x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
ცეკვის გამო მოკლული 5 პაკისტანელი ქალი
image

მობილურით გადაღებულ კადრებში ჩანს იატაკზე მსხდომი 5 პაკისტანელი ქალი, რომლებიც მღერიან და ტაშს უკრავენ. ამ დროს კადრში ორი მამაკაცი შემოიჭრება, რომლებიც ცეკვას დაიწყებს. სწორედ ეს გახდა მიზეზი ამ 5 პაკისტანელი ქალის სასტიკად დასჯისა.


პაკისტანის ჩრდილოეთით მდებარე სოფელ კოჰისტანის ტომის საბჭომ, რომელსაც ადგილობრივები ჯირგას სახელით იცნობენ, ქალებს ბრალი მრუშობასა და ოჯახების შერცხვენაში დასდეს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.


ქალები ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, ცხედრები კი სოფელთან ახლოს დაკრძალეს. სოფლის საბჭოს აზრით, მათ დაარღვიეს ადგილობრივი წესი, რომელიც მამაკაცთან ცეკვას კრძალავს. ხოლო ის ორი მამაკაცი, რომელთაც მანდილოსნებთან ცეკვა გაბედეს, უბრალოდ დააპატიმრეს.

საინტერესოა რომ, განსხვავებულ ვერსიას ავრცელებს ოფიციალური ხელისუფლება. ისინი გადაჭრით უარყოფენ ინფორმაციას ქალების დახოცვის შესახებ და აცხადებენ, რომ ისინი ცოცხლები არიან. თუმცა, დამამტკიცებელი საბუთი ჯერჯერობით არ ჩანს და სავარაუდოდ არც გამოჩნდება. პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ ქალების გადაცემა მოითხოვა, მაგრამ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მგზავრობისთვის ცუდი ამინდი მოიმიზეზა და დროებით ამით უშველეს თავს.



ერთ-ერთი ბრალდებულის ძმა ჟურნალისტებთან საუბარში ამტკიცებს, რომ ყველანი დახოცილები არიან. "ხუთივე გოგონა - ბაზგარი, ამნა, შაჰინი, ბეგუმი და კიდევ ერთი, საბჭოს ბრძანების საფუძველზე 30 მაისს დაუნდობლად დახვრიტეს", - განაცხადა მან.

პაკისტანის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის მონაცემებით, მარტო შარშან 943-მდე ქალი მოკლეს მსგავსი ბრალდებით. პაკისტანში ქალებს ისე ეპყრობიან, როგორც ანტიკურ საზოგადოებაში მეპატრონე ეპყრობოდა მონას
.

0
225
1-ს მოსწონს
ავტორი:იაგო181
იაგო181
225
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0