x
მეტი
  • 23.06.2017
  • სტატია:67120
  • ვიდეო:319865
  • სურათი:419029
ოხ, ეს გენეტიკა! ვის ემსგავსება ბავშვი გონებით და რატომ არ იბადებიან გენიოსი ქალები

მაშ ასე, რა არის გენებიკა?

გენეტიკა (ბერძ. genesis — წარმოქმნა) არის მეცნიერება, რომელიც მემკვიდრეობითობის კანონზომიერებებს და ორგანიზმის ცვლილებებს (მუტაციებს) შეისწავლის.


image
რაც შეეხება ინტელექტის ანუ გონების მემკვიდრეობითობას, აღნიშნული მეცნიერების კვლევის შედეგები ასეთია:

1. ინტელექტი არ გადაეცემა მამიდან ვაჟს. ანუ თუ მამა გენიოსია, მისი ვაჟი არ იქნება მამის ინტელექტის 100%-ის მემკვიდრე.

2. არც იდიოტიზმი გადადის მამიდან ვაჟზე.

3. ინტელექტი მამისგან მხოლოდ ქალიშვილს შეიძლება გადაეცეს და ისიც, სანახევროდ - ანუ ქალიშვილს ინტელექტი დედისგან და მამისგან ერთნაირად გადაეცემა (50/50).

4. კაცმა ინტელექტი მხოლოდ დედისგან შეიძლება მიიღოს, რომელიც დედამ, თავის მხრივ, მამისგან მიიღო.

5. გენიოსის ქალიშვილი აუცილებლად იქნება ჭკვიანი, ანუ ის ჭკვიანი იქნება და არა გენიოსი. მაგრამ, თუ მას მომავალში, ვაჟი შეეძინება, ის აუცილებლად გენიოსი იქნება – ბიჭს თუ პაპა, დედის მხრიდან, გენიოსი ჰყავს, ის გენიოსი იქნება.

6. სწორედ გენეტიკა არის იმის მიზეზი, რომ გენიოსი ქალები თითქმის არ არსებობენ, ისევე როგორც არ არსებობენ 100% ქალი-იდიოტიბი. სამაგიეროდ, ძალიან ბევრია კაცი-გენიოსი და კაცი-იდიოტი.

დასკვნა მამაკაცებისთვის:

1. საკუთარი ვაჟის გონებრივი შესაძლებლობები თუ გინდათ რომ განსაზღვროთ, სიმამრის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს გაეცანით (თუ ის აკადემიკოსია, ძალიან ჭკვიანი ვაჟი გეყოლებათ).

2. თქვენი ქალიშვილი თქვენი ჭკვის ნახევარს მიიღებს. რომელსაც მომავალში თავის ვაჟს გადასცემს. თუ გენიოსი ბრძანდებით და ჭკვიან მემკვიდრე გინდათ, — ქალიშვილზე იოცნებეთ.

3. თქვენ გონებრივი შესაძლებლობები დედისგან, უფრო ზუსტად კი, მისი მამისგან მიიღეთ.

დასკვნა ქალებისთვის:

1. თქვენი ვაჟი გონებით მამათქვენის ასლი იქნება და თუ ჭკვით დიდად არ გამოირჩევა, ნუ წამოაძახებთ, რომ — ის, ისეთივე უტვინოა, როგორც მამამისი.

2. თქვენი ქალიშვილი სანახევროდ თქვენ დაგემსგავსებათ, ხოლო მისი ვაჟის გონება, თქვენი ქმრის გონების ასლი იქნება.



0
385
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
385
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0