x
image
გემი დალანდი
5 წლის გოგონა სიმსივნით გარდაიცვალა, მშობლები კი დღემდე პოულობენ მის ჩანაწერებს
“ის ბოლო წუთამდე ჩვენზე და თავის პატარა დაიკოზე ფიქრობდა"

image

როდესაც პატარა ელენამ თავისი დიაგნოზი გაიგო, მშობლებისა და დისთვის ჩანაწერების გაკეთება დაიწყო.


“დედა, მამა, გრეის-მიყვარხართ!"


image

5 წლის ასაკში ელენას მოულოდნელად მეტყველების პრობლემები განუვითარდა.შეშფოთებულმა მშობლებმა გოგონა ექიმთან წაიყვანეს.

“ექიმი ჩვენთან დერეფანში თვალცრემლიანი გამოვიდა და გვითხრა, რომ ელენას მოგრძო ტვინის დიფუზური გლიომა ჰქონდა, იშვიათი სიმსივნე, რომელიც არ იკურნება"

imageონკოლოგებმა მშობლებს უთხრეს, რომ გოგონა დაახლოებით 135 დღეს იცოცხლებდა, თანდათან დაკარგავდა ლაპარაკის, მოძრაობის უნარს და ერთ დღესაც უბრალოდ სუნთქვას შეწყვეტდა. მის მშობლებს კი ამ ყველაფრის მხოლოდ ყურება შეეძლოთ.

image


პატარა ელენამ სიკვდილი ორჯერ მოატყუა, მან ორჯერ მეტი, 255 დღე იცოცხლა და მთელ სახლში, წიგნებში, ტანსაცმელში, ავეჯში, ჩანაწერებიანი ფურცლები დატოვა, სადაც მშობლებს და პატარა დას წერდა თუ როგორ უყვარდა ისინი.image“ელენას გარდაცვალებიდან ორი წელი, თითქმის ყოველდღე ვპოულობდით მის ჩანაწერებს და ყოველ ჯერზე ვტიროდით. მას ძალიან ვუყვარდით და სურდა, რომ კარგად ვყოფილიყავით"

image


ელენას გარდაცვალებამდე, მთელი 255 დღე, მისი მშობლები დღიურს აწარმოებდნენ, რომელიც შემდეგ წიგნად გამოიცა და საქველმოქმედო აუქციონზე გაიყიდა.

imageელენას მშობლებმა ფონდი დააარსეს, რომელიც სიმსივნის მძიმე ფორმებით დაავადებულ ბავშვებს ეხმარება.

“დაავადება, რომელიც ჩვენს პატარას აღმოუჩინეს, ისეთი იშვიათია, რომ მის კვლევებზე თანხის გამოყოფა არაპრაქტიკულად მიაჩნიათ. ჩვენ იმედი გვაქვს და ექსპერტებიც გვეთანხმებიან, რომ იშვიათი ფორმების კვლევით, ყველაზე გავრცელებულ ფორმებსაც დავამარცხებთ. თუ ერთი ბავშვის დახმარებას მაინც შევძლებთ, ადრე თუ გვიან ყველას დავეხმარებით."

image


0
246
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
246
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0