x
image
გემი დალანდი
5 გავრცელებული მითი...ბუასილზე

სტატისტიკის თანახმად, ყოველი მე-7 კაცი და მე-5 ქალი ჰემოროით იტანჯება. ყოველ 5წთ-ში კი 10 000-ზე მეტ ადამიანს უჩნდება ამ დაავადების პირველი სიმპტომები.



მითი №1
ჰემოროის ძირითადი სიმპტომი-ჰემოროიდული კვანძების გაჩენაა


ჰემოროიდული კვანძები ნებისმიერ ადამიანს აქვს. გამოყოფენ შინაგან და გარეგან კვანძებს. შინაგანი კვანძები, ნორმალურ მდგომარეობაში, სწორი ნაწლავის შიგნით არის და დისკომფორტს არ იწვევს. ჰემოროი ეწოდება კლინიკურ მოვლენას, როცა ადამიანი დისკომფორტს განიცდის.ექიმს უნდა მიმართოთ, როცა ეს სიმპტომები გაქვთ:

ქავილი, წვა


ტკივილი


პათოლოგიური გამონადენი(სისხლი, ჩირქი)


უცხო სხეულის შეგრძნება

image

ჰემოროიდული კვანძების გამოვარდნა


ჰემოროიდული კვანძების თრომბოზი

ეს სიმპტომები სერიოზულ დაავადებაზე, მათ შორის კიბოზეც შეიძლება მეტყველებდეს, ამიტომ აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს.



მითი №2
ჰემოროი რექტალური სანთლებით იკურნება


ამ სანთლებს მხოლოდ ერთი ეფექტი აქვთ-ამცირებენ ლორწოვანის ტრავმირებას დეფეკაციის დროს.


მითი №3
სპეციალისტთან ვიზიტი სპეციალურ მომზადებას მოითხოვს.

არავითარი დიეტა და გამწმენდი ოყნები. გასინჯვის თანამედროვე მეთოდები უმტკივნეულოა და დისკომფორტს არ იწვევენ. ადრეულ სტადიაზე დაწყებული მკურნალობა 97%-ით ეფექტურია.


მითი №4
ოპერაცია მტკივნეულია

თანამედროვე მეთოდები ნამდვილად იძლევა იმის საშუალებას, რომ რომ ოპერაცია ნაკლებტრავმული, პოსტოპერაციული პერიოდი კი ხანმოკლე და უმტკივნეულო იყოს.
აი, სულ რაღაც 10 წლის წინ კი ქირურგია გაცილებით აგრესიული იყო.ეს შეხედულებაც აქედან შემორჩა.



მითი №5
ხშირია რეციდივი

ეს მაშინ ხდება, როცა მკურნალობის არასწორი მეთოდია შერჩეული. დაიმახსოვრეთ, მეთოდი, რომელიც უნივერსალური იქნებოდა ყველა ტიპის ჰემოროისთვის-არ არსებობს. მეთოდს ყოველთვის განსაზღვრავს მკურნალი ექიმი, დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე.


ვინაა რისკის ჯგუფში?

პირველ რიგში-ნამშობიარევი ქალები 35-40 წლის ასაკში.
ჰემოროის მიზეზი შემაერთებელი ქსოვილების პრობლემას უკავშირდება. ჰემოროიდული კვანძები სწორ ნაწლავში შემაერთებელი აპარატის მეშვეობით ჩერდებიან. რიგი ფაქტორების გავლენით ეს შეკავშირება სუსტდება და დატვირთვის კომპენსირებას ვეღარ ახდენს.

რისკის ძირითადი ფაქტორებია:


სისტემატიური გაჭინთვები დეფეკაციის დროს


ზედმეტი წონა და გაცხიმოვნება


არასაკმარისი უჯრედისი კვების რაციონში


ხანდაზმული ასაკი


მშობიარობა


ცხოვრების მჯდომარე წესი


მძიმე ფიზიკური შრომა, მძიმეების აწევა





დაავადების საწყის სტადიას შეგიძლიათ ოპერაციის გარეშეც გაუმკლავდეთ
მოიწესრიგეთ კუჭის მოქმედება კვების რაციონის გაჯანსაღებით და მედიკამენტებით.
ჩართეთ რაციონში უჯრედისით მდიდარი საკვები, მარცვლეული, ხილი, ბოსტნეული და სვით სითხეები.
ნუ მოახდენთ დეფეკაციის შეკავებას. ეს მხოლოდ ფეკალური მასის გასქელებას და შეკრულობას გამოიწვევს.
მისდიეთ აქტიური ცხოვრების წესს.დაკავდით სპორტით.
შეამცირეთ ტუალეტში ყოფნის დრო, რათა თავიდან აიცილოთ წნევის მომატება უკანა ტანის ვენურ სისხლძარღვებში.

0
601
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
601
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0