x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ძველი მედიცინა: ჩვენი წინაპრების მკურნალობის სახიფათო მეთოდები

სამედიცინო მანიპულაციები, რომლებიც ადრე მისაღები იყო, დღეს წარმოუდგენელი და შოკისმომგვრელი არის. ძველად, მკურნალობის მეტად უცნაურ და საშიშ მეთოდებს იყენებდა, რომლებიც ავადმყოფებს არა თუ კურნავდა, არამედ გამოუსწორებელ ზიანს აყენებდა მას:


image



თამბაქო – ყველა დაავადების უებარი წამალი


100 წლის წინ, ინდიელებს შორის, ჯერ კიდევ გავრცელებული იყო თამბაქოთი მკურნალობის მეთოდი. სამკურნალო მიზნებისთვის თამბაქოს სხვადასხვა სახით მოიხმარდნენ: ეწეოდნენ, კანში იზელდნენ და საჭმელშიც კი ამატებდნენ – თამბაქოთი მკურნალობის ვარიანტი ბევრი იყო. ხოლო მცენარის მოქმედების «გამაჯანსაღებელი» ეფექტი, ძალიან ფართო: უბრალო ჭრილობით დაწყებული –თიაქრით და მუცლის შებერილობით დამთავრებული. არაფრით განსხვავდებოდა ამერიკის აბორიგენებისგან ცივილიზებული ქვეყნების მოსახლეობა: გასული საუკუნის 20-იანი წლების II ნახევარში, ხალხს სჯეროდა, რომ სიგარეტის კვამლს სამკურნალო თვისებები ჰქონდა.



პათოლოგიური პროცესების მკურნალობა ცხოველების ექსკრემენტებით და ჩრჩილის მატლებით


ორგანიზმში პათოლოგიური პროცესების (ბერძ. Pathos ტანჯვა, ავადმყოფობა) აღმოჩენის შემთხვევაში, ძველი ეგვიპტელი ექიმები პაციენტებს ნაკელის ჭამის რეკომენდაციას აძლევდნენ, რომელიც თითქოს სენს კურნავდა. კანის დაავადების შემთხვევაში კი, იგივე «წამალი» მალამოს და გელის სახით გამოიყენებოდა. ასეთი «მკურნალობის» შედეგად, კანის ქსოვილებს დაჩირქებას, ექიმები დადებით ეფექტად თვლიდნენ.


ძველად, ავსტრალიელი ექიმები კანის ანთების სამკურნალოდ ჩრჩილის მატლებს იყენებდნენ, რომლებსაც დაზიანებული კანის ქსოვილებს აზელდნენ. ეგვიპტურ მეთოდებთან შედარებით, ასეთი მკურნალობა მისაღებიც კი არის.



ვის უშლიდა ენა და რატომ უნდა მოეჭრათ ის?


XVIII - XIX საუკუნეებში, ევროპელი ექიმები, ადამიანების ენაბლუობისგან განსაკურნად, ენის ½ -ის რეზექციას ახდენდნენ. ასეთი ოპერაციის შემდეგ, სისხლდენის გამო, ხშირი იყო პაციენტის გარდაცვალების შემთხვევები.



კბილის პასტა მკვდარი თაგვებისგან


სტომატოლოგები ძველ ეგვიპტეში, კბილის ტკივილის შესაჩერებლად, პაციენტებს სპეციალური კბილის პასტის გამოყენებას ურჩევდნენ, რომელიც მხოლოდ ერთ ინგრედიენტით – მკვდარი თაგვით მზადდებოდა. პაციენტის სეფსის და სიკვდილის შემთხვევებს, რომელიც ასეთი პასტის მოხმარების შედეგი იყო, ექიმები დაგვიანებული მკურნალობით ხსნიდნენ.



ახალშობილებისთვის ღრძილების გაჭრა


ფრანგი ექიმები, XVI საუკუნეში, ხშირად უჭრიდნენ ახალშობილებს ღრძილის ქსოვილებს, რომ პატარებისთვის კბილის ამოსვლის პროცესი შეემსუბუქებინათ და დაეჩქარებინათ. მალე ეს მეთოდი მთელს ევროპაში გავრცელდა, ხოლო მოგვიანებით – ამერიკაშიც. ახალშობილის სეფსისით სიკვდილი, იმ დროს, ჩვეულებრივი მოვლენა იყო.

imageimageimage
imageimageimageimage




0
200
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
200
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0