x
image
მადამ ფისუნია
სიშიშვლე უძველეს ცივილიზაციებში

imageცივილიზაციამდელ პერიოდში, პირველყოფილ ხელოვნებაში
ჩვენ ვიცით ე.წ. „პალეოლითური ვენერები“ ნაყოფიერების სიმბოლოდ და მამაკაცთა ითიფალური
გამოსახულებები, სადაც ხაზგასმით იყო წარმოჩენილი
ქალის მკერდი და მამაკაცის სასქესო ორგანო. როგორც უკვე აღვნიშნე, ადამიანთა არსებობის სხვადასხვა
ეტაპზე, სხვადასხვაგვარი იყო მიდგომა სიშიშვლისადმი.imageმაგალითად, ეგზომ მნიშვნელოვანია, ეგვიპტური კულტურაც,
სადაც თვით ღმერთებთან გატოლებულ ფარაონებს ვხვდებით კედლის მხატვრობაში ნაწილობრივ
გაშიშვლებული სახით, მათ დაფარული აქვთ მხოლოდ სხეულის მცირე ნაწილი. მამაკაცის სამოსი გამოიყურებოდა დაახლოებით ისე
როგორც ქალის ქვედაბოლო, მათ წელზე, მუხლს ზემოთ
შემოკრული ჰქონდათ გრძელი ქსოვილი,
შოტლანდიური კილტის მსგავსად, და მას
ეწოდებოდა შინდიტი. ის ხან წინ იკვრებოდა, ხანაც გვერდზე. დროთა განმავლობაში შინდიტი
დაგრძელდა. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ეგვიპტეში მხოლოდ ნახევრადშემოსილ ფარაონებს
როდი ვხვდებით, მეტად მნიშვნელოვანია, რომ ძველი ეგვიპტის კედლის მხატვრობაში ღმერთს
გატოლეული ფარაონები წარმოჩენილნი არიან როგორც ნაწილობრივ შემოსილნი, აგრეთვე სრულიად
შიშვლებიც, დიდი სასქესო ორგანოებით, რაც მათი წარმოდგენით, ბოროტი თვალისაგან იცავდათ,
და გამოხატავდა მათ სიდიადეს, სიძლიერესა და ენერგიას.
imageimageანტიკური საბერძნეთის ლარნაკთა მოხატულობაში, ხშირად
ვხვდებით შიშველი, დაკუნთული, ჯანსაღი, სპორტსმენი მამაკაცების შიშველ გამოსახულებებს
, რომელიც საკმაოდ მრავლადაა შემორჩენილი.
ანტიკური საბერძნეთის კულტურაზე საუბრისას მეტად მნიშვნელოვანია საკითხის დაყენება,
თუ რას ნიშნავდა ბერძენი ხალხისთვის სიშიშვლე. როგორც ჩვენთვის ცნობილია, მათ ხელოვნებაში
მეტად იდეალიზებული იყო ადამიანი, უფრო კონკრეტულად კი, იდეალური ადამიანი, მათი ღმერთებიც
სწორედ ადამიანებივით გამოიყურებოდნენ, ადამიანური გრძნობები ეუფლებოდათ... ბერძნებს
უყვარდათ იდეალური სხეულის მქონე, ახალგაზრდა ყმაწვილი ადამიანები. მათი აზრით, ხომ „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სული მკვიდრობდა“
? ბერძნებისთვის იდეალური იყო სხეულისა და სულის ჰარმონიული ერთიანობა, რომელსაც ადამიანი
მხოლოდ ახალგაზრდობაში ფლობს და ასაკში შესულ ადამიანს ლამაზად ვერ აღიქვამდნენ.

