x
მეტი
  • 21.11.2017
  • სტატია:71158
  • ვიდეო:324224
  • სურათი:426243
5 დაუჯერებელი გადარჩენა ადამიანებისა, რომლებსაც ზვიგენები დაესხნენ თავს!

ხშირად გვსმენია ზვიგენების თავდასხმის შესახებ ადამიანებზე. ხშირ შემთხვევაში ეს უბედური შემთხვევითაც დასრულებულა, თუმცა ყოფილა შემთხვევები, როდესაც ყველაფერს ბედნიერი დასასრული ჰქონია. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ 5 ადამიანის ისტორიას, რომლებიც ზვიგენების თავდასხამას გადაურჩნენ!


image





1. რუდნი ფოქსი - 1963 წელს რუდნი ფოქსი ავსტრალიაში ერთ-ერთ თევზაობის ტურნირში იღებდა მონაწილეობას. იგი იყო პროფესიონალი მყვინთავი. შეჯიბრის დროს, რუდნიმ უჟანგბადოდ ჩაყვინთა ზღვის სიღრმეში, სადაც მას თეთრი ზვიგენი დახვდა...


შეშინებული რუდნის გაქცევის მცდელობა ზღვის სიღრმეში კრახით დასრულდა. ზვიგენმა მას გულმკერდის არეში უკბინა და უფრო ღრმად ჩაითრია. დაუდობელი ორთაბრძოლიდა მყვინთავმა მაინც მოახერხა გაქცევა, მონაწილეები შოკში იყვნენ, როდესაც რუდნი ნახეს. ტურნირი ჩაიშალა. მყვინთავი რუდნი ფოქსი სასწრაფო
დახმარების ცენტრში გადაიყვანეს. ის გადარჩა, მაგრამ იმ მწარე დღეს საერთოდ არ იხსენებს....


image





2. რობ ჰაუსი - რობ ჰოუსმა თავის 15 წლის გოგონა და მისი ორი მეგობარი ზღვაზე წაიყვანა. ცურვისას მან შენიშნა დელფინები, რომლებიც მათ გარშემო ტრიალებდნენ. რობს სურდა დელფინების წრიდან გამოძრომა, მაგრამ დელფინები მას ამის საშუალებას არ აძლევდნენ...


დელფინების საქციელით გაკვირვებული ჰოუსი, მაშინ მიხვდა ყველაფერის, როდესაც დაინახა 3 მეტრის სიგრძის ზვიგენი. ჰოუსის თქმით, დელფინები ტერიტორიიდან ზვიგენის განდევნას ცდილობდნენ. ისინი ძალიან აგრესიულად გამოიყურებოდნენ და თანმიმდევრობით ზვიგენის მიმართ შეტევებს ანხორციელებდნენ. მოკლედ რომ ვთქვათ, რო ჰოუსი დელფინებმა გადაარჩინეს, ისინი 40 წუთის განმავლობაში მას წრეს ურტყავდნენ, რათა ზვიგენი შეეშინებინათ...


image





3. ბეთანი ჰამილტონი - ბეთანის სერფინგის სიყვარული იმდენად დიდი იყო, რომ მან 13 წლის ასაკში დაიწყო სერფი. ერთ დღესაც, როდესაც ბეთანი სერფინგის დაფაზე ირუჯებოდა, მოულოდნელად დარტყმა მიიღო. ის ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ეს ზვიგენი იქნებოდა...


მომენტალურად ბეთანიმ სიკვდილს თვალებში ჩახედა. ზვიგენმა მას მარცხენა მკლავი ძირიდან წაართვა. ბეთანიმ ცალი ხელით გამოცურა და პირდაპირ საავადმყოფოს მიაშურა. როდესაც ის სამედიცინო ცენტრში შევიდა, მას უკვე სისხლის 40 % ჰქონდა დაკარგული. ხანგრძლივი კომის და მკურნალობის შემდეგ, ბეთანი სიცოცხლეს დაუბრუნდა, მაგრამ ის არ ისვენებს, დღესდღეობით ბეთანის მსოფლიოს საუკეთესო 10 სერფერს შორის მოიხსენიებენ...


image





4. ტოდ ენდრისი - 2007 წელს ტოდ ენდრისს სერფინგის დროს, თავს დაესხა თეთრი ზვიგენი. ტოდს ძლიერი სისხლისდენა დაეწყო, ის სასწრაფოდ საავადმყოფოში უნდა წასულიყო.


ამ რთულ სიტუაციაში გაჩნდნენ დელფინები. დელფინებმა ტოდ ენდრისს წრე გაუკეთეს, ტოდმა მოახერხა სერფის დაფაზე აძრომა და დელფინების დახმარებით სანაპიროსკენ გაეშურა. სანაპიროს დაცვამ დასისხლიანებული ტოდი შენიშნა და უმალვე საავადმყოფოში გადაიყვანეს. დღეს ტოდი თავის სიცოცხლეს დელფინებს უმადლობლებს...


image





5. კრიშნა ტომსონი - კრიშნა ტომსონი და მისი მეღლე დასასვენებლად ერთ-ერთ კურორტზე ჩავიდნენ. ერთ ჩვეულებრივ დღეს, როდესაც მეუღლეს სანაპიროზე ჩაეძინა, კრიშნამ ცურვა გადაწყვიტა. 20 მეტრის გაცურვის შემდეგ, კრიშნამ შენიშნა ზვიგენი, რომელიც მისკენ მიცურავდა. კრიშნა მობრუნდა, სწრაფად დაიწყო ცურვა, მაგრამ ზვიგენს მაინც ვერ გაექცა...


ზვიგენმა თავდაპირველად კრიშნას მარცხენა ფეხზე უკბინა და შემდეგ დახრჩობის მიზნით, იგი წყლის სიღრმეში ჩაათრია. კრიშნას თქმით, ის ამ მომენტში მხოლოდ თავის მეუღლეზე ფიქრობდა და აქედან გამომდინარე ზვიგენთან ბრძოლა გადაწყვიტა. ბევრი წვალების შედეგად, თომსონმა მოახერხა სანაპიროზე გამოსვლა, თუმცა გვიან მიხვდა, რომ მისი მარცხენა ფეხი დაგლეჯილი იყო ზვიგენის მიერ. დღეს კრიშნა ტომსონი ცოცხალია და მას უკვე ფეხის პროტეზი აქვს. ის ჩვეულებრივად აგრძელებს ცხოვრებას, მაგრამ კურორტებზე აღარ დადის....


image




ნახეთ ვიდეო: - 5 დაუჯერებელი გადარჩენა ადამიანებისა, რომლებსაც ზვიგენები დაესხნენ თავს!







სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

{თქვენთვის საინტერესო}


1.საკვები პროდუქტები, რომელიც ივლისში უნდა მივირთვათ!

2.რას ნიშნავს სიზმარში ტირილი?

3.შენდება მსოფლიოს ყველაზე ნატურალური ქალაქი!

4.ფოტოებში დამალული 4 საშინელი დეტალი - ეს უნდა ნახოთ!

5.საკვები პროდუქტები, რომელიც ივნისში აუცილებლად უნდა მიირთვათ!!!

6.სირთულეები, რომლის გადალახვაც პაკისტანელ ბავშვებს უწევთ!

7.რა არის სიყვარული? - 16 ილუსტრაცია, რომელიც ნამდვილ სიყვარულს დაგანახებთ







0
770
8-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
770
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0