x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508600
ერიკსონიანული ჰიპნოზის ტექნიკა რეკლამაში

imageამ ტექნიკაში პირდაპირ ბრძანებებს არ იძლევიან, უბრალოდ რაღაცას უკეთებენ კომენტარს, რჩევას ეკითხებიან თანამოსაუბრეს და ა.შ. ამავდროულად ყველა ის მეტყველების სტრატეგია, რომელიც გამოიყენება, გვაძლევს საშუალებას მივიღოთ შედეგი (ბრძანება სრულდება) და ადამიანის ცნობიერებამ წინააღმდეგობა არ გაუწიოს ბრძანებას. ეს ტექნიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებთან, რომლებსაც არ სჩვევიათ პირდაპირი ბრძანებების ასრულება. თანაც, ბევრ ადამიანს, დროთა განმავლობაში
გამოუმუშავდება რეზისტენტობა სუგესტიური ზემოქმედებისადმი, ანუ პირდაპირ ბრძანებებს აღარ აღიქვამენ.

არსებობს შთაგონებისადმი წინააღმდეგობის გაწევის ნეიტრალიზების ტექნიკები:

- ტრუიზმი – (ინგლ. ტრუისმ – გაცვეთილი ჭეშმარიტება, ყველასათვის ცნობილი რამ) ტრუიზმები რეკლამაში ბრძანების შემცვლელია – “ყველას უყვარს ჩუპა-ჩუპსი!”, “კარგი დიასახლისები იყენებენ ლოსკს” და ა.შ.

- არჩევანის ილუზია – მომხმარებელს სთავაზობენ იყიდოს ის, რაც მწარმოებელს სურს რომ გაყიდოს, ან ის, რისი გაყიდვაც სურს მწარმოებელს! ანუ, არჩევანი მოჩვენებითია – სარეკლამო პლაკატზე ორი ერთი ფირმის სიგარეტის კოლოფია, ერთზე სახელწოდება წითლად წერია თეთრზე, მეორეზე კი თეთრით წითელზე და ქვეშ წარწერა: “ამოირჩიე” და ა.შ.

- დაშვებები, ვარაუდი (პრესუპოზიციები) – “სანამ პროდუქტს იყიდიდეთ, ყურადღება მიაქციეთ მის დაბალ ფასს!” “მას შემდეგ, რაც პროდუქტს შეიძენთ, გაახარეთ თქვენი ახლობლები!” და ა.შ.

- შეკითხვაში დაფარული ბრძანება – იმის ნაცვლად, რომ პირდაპირ ითხოვონ რაიმე, ამ ტექნიკის გამოყენებისას ადამიანს ეკითხებიან, შეუძლია მას, თუ არა, რომ შეასრულოს თხოვნა. მაგალითად: “შეიძლება გთხოვოთ, მიიღოთ ლატარეაში მონაწილეობა?”, “იცოდით, რომ მხოლოდ ჩვენ გაძლევთ 24 თვიან გარანტიას?”, “გახსოვთ რამე უფრო გემრიელი?”

- წინაღმდეგობების (ანტიპოდების) გამოყენება - ესაა წინადადება ფორმით “რაც უფრო…მით უფრო”, მაგალითად: “რაც უფრო დიდხანს კითხულობთ რეკლამას, მით უფრო გასაგებია თქვენთვის, რომ ეს პროდუქტი უნდა შეიძინოთ!” ამ ტექნიკაში ხდება კლიენტის შთაგონებისადმი წინააღმდეგობის უტილიზირება, კლიენტის
დაკვირვებად ქცევას კი (ამ შემთხვევაში რეკლამის კითხვა) ხელოვნურად ამაგრებენ ბრძანებას (პროდუქტი უნდა შეიძინოთ).

- სრული არჩევანი – თუკი არჩევანის ილუზიის დროს რეკლამის სპეციალისტი მომხმარებელს სთავაზობს არჩევანის შეზღუდულ
რაოდენობას, სრული არჩევანის დროს ხდება ყველა შესაძლო ქცევის განხილვა, ოღონდ იმ თავისებურებით, რომ რეკლამის დამკვეთისათვის (ანუ მისთვის, ვისაც პროდუქტის გაყიდვა სურს) არასასურველი არჩევანი მომხმარებლისათვისაც არასასურველ ქცევადაა გამოყვანილი. მაგალითად: “თქვენ სულ ადვილად შეიძლება უარი თქვათ ტკბილზე და ცომეულზე, ან განაგრძოთ ღორივით თქვლეფა” და ა.შ.

0
102
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთევან კორძახია
ქეთევან კორძახია
102
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0