x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134554
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508701
ქალებში გავრცელებული მუცლის 5 ტიპი და რეკომენდაციები
image

იმისთვის რომ გაარკვიოთ თუ რომელი ტიპის მუცელი გაქვთ, დადექით სარკესთან პროფილში.არ დაჭიმოთ მუცელი და ნურც წელში გაიმართებით მეტისმეტად, შეეცადეთ ბუნებრივი პოზა შეინარჩუნოთ. ახლა კი დააკვირდით სურათებს, რომელი ტიპის მუცელი გაქვთ?


1. მაშველი რგოლი

image


თქვენ მჯდომარე ცხოვრების წესი გაქვთ. სამსახურში მთელ დღეს კომპიუტერთან ატარებთ და არც ტკბილეულსა და ჭიქა ღვინოზე ამბობთ უარს.


რეკომენდაცია:

აკრძალეთ ალკოჰოლი, ტკბილეული და ცხიმიანი საკვები. შაქარი სულ გამორიცხეთ რაციონიდან და მიიღეთ სასარგებლო ცხიმების შემცველი პროდუქტები:თევზი, კაკალი, ავოკადო, კვერცხი. ხშირად ისეირნეთ ფეხით.


2.სტრესული მუცელი

image


ცხიმი ჭიპის მიდამოშია თავმოყრილი, ამასთან ცხიმოვანი ფენა მკვრივია და არა მოშვებული.

ასეთი მუცელი სტრესისადმი მიდრეკილ ადამიანებს და პერფექციონისტებს აქვთ. მათი ორგანიზმი სტრესის ჰორმონ კორტიზოლს დიდი რაოდენობით გამოყოფს, რაც ორგანიზმს ცხიმის დაგროვებისკენ უბიძგებს. ეს ადამიანები ხშირად სვამენ ყავას და ენერგეტიკულ სასმელებს.


რეკომენდაცია:

იძინეთ არანაკლებ 8 საათისა.არ დალიოთ დღეში 2 ფინჯან ყავაზე მეტი. თავი დაანებეთ სპორტდარბაზში სიარულს-ეს პროფესიონალების რჩევაა! საქმე ისაა, რომ სამუშაო დღის შემდეგ ფიზიკური დატვირთვით თქვენ მხოლოდ სტრესს აძლიერებთ. ჩაანაცვლეთ სპორტდარბაზი იოგით ან ცურვით, ან სულაც ფეხით სეირნობით.

ჩართეთ კვების რაციონში მაგნიუმის შემცველი პროდუქტები.


3.დაბალი მუცელი

image

თუ თქვენი მუცელი წელს ქვემოთაა გამობერილი, ან ცოტა ხნის წინ იმშობიარეთ ან ზურგის პრობლემები გაქვთ.


რეკომენდაცია:

მოიწესრიგეთ კუჭ-ნაწლავის მუშაობა. ჩართეთ რაციონში კეფირი და ხილი.

არ გააკეთოთ ვარჯიშები, რომელიც დამატებით დატვირთავს თქვენს ზურგს. ზურგის გასამაგრებელი ვარჯიშები კი თავისუფლად შეგიძლიათ გააკეთოთ.


4.ფეხმძიმეს მუცელი

image

თუ ფეხმძიმედ არ ხართ, ან წელიწადზე მეტია რაც პატარა გეყოლათ, ტრანსპორტში კი მაინც ადგილს გითმობენ. მუცლის ასეთი ტიპი მენჯისა და პრესის კუნთების სისუსტითაა გამოწვეული.


რეკომენდაცია:

წესად შემოიღეთ და ყოველდღე აკეთეთ პრესის და ზურგის კუნთების გასამაგრებელი ვარჯიშები. ჩაანაცვლეთ მავნე ცხიმები სასარგებლოთი.

დაჭიმეთ მუცლის კუნთები ყოველთვის, როგორც კი გაგახსენდებათ. ნელნელა შეეჩვევით, რომ პრესი სულ დაჭიმული გქონდეთ, რაც მუცლის კუნთებისთვის შესანიშნავი ვარჯიშია.


5.“ვაშლი" მუცელი

image

მომრგვალებული მუცელი, რომელიც წელს მნიშვნელოვნად სცდება ზევით, შესაძლოა ალერგიაზე მიუთითებდეს. ზოგიერთი პროდუქტისადმი აუტანლობა სწორედ ასე გამოვლინდება

რეკომენდაცია:

გამორიცხეთ რაციონიდან გლუტენი და წებოვანა.უარი თქვით 1 კვირით პურზე, მაკარონზე, საკონდიტრო ნაწარმზე, პიცაზე, ბურღულზე, ალკოჰოლზე, საფუარსა და რძეზე. თუ ამ დროის შემდეგ შეამჩნევთ, რომ მუცელი დაპატარავდა, ე.ი. მიზეზი ნაპოვნია.

უარი არ თქვათ საუზმეზე. გაბერილი მუცელი ტიპიური პრობლემაა მათთვის, ვინც არ საუზმობს. სვით ბევრი წყალი.

მოიწესრიგეთ ნაწლავური მიკროფლორა:სვით პრობიოტიკები, მიიღეთ არაჟანი, კომბოსტო, ნიორი, ხახვი.

თუ შედეგს ვერ მიიღებთ, მიმართეთ ექიმს ალერგენის გამოსავლენად.




0
273
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
273
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0