x
image
მადამ ფისუნია
რა არის მხატვრული პერსპექტივა?

imageრეალობა სამგანზომილებიანია! სიბრტყე კი, რომელზეც რეალობა უნდა გამოვსახოთ, ორგანზომილებიანი. როგორ უნდა გამოვსახოთ რეალური საგნები სიბრტყეზე ისე, როგორც სინამდვილეშია? ამისთვის იყენებენ მხატვრული პერსპექტივის კანონებს.
პერსპექტივა ლათინური წარმოშობის სიტყვაა და ნიშნავს "ნათლად ვხედავ".
პერსპექტივის რამდენიმე სახე არსებობს.
ხაზობრივი პერსპექტივა ზუსტი მეცნიერებაა, რომელიც გვასწავლის სიბრტყეზე საგნების გამოსახვას ისე, რომ სინამდვილის შთაბეჭდილება შეიქმნას.
დააკვირდით ზემოთ გამოსახულ სურათს, მასზე პარალელური ხაზები - ქუჩის ფილაქნის ხაზი, შენობების კედლები - თითქოს ძალიან შორს, ერთ წერტილში იყრის თავს. თუმცა ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს მხოლოდ ილუზიაა. რენესანსის ეპოქის მხატვრები ზუსტად გამოსახავდნენ თავიანთ სურათებში ამ ილუზიას. პერსპექტივის კანონების მეცნიერულ შესწავლაში უდიდესი წვლილი შეიტანეს იტალიელმა მხატვრებმა მაზაჩომ, პიერო დელა ფრანჩესკამ, ლეონარდო დავინჩიმ, ტინტორეტომ.
მრავალი მხატვარი გაბედულად არღვევდა პერსპექტივის კანონებს, არღვევდა საგნების ზომებს, ცხადია, სხვადასხვა მოსაზრებით. ასე მაგალითად, პოლ სეზანმა სურათში "წმინდა ვიქტორიას მთა" მთა გაზრდილ ზომებში გამოსახა.

imageამით მხატვარს მისი მნიშვნელობისთვის ხაზის გასმა სურდა. მთა მის ნამუშევრებში მხოლოდ საგანი კი არა, მხატვრული სახეა, თავისი განუმეორებელი მხატვრული ხასიათით.

გარდა ხაზობრივი პერსპექტივისა, მხატვრები იყენებენ ჰაეროვანი პერსპექტივის კანონებსაც: ჰაერის ფერის გამო, ახლოს და შორს მდებარე საგნები სხვადასხვაგვარად გამოიყურება.

ჰაეროვანი პერსპექტივის თვისებები, ცნობილი იყო ანტიკური ხანიდანვე, მაგრამ მეცნიერულ დონეზე დამუშავდა ლეონარდო და ვინჩის მიერ. მის ნამუშევრებში, "მადონა კლდეებში", "ჯოკონდა" და სხვ. უკანა პლანის ფერები ჰაეროვანი პერსპექტივის გათვალისწინებითაა გადაწყვეტილი, ატმოსფერო კი მსუბუქი ნისლითაა სავსე (ასეთ ნისლს სფუმატოს უწოდებენ).

0
2756
2-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
2756
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0