x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
სტენფორდის უნივერსიტეტის დაარსების საოცარი ისტორია

ძალიან მოკრძალებულად ჩაცმოლი ცოლ-ქმარი მატარებლიდან ბოსტონის სადგურზე ჩამოვიდა და ჰარვარდის უნივერსიტეტი პრეზიდენტის ოფისისკენ გაემართა.


image


მათ შეხვედრა დანიშნული არ ჰქონდათ. ამასთან, მდივანმა ერთი შეხედვით განსაზღვრა, რომ ასეთ პროვინციალებს ჰარვარდში არაფერი ესაქმებოდათ.
— ჩვენ უნივერსიტეტის პრეზიდენტთან გვსურს შეხვედრა, — თქვა მამაკაცმა დაბალი ხმით.

— ის მთელი დღე დაკავებული იქნება, — მშრალად უპასუხა მდივანმა.
— ჩვენ დავიცდით, — ჩაილაპარაკა ქალმა.
რამდენიმე საათი, მდივანი მათ იგნორირებას ახდენდა, იმ იმედით, რომ რაღაც მომენტში იმედი გაუცრუვდებოდათ და წავიდოდნენ. თუმცა, როდესაც დარწმუნდა, რომ სტუმრები წასვლას არ აპირებდნენ, პრეზიდენტის შეწუხება გადაწყვიტა და მის კაბინეტში შევიდა. სიტუაციის გაცნობის შემდეგ, მდივანმა მას უთხრა:
— იქნებ, 1 წუთი მაინც მიიღოთ და წავიდნენ?
პრეზიდენტმა უკმაყოფილოდ ამოიოხრა და დაუპატიჟებელ ვიზიტორებთან შეხვედრაზე დასთანხმდ. ისეთ მნიშვნელოვან ადამიანს, როგორიც ის იყო, ნამდვილად არ ჰქონდა, ასე უბრალოდ ჩაცმულ ადამიანებთან საუბარზე, დასაკარგი დრო.
როდესაც სტუმრები მასთან შევიდნენ, პრეზიდენტმა წყვილი მკაცრი მზერით შეათვალიერა. მასთან საუბარი ქალმა წამოიწყო.
— ჩვენ ვაჟიშვილი გვყავდა, რომელიც 1 წლის მანძილზე თქვენს უნივერსიტეტში სწავლობდა. მას ძალიან უყვარდა ეს ადგილი და აქ თავს ბედნიერად გრძნობდა. მაგრამ, სამწუხაროდ, ერთი წლის წინ გარდაიცვალა. ჩვენ მისი მშობლები ვართ და ძალიან გვინდა, მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე რაღაც გავაკეთოთ.
პრეზიდენტი ამის მოსმენამ არ გაახარა, უდრო მეტიც – გაღიზიანდა.
— ქალბატონო! — მოურიდებლად უპასუცა მან, — ჩვენ არ შეგვიძლია, ყველას ვისაც ჰარვარდში უსწავლია და გარდაიცვალა, ძეგლი დავუდგათ. ეს რომ გავაკეთოთ, აქავრობა სასაფლაოს დაემსგავსება.
— არა, — სასწრაფოდ შეეწინააღმდეგა ქალი, — ჩვენ ქანდაკების დადგმა არ გვინდა, ჩვენ ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის, ჩვენი შვილის სახელზე, ახალი შენობის აშენების სურვილი გვაქვს.
პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ შეხედა ქალის გამოხუნებულ კუბოკრულ კაბას და მისი მეუღლის დაბალხარისხიან პიჯაკს და წამოიძახა: — შენობა! წარმოდგენა თუ გაქვთ, რა ჯდება შენობის აშენება? ჰარვარდის თითოეული შენობა, დაახლოებით, 7 მლნ. დოლარი ღირს!
ქალი ერთი წუთით ჩაფიქრდა. პრეზიდენტმა ბოროტად გაიღიმა და იფიქრა, როგორც იქნა თავიდან მოვიშორებო!
ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ, ქალი ქმარს მიუბრუნდა და ჩუმად უთხრა:
— ასე ცოტა ღირს ახალი უნივერსიტეტის აშენება? მაშინ ჩვენ შეგვიძლია საკუთარი უნივერსიტეტი ავაშენოთ. მამაკაცმა თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა. ხოლო, ჰარვარდის პრაზიდენტმა ფერი დაკარგა და ცოლ-ქმარს დაბნეული უყურებდა.
მისტერ და მისის სტენფორდები ადგნენ, პრეზიდენტს დაემშვიდობნენ და კაბინეტიდან გავიდნენ და კალიფორნიაში, პალო-ალტოში, მათ ლელანდ სტენფორდ უმცროსის სახელობის უნივერსიტეტი (Leland Stanford Junior University) – იგივე, სტენფორდის უნივერსიტეტი (Stanford University) დაარსეს.imageimage

imageთავად სტენფორდი რკინიგზის მაგნატი, აშშ-ს სენატორი და კალიფორნიის შტატის ყოფილი გუბერნატორი იყო. უნივერსიტეტის გახსნის დღეს, მას მეუღლემ, ჯეინმა შემდეგი სიტყვებით მიმართა: «დღეის ამას იქით, კალიფორნიის შვილები ჩვენი შვილიები იქნებიანო».

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageოქსფორდი
ელფების სკოლა და მოკლე სასწავლო კურსი ტურისტებისთვის
მსოფლიოს უცნაური სკოლები, რომელთა არსებობა ძნელი დასაჯერებელია

0
109
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
109
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0