x
მოწონება, როგორც გავლენის იარაღი
image


ადამიანებს ურჩევნიათ უთხრან "დიახ" იმ ადამიანებს, რომლებსაც იცნობენ ან მოსწონთ.

ზოგადად მიჩნეულია, რომ კარგი გარეგნობის ადამიანები უფრო წარმატებულნი არიან სოციალურ ურთიერთობებში. კვლევებმა აჩვენა, რომ კარგი გარეგნობის ადამიანებს ავტომატურად მივაწერთ ისეთ თვისებებს, როგორიცაა ნიჭიერება, კეთილსინდისიერება.


ამ გავლენას პროფესიონალები შესაბამისად იყენებენ ჩვენ წინააღმდეგ, იმიტომ რომ ჩვენ მოგვწონს მიმზიდველი ადამიანები და გვინდა მათ მივბაძოთ. ჩავიცვათ მათ მსგავსად, მხარს ვუჭერთ უფრო მიმზიდველ კანდიდატებს და ადვილად ვემორჩილებით იმ ადამიანებს ვინც მოგვწონს.



ერთ-ერთი გავლენის უნარიანი ფაქტორი არის მსგავსება. ჩვენ მოგვწონს ადამიანები, რომლებიც არიან ჩვენი მსგავსნი. ეს გულისხმობს მსგავსებას შეხედულებებში, პირონულ თვისებებსა და ცხოვრების წესში.

მსგავსების ფაქტორი განსაკუთრებით კარგად მუშაობს სადაზღვევო კომპანიებში, რადგან კლიენტი უფრო ხშირად ყიდულობს დაზღვევას იმ სადაზღვევო აგენტისგან, რომელიც მისი ასაკის, რელიგიური ან პოლიტიკური შეხედულებისაა.


ჩვენ ხშირად ვხდებით მლიქვნელობის მსხვერპლნი, ვისაც ჩვენგან რაიმეს მიღება სურთ. ვისმენთ მათგან პოზიტიურ შეფასებებს, რაც ნამდვილად მოქმედებს ჩვენზე.

უჩვეულოა, ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვიცით, რომ მეორე ადამიანი გვეპირფერება და ამით ცდილობს ჩვენზე მანიპულირებას, მაგრამ თითქოს წესივით გვაქვს დავუჯეროთ ადამიანს იმ კონკრეტულ მომენტში, თუნდაც ცრუობდეს.


ის, რაც ყველაზე მეტად მოგვწონს, ნაცნობია ჩვენთვის. ამის დამტკიცება შეიძლება პატარა ექსპერიმენტით. აიღეთ ძველი ფოტოს ნეგატივი. ერთ მხარეს იქნება, როგორც რეალურად გამოიყურებით და მეორეზე მისი საწინააღმდეგო. შემდეგ ამოირჩიეთ, რომელი მათგანი უფრო მიესადაგება თქვენს რეალურ სახეს. მეგობარსაც სთხოვეთ ამოირჩიოს ერთ-ერთი. აღმოაჩენთ, რომ თქვენი მეგობარი ნამდვილ სახეს ამოირჩევს, ხოლო თქვენ საწინააღმდეგოს. ამას იმის მიხედვით არჩევთ, თუ რომელი მხარეა თქვენთვის ნაცნობი. მეგობრისთვის ნაცნობია ჩვეულებრივი მხარე, ხოლო თქვენთვის სარკისებური ანარეკლი.


ნაცნობობის პრიბციპმა შესაძლოა იმდენად იმოქმედოს ჩვენზე, რომ ამ ფაქტორზე დაყრდნობით მივცეთ ხმა არჩევნებზე ერთ-ერთ კანდიდატს და არა მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო.


იმის გამო, რომ შესაძლოა მოწონება გაიზარდოს მრავალი ფაქტორით, შესაძლოა დათანხმების ტენდეციაც გაიზარდოს. არსებობს რამდენიმე გზა, რათა მოწონებით გამოწვეული დათანხმების ტენდეცია შევამციროთ.


პირველი, რაც შეიძლება გავაკეთოთ, ეს არის ის რომ არ მივცეთ უფლება მოწონებას გვიბიძგოს დათანხმებისკენ. თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც ბუნებით სასიამოვნონი არიან. ცუდი იქნება თუ მუდამ ვიფიქრებთ, ყველა იმიტომ გვიკეთებს სიკეთეს რომ ჩვენგან რაიმეს მოელის.

თუ გვაინტერესებს, დათანხმება მოწონების პრინციპით არის განპირობებული თუ არა, ჩვენს თავს უნდა დავუსვათ კითხვა: "დავთანხმდებოდი ამ წინადადებას, რომ არა ამ წინადადების ავტორის კარგი გარეგნობა? მსგავსება? "

0
91
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ პაპელიშვილი
მარიამ პაპელიშვილი
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0