x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ნეკა თითის საიდუმლო ძალა – გახდომა დიეტის და ვარჯიშის გარეშე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება

მარცხენა ხელის ნეკა თითზე ზემოქმედებით მნიშვნელოვნად შეიძლება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორება. და ამ განცხადებას რეალური საფუძველი აქვს, რომლის შესახებ, ჯერ კიდევ მკურნალებმა იცოდნენ ძველ მსოფლიოში! მათი პრაქტიკა ხშირად ხვდებოდა კრიტიკის ობიექტი და ნაწილობრივ დავიწყებასაც მიეცა. სამწუხაროდ! რეალურად კი, მათი მკურნალობის მეთოდები ძალიან საინტერესოა და რაც მთავარია, ბევრ შემთხვევაში, ამართლებს კიდეც.


image


მკურნალები ძველად, სხეულის მასაჟის სხვადასხვა ტექნიკას იყენებდნენ და პრაქტიკულად ყველა სახის დაავადებას: ვირუსული ინფექციებიდან დაწყებული – შინაგანი ორგანოებით დასრულებული, მასაჟით კურნავდნენ.

რაც შეეხება ნეკა თითს, მისი მასაჟირებით შესაძლებელია იმუნური სისტემის ამაღლება, ყველა ორგანოს და სისტემის მუშაობის ჰარმონიაში მოყვანა და ტონუსის ამაღლება. ამისთვის კი საჭიროა:
ნეკა თითის ბალიშის ზედა ნაწილზე წიწიბურის მარცვლის ან მარცვლის ზომა მძივის დამაგრება (მაგ., პლასტირით). ხოლო, მიმაგრების კონკრეტული ადგილის განსაზღვრა რთული არ არის: ამისთვის, მარცხენა ნეკა თითის ფრჩხილი, აზრობრივად, სიგრძე სიგანეზე ხაზების გატარებით, ოთხ ნაწილად უნდა გაყოთ და ხაზების გადაკვეთის წერტილის პარალელურად, თითის შიგნითა მხარეს, თითის ბალიშზე მდებარ წერტილი იქნება მიმაგრების ადგილი. მარცვალი თითზე რამდენიმე საათი ან 1 დღე-ღამის მანძილზე უნდა გაიჩეროთ და პერიოდულად მოახდინოთ ზეწოლა მასზე. ფლეგმატურმა და აპათიურმა ადამიანებმა, წიწიბურის მარცვლის ზომაზე ცოტა დიდი მძივი უნდა მიიმაგრონ.
მითითებული წერტილის ჩვეულებრივი მასაჟი აუმჯობესებს ძილს, ეხმარება ადამიანს სტრესის გადატანაში და მის შემდგომ, მდგომარეობიდან გამოსვლაში, არეგულირებს გულისცემას, ამაღლებს და ამაგრებს ფსიქო–ემოციურ მდგომარეობას. ამ წერტილზე, პერიოდული, თანმიმდევრობითი, პულსირებული დაჭერით, შესაძლებელია გონების დაკარგვის წინა მდგომარეობის გადალახვა.

გარდა ამისა, ნეკა თითის მასაჟით, გონებრივი დატვირთვის შედეგად, ორგანიზმის გადაღლილობის, დაძაბულობის, სტრესის და ზოგადად დაღლილობის მოხსნა შეიძლება:
მსგავს სიტუაციაში, მარცხენა ხელის ნეკა თითის მასაჟი, მარჯვენა ხელის საჩვენებელი და ცერა თითებით უნდა გაიკეთოთ. მასაჟი დაიწყეთ თითის წვერის ფალანგიდან. ძვალზე ფრჩხილის და მისი საპირისპირო მხრიდან ერთდროულად დაჭერით და ასე ნელ-ნელა, ყოველ მილიმეტრზე ზეწოლით, უნდა ჩახვიდეთ თითის ბოლომდე.

ყოველივე ამასთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ნეკა თითზე მდებარე წერტილის ირგვლივ წრიული მოძრაობით, ჭარბი წონის მოცილებაც შეიძლება.


მადის შესამცირებელი მასაჟი


ამ მიზნით, საჭმლის მიღების წინ, საჭიროა ნეკა თითის წვერზე, ზემოთ ხსენებული წერტილის ირგვლივ, მასაჟის გაკეთება, წრიული მოძრაობით.

მამაკაცებისთვის და სუსტი სქესის წარმომადგენლებისთვის მასაჟი განსხვავებულია:


მამაკაცებმა დღის 12 საათამდე მარცხენა ხელის ნეკა თითის მასაჟი უნდა ჩაიტარონ მარჯვენა ხელის ცერა თითით (მოათავსეთ ნაკა თითი საჩვენებელ და შუა თითს შორის) საათის ისრის მოძრაობის საწინაათმდეგო მიმართულებით, ხოლო შუა დღის შემდეგ – საათის ისრის მიმართულებით.


ქალბატონებმა – 12 საათამდე, საათის ისრის მოძრაობის მიმართულებით, ხოლო შუა დღის შემდეგ – საათის ისრის მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით.


12 საათზე ამ წერტილზე ხელის დადება არ შეიძლება.



image

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:


image* საოცარი სასმელი, 3–1-ში: მკურნალობა, ჯანმრთელობის აღდგენა და ჭარბი წონის მოცილება

* რა სარგებლობა მოაქვს საუზმეს და რატომ სუქდებიან მასზე უარის თქმის შემთხვევაში (+ 2 რეცეპტი: ყველიანი კვერები საუზმისთვის)
* საკვების მიღება 18:00 საათის შემდეგ შეიძლება და აუცილებელიც არის!!!

*წონაში დაკლება სუნთქვითი ვარჯიშებით, ყოველგვარი ფიზიკური დატვირთვისა და დიეტის გარეშე

1
915
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
915
  
2017, 1 აგვისტო, 22:50
ვიქტორია სეკრეტის მოდელები თურმე დღედაღამე ნეკა თითს იზელენ მიტომ არიან გამხდრები ჯამთელები და ტანწერწეტები :D :D
0 1 1