ტენდენციები წარბების ახალი ტრენდი ნამდვილად დაგშოკავთ! 2017, 19 აპრილი, 13:44 წარბი, ეს ხომ სახის ერთი მცირე, თუმცა ქალისთვის მეტად მნიშვნელოვანი დეტალია. ბუნებრივი წარბები ხშირად ვერ გამოიყურება იდეალურად, ამიტომ ხშირად გვიწევს მისი შეცვლა სპეციალისტების დახმარებით თუ სახლის პირობებში, რაც დამეთანხმებით, რომ საკმაოდ სარისკო პროცედურაა, ვინაიდან შესაძლოა არ მოუხდეს ჩვენი სახის ფორმას.
წარბის კორექციის დარგში უამრავი ტენდენცია ვიხილეთ, რომელთაგან განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო წარბების წვრილი, მსხვილი ფორმა, ასევე პერმანენტული მაკიაჟი ანუ წარბების ტატუაჟი. ერთი მცირე შცდომაც კი არ გვეპატიება, რადგან მოგეხსენებათ წარბის ზრდის პროცესი კვირები და ხშირად თვეზე მეტიც გრძელდება. მინდა წლევანდელი ტრენდი წარმოგიდგინოთ, სადაც სრულიად განსხვავებული ტექნიკაა გამოყენებული და ბევრ თქვენგანს ნამდვილად დაშოკავს. ვიზაჟისტმა და მხატვარმა ფინეთიდან Stella Siron–იმ წარმოგვიდგინა წარბების ახალი ტრენდი "ბუმბული". მან საკუთარი ნამუშევრები Instagram–ზე ატვირთა და გაასაჯაროვა, რაც შემდეგ მსოფლიოს მალევე მოედო. დიზაინის უჩვეულო ტენდენცია ყურადღების მიღმა არც მოდის სახლებს დარჩენია, მათ დაუყოვნებლივ აიტაცეს ეს ახალი ტრენდი და საკუთარი ფანტაზიით მბრწყინავი ოქროს ფერები დაამატეს. ვიზუალურად კი წარბი გამოიყურება როგორც "ბუმბული". როგორ გავიკეთოთ წარბი–ბუმბული? თავდაპირველად დავარცხნეთ წარბები სპეციალური– წარბის სავარცხლით, რომელსაც შემდეგ ჩაასველებთ ოქროს ან ვერცხლის მბრწყინავ საცხში და შემდეგ გაყავით წარბი შუაზე. საცხი დაიტანება წარბზე და პარალელურად მისცემს საშუალებას იმ მიმართულებით გაჩერდეს, რომელიც სასურველია, შემდეგ კი ზევით და ქვევით ვარცხნის მეთოდით გაშალეთ. (ნათელი მაგალითისთვის იხილეთ ვიდეო). წარბების ახალი, შოკისმომგვრელი ტრენდი ახალი, შოკისმომგვრელი ტრენდი- წარბები "ბუმბული" 134 19-ს მოსწონს
|