x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
პარაზიტების წინააღმდეგ მებრძოლი პროდუქტები (+ რეცეპტები და მოხმარების წესები)

image


ზიანის მომტანი ორგანიზმების მსხვერპლი ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება გახდეს. მათ ხომ სხვის ხარჯზე ცხოვრების დიდი სურვილი აქვთ და პარალელურად, ადამიანის ორგანიზმს წამლავენ კიდეც. ამიტომ, პარაზიტებისგან თავის დასაცავად, დრო და დრო, პროფილაქტიკის ჩატარება აუცილებელია. ორგაინზმში ვერანაირი პარაზიტი ვერ შეძლებს დასახლებას, თუ კვების რაციონში, ხალხური მედიცინის მიერ რეკომენდირებული, ქვემოთ მოცემული სურნელოვან მცენარეები იქნება ჩართული.

image

მხოხავი ბეგქონდარა


ეს ხალხურ მედიცინაში კარგად ცნობილი სურნელოვანი მცენერეა, რომელსაც ხველების და უძილობის შემთხვევაში, წამლად იყენებენ. მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ, მისი ეთერზეთი ნაწლავებში არსებულ პარაზიტებს ებრძვის და არ აძლევს გამრავლების საშუალებას.

ნაყენის მოსამზადებლად: აიღეთ 2 ჩ. კ. (მშრალი) ან 4 ჩ. კ. ნედლი მცენარე და მოათავსეთ ჭიქაში > დაასხით 250 მლ. მდუღარე წყალი > დააყენეთ 10-15 წუთი (თავზე დაახურეთ).

მიიღეთ დღეში 3-ჯერ. სურვილის შემთხვევაში, დაამატეთ თაფლი, უშუალოდ ნაყენის მიღების წინ.

მკურნალობის ხანგრძლივობა 21 დღე.

ნაყენის მიღება არ არის რეკომენდირებული: ფეხმძიმე ქალებისთვის, ბავშვებისთვის 3 წლამდე, ფარისებრი ჯირკვლის, ღვიძლის და თირკმელების დაავადების და კუჭის წყლულის არსებობის შემთხვევაში.

მიხაკი


მიხაკს, როგორც სუნელს, მარინადებში, ხორციან და ბოსტნეულის კერძებს ამატებენ. მაგრამ, მას ამავდროულად, საუკეთესო ანტიმიკრობული და ანტივირუსული თვისებებიც გააჩნია. როგორც ექიმები ამბობენ, მის ეთერზეთს ნებისმიერი სახის პარაზიტის კვერცხის განადგურება შეუძლია.

ნაყენის მოსამზადებლად: აიღეთ თავსახურიანი მინის ქილა ან ემალირებული ქვაბი, რომელიც ჰერმეტულად იხურება და ჩაყარეთ 1, 5 გ. დაფქული მიხაკი > დაასხით მდუთარე წყალი და მაშინვე დაახურეთ სახურავი > 1 საათის შემდეგ გაფილტრეთ სტერილური ბინტით > გაყავით 3 ნაწილად.

მიიღეთ საჭმლის მიღებამდე, 20 წუთით ადრე.

მკურნალობის ხანგრძლივობა 7 დღე არის. შემდეგ, 1 კვირა უნდა დაისვენოთ და ისევ გაიმეოროთ მკურნალობის კურსი.

image

შენიშვმა: 1 ჩ. კ. დაფქული მიხაკი, დაახლოებით 6–7 გრ-ია. თუ ნაყენს დაუფქვავი მიხაკით მოამზადებთ, მაშინ 300 მლ. წყალზე 6 კოკორი იქნება საჭირო. მაგრამ, ასეთი ნაყენი, სამკურნალო არ არის. მას უფრო პროფილაქტიკური დანიშნულება აქვს.

image

ავშანი (აბზინდა)


ამ მცენარის ნაყენი გამოიყენება კუჭის დაავადებების სამკურნალოდ და მას პარალელურად ჭიებიც გამოჰყავს ნაწლავებიდან. აბზინდა – ძალიან ძლიერი საშუალებაა, ამიტომ მისი მოხმარება რეკომენდირებული არ არის ფეხმძიმე და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალებისთვის და პატარა ბავშვებისთვის.

პარაზიტების მოსაშორებლად, 100 გრ. მშრალი აბზინდას ფხვნილი არის საჭირო. პირველი 3 დღის მანძილზე, 2-2, 5 საათში ერთხელ, მიიღეთ 1 არასრული ჩაის კოვზი ფხვნილი ანუ დღეში 5-6-ჯერ. შემდეგი 4 დღის მანძილზე, იგივე რაოდენობით, დღეში 3-4-ჯერ! საერთო კურსი – 1 კვირა.

მიღების წესი კი ასეთია: ენაზე დაიყარეთ ფხვნილი და წუალი მიაყოლეთ.
ორგანიზმის გაწმენდა რეკომენდირებულია წელიწადში ორჯერ – გაზაფხულზე და შემოდგომაზე. მკურნალობის დროს, საჭიროა ვეგეტარიანული დიეტის დაცვა.

ნიორი


ჩვენი სამზარეულოსთვის ეს ჩვეულებრივი პროდუქტი, პარაზიტების წინააღმდეგ, «უნივერსალურ მებრძოლად» ითვლება. ის ერთნაირი წარმატებით ანადგურებს როგორც ბაქტერიებს, სოკოს და ვირუსებს, ისე ნებისმიერი სახეობის პარაზიტებს. გარდა ამისა, ნიორს ადამიანისგან სისხლისმწოველი მწერების დაფრთხობაც შეუძლია.

პროფილაქტიკისთვის, დღეში 1 კბილი ნივრის მიღება საკმარისი იქნება.

image

ჯანჯაფილი

imageჯანჯაფილი ამაღლებს ტონუსს, აძლიერებს იმუნიტეტს, ასევე გამოირჩევა შესანიშნავი ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით. მას ასევე შეუძლია პარაზიტების კვერცხის და ჭუპრის განადგურება, მაგრამ ვერ ერევა უკვე ზრდასრულ პარაზიტებს. ამიტომ, მისი მიღება რეკომენდირებულია მხოლოდ პროფილაქტიკის მიზნით.

არომატული და გემრიელი ჩაის მოსამზადებლად: 1 ს. კ. მწვანე ჩაით ან პიტნის მომზადებულ ჩაის დაამატეთ 0, 5 ჩ. კ. გახეხილი ჯანჯაფილის ფესვი > დაახურეთ თავზე და დააყენეთ 10-15 წთ. > დაამატეთ 1 ჩ. კ. ნატურალური თაფლი და 1 ნაჭერი ლიმონი.

რეკომენდირებული დოზა პროფილაქტიკისთვის — 0, 5 ჩ. კ. დღეში.

P. S. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზმი პარაზიტები უკვე დაავადებულია, ჯანჯაფილის მიღება არ შეიძლება, რადგან ნაწლავებში მათთვის არასასურველი გარემოს შექმნის დროს, იქიდან გარბიან და მთელს ორგანიზმს ედებიან.

imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

imageეს ნამდვილი ბომბი არის! (ჯანმრთელობოს ელექსირი)

საოცარი სასმელი, 3–1-ში: მკურნალობა, ჯანმრთელობის აღდგენა და ჭარბი წონის მოცილება

რატომ რ შეიძლება მეცადინეობა 21 სთ-დან – 23 სთ-მდე და ვარჯიში 23 სთ-დან – 01 სთ-მდე

0
491
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
491
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0