x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
როგორ ვასწავლოთ პატარას უცხო ენა, მისი გონების გადატვირთვის გარეშე (კვირაში 2–3 გაკვეთილს აზრი არა აქვს და სახიფათოა)

აუცილებელია, თუ არა, უცხო ენის შესწავლა ადრეული ბავშვობიდან, თუ ნორმალური განვითარებისთვის, უბრალოდ, ნორმალური ბავშვობაა საჭირო. ეს საკითხი ძალიან აქტუალურია თანამედროვე მშობლებისთვის. ზოგი, შვილის, მშვიდ განვითარებას ანიჭებს უპირატესობას, სხვებს კი, – ყველაფერი და ერთბაშად უნდა...


image


თუმცა, პატარების ინტელექტუალურმა დატვირთვამ, ადრეულ ასაკში, შეიძლება, ბავშვს სერიოზული ზიანი მიაყენოს. მაგ., არ შეიძლება ბავშვისთვის უცხო ენის სწავლება, თუ ის, ნორმალურად, მშობლიურ ენაზეც ვერ ლაპარაკობს. რატომ? ამისთვის მნიშვნელოვანი მიზეზები არსებობს.


ბილინგვური ბავშვი — მშობლების ოცნება


მშობლების ერთი ნაწილი ცდილობს, რომ ბავშვს, მაგ., ინგლისური ენა, პატარაობიდანვე ასწავლოს და რომ ის, ბილინგვი გაზარდოს (ადამიანი, რომელიც თავისუფლად საუბრობს 2 ან მეტ ენაზე). ამიტომ, მშობლები ფიქრობენ, რაც უფრო ადრე დაიწყებს ბავშვი უცხო ენის შესწავლას, უფრო დიდია შანსი, რომ ეს ენა, მისთვის მშობლიური გახდება. შედეგად, ბავშვისთვის უცხო ენის სწავლებისთვის, მშობლები სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ. ზოგიერთი, ჯერ კიდევ, 6 თვის ბავშვისთვის, რეპეტიტორს ქირაობს. ზოგს ბავშვი სპეციალურ, ბილინგვურ ბაგა–ბაღში დაჰყავს... ანუ, პატარის გონებაში, რომელსაც მშობლიურ ენაზე საუბარიც კი არ შეუძლია, უცხო ცოდნის «ჩატვირთვას» ცდილობენ. როგორც გამოცდილი რეპეტიტორები ამბობენ, მსგავსი სწავლების მეთოდები, საშიშია ბავშვის გონებრივი განვითარებისთვის.

საქმე იმაშია, რომ განვითარების ყველა ეტაპზე, ტვინს გარკვეული «სიმძლავრე» გააჩნია... და თუ რესურსი, მაგ., ინგლისურის ათვისებაზე დაიხარჯება, სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციებისთვის, აღარაფერი დარჩება. ბავშვის ტვინი არ არის გათვლილი ხანგრძლივი გონებრივი დატვირთვისთვის.


ბავშვებისთვის ინგლისური ენის სწორად სწავლება


უცხო ენის მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ბილინგვის გაზრდა, კვირაში 2–3 მეცადინეობით — უსარგებლო და სახიფათოა. ბავშვთან საუბარი, მართლაც მშობლიური უნდა იყოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სახლში, სადაც ბავშვი ცხოვრობს, მაგ., ინგლისურ ენაზე უნდა საუბრობდნენ, რადგან ბილინგვურ გარემოში, ბავშვის ტვინი არ იტვირთება, რადგან მას ბავშვი ბუნებრივად იღებს. ამიტომ, ყველაზე ხშირად, ორენოვანი ბავშვები შერეულ ოჯახებში იზრდებიან. მაგ., როდესაც მშობლებიდან ერთი ქართულად საუბრობს, ხოლო მეორე — ინგლისურად. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ მშობლებიდან რომელიმე, უცხო ენაზე არ საუბრობს, მხოლოდ ერთი ვარიანტი რჩება — უნდა დაიქირაონ ძიძა–რეპეტიტორი, რომელიც ბავშვს სრულყოფილ ენობრივ გარემოს შეუქმნის, ამორჩეულ ენაზე მუდმივი კომუნიკაციით. ამის წყალობით, ბავშვი სტრესისა და განვითარების დაზიანების გარეშე, ნამდვილი ბილინგვი გაიზრდება.


image

არხის სხვა სიახლეები:


* როგორ შეიცვალა მზის სისტემა, უკანასკნელი 20 წლის მანძილზე და რა შუაშია პლანეტა ნიბირუ?

* 5 რამ, რასაც პირველი შეხვედრის დროს აქცევენ ყურადღებას

* ვამსხვრევთ მითს ქამელეონის ფერის შესახებ


0
104
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0