x
image
გემი დალანდი
ადამიანთა 90 % წნევის გაზომვისას ამ შეცდომებს უშვებს...
ჩვენს დროში ტონომეტრი(წნევის აპარატი) თითქმის ყველა ოჯახში შეგიძლიათ ნახოთ. თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტე, ხმაური ყურებში-ეს მხოლოდ ნაწილია იმ სიმპტომებისა, რომლებიც არტერიული წნევის ცვლილებებს უკავშირდება და მათი იგნორირება ნამდვილად არ შეიძლება, მით უფრო, როცა საქმე მოხუცებს და ორსულებს ეხებათ.

image
თუმცა, ტონომეტრის მოხმარება და იმის ცოდნა, თუ რას ნიშნავს მიღებული შედეგები, ნამდვილად არ ნიშნავს, რომ სანდო მონაცემებს მიიღებთ. არსებობს წნევის გაზომვის წესები, რომელთაც ადამიანთა თითქმის 90% უგულებელყოფს. იმისთვის, რომ არ შეცდეთ და ზუსტი შედეგი მიიღოთ, გაითვალისწინეთ ეს ნიუანსები:

1.წნევის გაზომვამდე 30 წთ-ით ადრე არ მოწიოთ და არ მიიღოთ კოფეინის შემცველი სითხეები:ყავა ჩაი, კოლა...

image


2.წნევის გაზომვამდე აუცილებელია მოდუნდეთ და დაისვენოთ.არანაკლებ 5 წთ-ისა.

image

3. წნევის გაზომვამდე აუცილებელია შარდის ბუშტის დაცლა.

image

4. ნუ გაიზომავთ წნევას წამლების მიღებიდან 2 საათის განმავლობაში. წნევის ხელახალი გასინჯვა შეიძლება მხოლოდ ერთი წუთის გასვლის შემდეგ პირველი გაზომვიდან.

image

5. პროცედურის დროს ხელი ისე დადეთ, რომ მკლავის მანჟეტშემოხვეული ადგილი გულის დონეზე იყოს. მანჟეტის ქვედა კიდე იდაყვიდან 2-3 სმ-ით მაღლა უნდა იყოს. უნდა იჯდეთ და სკამის ზურგს ეყუდებოდეთ.

image

6. არ ისაუბროთ პროცედურის დროს, არ გადააჯვარედინოთ ფეხები, ტერფები აუცილებლად იატაკზე გეწყოთ.

image

7. გაითვალისწინეთ, რომ მექნიკური ტონომეტრი ძალიან მგრძნობიარეა ხმაურის მიმართ. დაიცავით სიჩუმე.

image

გაიზომეთ წნევა ყველა ამ წესის დაცვით. არასოდეს არ დააიგნოროთ წნევის ცვალებადობა. ის ადამიანები, რომლებიც ამ მოვლენას მნიშვნელობას არ ანიჭებენ, 7-ჯერ უფრო ხშირად აწყდებიან თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევებს, 4-ჯერ უფრო ხშირად- გულის იშემიურ დაავადებებს და 2-ჯერ უფრო ხშირად-ქვედა კიდურების სისხლძარღვების პრობლემებს.



0
8552
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
8552
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0