imageimageანტიკური ავტორების გადმოცემის თანახმად, დიდმა მოქანდაკემ
- პრაქსიტელმა შიშველი აფროდიტეს ქანდაკება შექმნა, რაც საზოგადოებაში მკრეხელურ აქტად
მიიჩნიეს. დიდი მოქანდაკის შედევრმა ათენში
დიდი სკანდალი გამოიწვია, რომელშიც, რა საკვირველია ჩათრეულ იქნა მშვენიერი მოდელი
ქალი ფრინა, რომლის ნატურიდანაც შექმნა მოქანდაკემ ქალღმერთის სკულპტურა. (ერთი ვერსიით
ფრინა მოქანდაკის საყვარელი ქალიც გახლდათ). არსებობს ვარავუდი, რომ ფრინამ აფროდიტეს
სახე ელევსინის მისტერიის დროს განასახიერა, რა დროსაც სრულიად შიშველი წარსდგა ხალხის
წინაშე. ასე იყოთუ ისე, ფრინას წინააღმდეგ სხვა მრავალ ცნობილ ადამიანთან ერთად გაილაშქრა
ფრინასავე ერთერთმა თაყვანისმცემელმა მამაკაცმა, ცნობილმა ორატორმა ევთიასმა. ცნობილია,
რომ მის სიყვარულს ფრინამ გულგრილობით უპასუხა, რამაც ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარი
ყოფილი სატრფოს წინააღმდეგ აღანთო. სწორედ მან დასდო ქალს ბრალი მკრეხელობასა და უღმერთობაში.
ფრინას ადვოკატი გახლდათ დიდი ათენელი მჭევრმეტყველი და ორატორი - ჰიპერიდი. მას შემდგომ,
რაც ჰიპერიდის სიტყვამ ვერანაირი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა სასამართლო სხდომაზე, მან
ყველასათვის მოულოდნელად, თავის ულამაზეს „დაცვის ქვეშ მყოფს“ სამოსი შემოაცალა და
იგი პუბლიკის წინაშე დედიშობილა დატოვა. ფრინას სხეულის უზადო მშვენიერებამ იმდენად
დიდი გავლენა მოახდინა მოსამართლეებზე, რომ იგი უდანაშაულოდ სცნეს, რადგან მათი ვარავუდით,
ასეთი სრულყოფილი სხეული ვერაფრით შეძლებდა არასრულყოფილი სულის დაფარვას.imageრაც შეეხება რომს, აქ მეტად მნიშვნელოვანია პომპეის
და ჰერკულანიუმის მხატვრობა, რომელშიც არამხოლოდ სიშიშვლეს ვხვდებით, არამედ ეროტიზმსაც
დიდი რაოდენობით, და რაოდენ საოცარიც უნდა იყოს პორნოგრაფიასაც. ქრისტესშობიდან 79 წელს, ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის
შედეგად ეს ქალაქები მთლიანად განადგურდა, თუმცა მე-18 საუკუნეში, როდესაც არქეოლოგიური
გათხრების შედეგად აღმოჩენილ იქნა დაფერფლილი ქალაქები, არქეოლოგებმა მიაკვლიეს მრავლად
ეროტიკულ არტეფაქტებს და მათ შორის კედლის მხატვრობასაც, სადაც საკმაოდ მრავლადაა გამოსახული
შიშველი სხეულები, სექსუალური აქტები და ორგიებიც კი. მეტად საინტერესოა, კედლებზე გამოსახული მერკური/პრიაპოსი
(რომელიც, ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, სექსისა და ნახოფიერების მთავარი ღმერთი
გახლდათ), თავისი უზარმაზარი სასქესო ორგანოთი.
საინტერესოა, ასევე კედლებზე გამოსახული ორგიების და სხვადასხვა სექსუალური აქტების გამოსახულებებიც,
რომლებიც მიჩნეულია აფიშებად „ბორდელებისა“
, რომლებიც ამ ქალაქებში არსებობდა.
imageimageimageეს აფიშები წარმოადგენდა ე.წ. რეკლამას იმ მომსახურებებისა, რომლებსაც სთავაზობდნენ
მომხმარებლებს, ამ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალი. 1819 წელს, როდესაც მეფე ფრენსის
I ეწვია ნეაპოლის ეროვნულ არქეოლოგიურ მუზეუმს მეუღლესა და შვილთან ერთად, მეტად შერცხვა
ამ არტეფაქტების ხილვა. ალბათ, სწორედ არტეფაქტების
ზედმეტად ეროტიკულობამ განაპირობა გამოფენის მარადიული გახსნა-დახურვა, წლების განმავლობაში. საბოლოოდ კი მხოლოდ 2000იან
წლებში გახსნეს. სიშიშვლე უფრო მეტად სასირცხვილო
მაშინ ხდება, როდესაც მას რელიგიური წესები, დოგმები და კანონები ზღუდავს. ამ დროს
იწყება სიშიშვლის შემოსვა, იდეალური სხეულის ფენომენიდან ადამიანი სწრაფვას იწყებს
იდეალური სულისათვის, მისთვის უმნიშვნელო ხდება ხორციელი სიამეები და წმინდა სულიერ
საბურველში იწყებს გახვევას. სწორედ ასე ხდება ბიზანტიაშიც.

2
253
2-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
253
  
2017, 7 ივლისი, 9:57
ძალიან საინტერესოა გავყვები სხვებსაც :)
0 1 2