების და სქესობრივი მოთხოვნილება) უფრო მნიშვნელოვანია, სხვა მოთხოვნილებებთან შედარებით.
ზოგი მოთხოვნილება უფრო მამაკაცებისთვის არის დამახასიათებელი, ზოგი კი ქალებისთვის.



მურშტეინის სტიმული-ღირებულება-როლის თეორია კი გულისხმობს კარგი შენაძენის გაკეთებას. პარტნიორის შერჩევა მოტივირებულია იმით, რომ რაც შეიძლება საუკეთესო
ვარიანტი მიიღო. მურშტეინი გვთავაზობს ფილტრის მეთოდს, რათა აჩვენოს ის ეტაპები რომლებსაც ადამიანები გადიან პარტნიორის შერჩევისას - ხდება ყველა არასაურველი პრეტენდენტის გაფილტვრა და საუკეთესოს შერჩევა. ეს ფილტრებია: გეოგრაფიული მდებარეობა; ფიზიკური მიზიდულობა; მოთხოვნილებათა თანხვედრა; რასობრივი, ეთნიკური თანხვედრა; რელიგიური თანხვედრა; სოციოეკონომიკური
კლასის კუთვნილება; ასაკობრივი თანხვედრა.



პარტნიორის შერჩევისას მურშტეინი გამოყოფს 3 თანამიმდევრულ
ეტაპს, რომელიც მოიაზრებს გაფილტვრას საუკეთესო გადაწყვეტილების მისაღებად.


პირველი ეტაპი ესაა სტიმულის ეტაპი, როდესაც გვექმნება პირველი შტაბეჭდილება
ადამიანზე. ყურადღება მახვილდება ადამიანის ქცევაზე, ფიზიკურ და მენტალურ მახასიათებლებზე. შეფასების შემდეგ კი მიიღება გადაწყვეტილება ურთიერთობის გაგძრელების (ან შეწყვეტის) შესახებ.


ღირებულებების შედარების ეტაპი - ხდება შედარდება ერთმანეთის ღირებულებების,
რამდენად შეესატყვისება ისინი ერთმანეთს და ღირს თუ არა ურთიერთობის გაგრძელება. ხდება იმის გარკვევა, ემთხვევა თუ არა მათი ინტერესები, ღირებულებები, განწყობები.


როლის ეტაპზე პარტნიორები არკვევენ რამდენად თანხვედრაშია მათი როლები ოჯახში ან სხვა სახის ურთიერთობის შესრულებისას.

0
81
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მარიამ პაპელიშვილი
მარიამ პაპელიშვილი
81
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0