x
image
ალექსანდრე ლექსო
სახლთან გარაჟის აშენება აუკრძალეს ქალაქის მესვეურებმა, მაგრამ მან ორიგინალური გამოსავალი იპოვა
ხანშიშესული ბელგიელი ერიკ ვეკემანი დიდი ხანი ოცნებობდა სახლთან გარაჟი აეშენებინა საკუთარი ავტომობილისთვის, მაგრამ გერმანული ქალაქის – ბრეკელის– მმართველობა ნებას არ აძლევდა მშენებლობაზე. მათი აზრით ეს ქალაქის გარეგნობას გააუარესებდა. მაგრამ ბელგიელი პენსიონერი არამარტო ჯიუტი, არამედ მოხერხებულიც აღმოჩნდა.

უარის მიღებისას მას ხელი არ ჩაუქნევია. ადგა და გარაჟი პირდაპირ მაღაზიის ვიტრინაში მოათავსა.


image


რამდენიმე წლის წინ ერიკს პატარა მაღაზია ჰქონდა, მერე კი დახურა. მაღაზიის ფასადის გადაკეთება უნდოდა, მაგრამ მაშინ ამის ნებაც არ მისცეს.



image
ამ ორ პრობლემას პენსიონერმა ერთი გადაწყვეტა მოუძებნა, ივარაუდა რომ ქალაქის მმქრთველებს პრეტენზია არ ექნებოდათ, მაღაზია გარაჟად გადააკეთა.


image
გარედან ვერც შეატყობთ, რომ მაღაზიის ვიტრინა შეძლება გვერდზე გადაიწიოს და ავტომობილს გზა გაუხსნას.


imageimage
პატარა პანდუსები მანქანას უადვილებს გამოსვლას.


image

image
შეიძლება გეგონოთ, რომ ეს პროცედურა ძალიან რთული და ძნელი გასაკეთებელია. სინამდვილეში კი სულ 2 წუთიც არ სჭირდება.


image
image
მთავარია ვიტრინის დაკეტვა არ დაგავიწყდეთ.image
image
მომავალში ერიკი ავტომატური კარების დამონტაჟებას აპირებს. საბოლოოდ პენსიონერმა შეძლო ისეთი გამოსავალი ეპოვა, მასაც და ქალაქის მმართველებსაც რომ დააკმაყოფილებდა. ამასთან ერიკი მსოფლიოში ყველაზე ორიგინალური გარაჟის მფლობელიც გახდა.

0
1746
1-ს მოსწონს
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
1746
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0