x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
სალათი, რომელიც ორგანიზმს წმენდს

შეიძლება თუ არა, ბოსტნეულის სალათით ორგანიზმის გასუფთავება? ერთმნიშვნელოვნად – შეიძლება! და აქ, სწორედ ასეთი სასარგებლო სალათის რეცეპტია მოცემული:


image


ინგრედიენტები:


პომიდორი ჩერი – 12 ცალი

კიტრი – 1 ცალი


ყველი ფეტა – 10 კუბიკი

ხახვი – 1 პატარა თავი

ოხრახუში – 1 კონა

ავოკადო – 1 ცალი

ზეითუნის ზეთი – 1 ს. კ.

წითელი ღვინის ძმარი – 1 ს. კ.

პილპილი – გემოვნებით


მომზადება:


I. ჯერ უნდა გარეცხოთ ყველა პროდუქტი > გაფრცქვნათ კიტრი, ავოკადო და ხახვი > დაჭრათ მწვანილი წვრილად, ხახვი – რგოლებად, კიტრი და ავოკადო კუბიკებად, ხოლო პომიდორი შუაზე გაჭერით, რომ სანელებლების გემო გაუჯდეს.

II. აიღეთ სალათის თასი > პირველ ფენად, პომიდორი მოათავსეთ, შემდეგ: ხახვი, კიტრი და ოხრახუში > მოურიეთ კოვზით და შეანელეთ ძმრით და ზეთით > ბოლოს, დაამატეთ ავოკადო და ყველი (თანაბრად გაანაწილეთ ზედაპირზე და არ მოურიოთ).

III. მოაყარეთ პილპილი.

image

ეს სალათი, გარდა იმისა, რომ სასარგებლოა, ძალიან გემრიელიც არის!

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageწარმოუდგენელი ფაქტები სტაფილოს შესახებ (+ სტაფილოს დიეტური სალათი)
9 პროდუქტი, რომელიც ცხიმს წვავს! ჭარბი წონის მოშორება მარტივად

როგორ მოვხარშოთ ხორცის (თევზის) სასარგებლო ბულიონი. ყველაფერი ბულიონების შესახებ


0
358
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
358
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0