x
image
გემი დალანდი
ვისთვის არ შეიძლება მზესუმზირის ზეთი და რა ზიანის მოტანა შეუძლია მას
image

მზესუმზირის ზეთი ყველასთვის ცნობილი პროდუქტია, რომელსაც თითქმის ყველა დიასახლისი იყენებს სამზარეულოში.

ამ ზეთის პოპულარობას ისიც განაპირობებს, რომ მზესუმზირის კულტურა ფართოდაა გავრცელებული და სხვა ზეთებთან შედარებით მისი ზეთი უფრო იაფია, მაგრამ ფაქტებით დასტურდება, რომ ამ ზეთს ზიანის მოტანაც შეუძლია რიგ შემთხვევებში ზოგიერთი ადამიანისთვის მისი მიღება აკრძალულია.

გრენადის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა უჩვენა თუ როგორ მოქმედებს მზესუმზირის, ზეთისხილის და თევზის ქონის ხანგრძლივად მიღება ადამიანის ორგანიზმზე.


ანალიზებმა დაადასტურეს, რომ ცივი დაწურვის ტექნოლოგიით მიღებული ზეითუნის ზეთი ყველაზე უსაფრთხოა ადამიანისთვის, მზესუმზირის ზეთი და თევზის ქონი კი ღვიძლის უჯრედებს ანადგურებენ მის დამჟავებას უწყობენ ხელს.

გრენადის უნივერსიტეტის პროფესორის, ხოსე ლუის მორალესის თქმით, ასაკთან ერთად ცხიმი ღვიძლში დაგროვებას იწყებს. ზეითუნის ზეთის და თევზის ქონის ხანგრძლივად მიღების შედეგად ღვიძლი ადვილად მოწყვლადი ხდება უალკოჰოლო სტეატოჰეპატიტის მიმართ, რომელიც ცეროზის და ღვიძლის კიბოს მიზეზი შეიძლება გახდეს.

image

ექსპერტების მეორე ჯგუფმა კი მზესუმზირის ზეთში ბენზოპირენი აღმოაჩინა, რაც იმითაა გამოწვეული, რომ მზესუმზირა ხშირად გზისპირებზე ითესება. 30 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დროს ასფალტიდან ბენზოპირენი გამოიყოფა, რომელსაც მზესუმზირა შთანთქავს. სპეციალისტთა მტკიცებით, მზესუმზირა, რომელიც მთელი წელი ინახებოდა, ისეთი დიდი რაოდენობით შეიცავს ბენზოპირენს, რომ ვერავითარი დეზოდორირება და რაფინირება ვერ უშველის.

თუ სხვადასხვა მიზეზების გამო ამ ზეთზე უარს მაინც ვერ ამბობთ, შეცადეთ ეს რჩევები მაინც გაითვალისწინოთ:

1. ეკრძალებათ ადამიანებს, რომელთაც ნაღვლის ბუშტის, ნაღველგამომყოფი გზების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მაღალი ქოლესტერინი და შაქრიანი დიაბეტი აწუხებთ.

2.არ შეიძლება ბავშვებისთვის 2 წლამდე.

3.მზესუმზირის ზეთი ალერგენია. ადამიანებს, რომელთაც ალერგია აქვთ მზესუმზირაზე, გვირილაზე, ამბროზიასა და აბზინდაზე, მისი მიღება ეკრძალებათ.

4. მზესუმზირის 1 კოვზი 180 კალორიას შეიცავს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მიღება დიეტის დროს არაა რეკომენდებული.

image

როგორ შევამციროთ მზესუმზირის ზეთის მავნე გავლენა:

1.შეიძინეთ მხოლოდ ცივი დაწურვის, არარაფინირებული მზესუმზირის ზეთი.

2.გამოიყენეთ დღეში მხოლოდ 1 სუფრის კოვზი მზესუმზირის ზეთი.

3. არ გამოიყენოთ შესაწვავად! მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით სასარგებლო ნივთიერებები ორთქლდება. ხოლო ზეთის ხელმეორედ გამოყენება შესაწვავად - კატეგორიულად დაუშვებელია.ასეთ ზეთში საშიში კანცეროგენებია, რომლებიც სიმსივნის განვითარებას უწყობს ხელს.

4.შეიძინეთ ისეთი ტაფა, რომელიც ზეთის გარეშე არ იკრავს საკვებს. ასე მინიმუმამდე შეამცირებთ ზეთის მოხმარებას.

მეცნიერები გვირჩევენ მზესუმზირის ზეთი ზეითუნის ზეთით ჩავანაცვლოთ, რომელიც ასევე ცივი დაწურვის ტექნოლოგიით უნდა იყოს მიღებული. მართალია, ზოგიერთი ვიტამინის შემცველობა მზესუმზირის ზეთში უფრო მეტია, სამაგიეროდ ზეითუნის ზეთს ადამიანის ორგანიზმი უკეთ ითვისებს.


0
535
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
535
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0