x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
6 ქვეყანა, რომლშიც სსრ კავშირი II მსოფლიო ომის დროს, სამამულო ომის დაწყებამდე შეიჭრა

საბჭოთა კავშირი II მსოფლიო ომის დროს მხოლოდ აგრესიის მსხვერპლი კი არა, თავადვე იყო საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების გადახედვის ინიციატორი. ბევრი უცხოელი პოლიტიკოსის აზრით, ის ევროპაში ანტიფაშისტური ოპერაციის დროსაც კი, ერთდროულად გამათავისუფლებელიც იყო და ოკუპანტიც. თუმცა, ეს სამამულო ომის დასრულების შემდეგ იყო, მანამდე კი, იყო პოლონეთი, ბალტიისპირეთი, ფინეთი..


image



პოლონეთი


მოლოტოვ–რიბენტროპის პაქტის (1939 წ. 23 აგვისტო) საიდუმლო ოქმის თანახმად, 1939 წლის 17 სექტემბერს სსრ კავშირი პოლონეთში შეიჭრა. თუმცა სსრკ-ს ხელისუფლება თავისი დას. მეზობლის ტერიტორიის ოკუპაციას, აგრესიის აქტად არ თვლიდა და ამ ქმედებას საზღვრებს მიღმა დარჩენილი თავისი მოქალაქეების, – უკრაინელების და ბელორუსების დაცვის და მათზე ზრუნვის სურვილით ხსნიდა (გერმანია პოლონეთში 1 სექტემბერს შეიჭრა და სსრ კავშირი, უბრალოდ, «ვალდებული» იყო, რომ საკუთარი მოქალაქეები «დაეცვა»). ამასთან, საბჭოთა ხელისუფლება პოლონელებს დაპირა, რომ მათ იგივე შესაძლებლობები ექნებოდა, რაც «ინტერნაციონალური საბჭოთა ოჯახის» სხვა ხალხებს. თუმცა, რეალურად, სხვაგვარად მოხდა.

პოლონეთი, გერმანიასა და სსრ კავშირს შორის გაყოფამდე, საბაზრო ეკონომიკის მქონე სახელმწიფო იყო: ქვეყანაში არსებობდა კერძო საკუთრება, ფუნქციონირებდა მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესი, მუშაობდა კომერციული ბანკები... და პოლონელებმა ყველაფერი ერთბაშად დაკარგეს. საბჭოთა ორგანოები, რა თქმა უნდა, ადგილობრივ მოსახლეობას გენოციდს არ უწყობდა, ისე როგორც ეს ქვეყნის გერმანული ოკუპაციის ზონაში ხდებოდა. თუმცა, მასობრივი დაკავებები და ქონების კონფისკაცია კი ხდებოდა. აღმოჩნდა, რომ საბჭოთა კავშირის მტერი მხოლოდ პოლონური ბურჟუაზია კი არა, ინტელიგენციის წარმომადგენლებიც იყვნენ. კლასობრივი თვალსაზრისით, ყველა «უცხო» ელემენტის დეპორტაცია, სსრ კავშირის სიღრმეში, უპირატესად ურალში, ყაზახეთში და ციმბირში ხდებოდა. საბჭოთა მონაცემებით, 1939 ნოემბრიდა – 1941 წლის ივლისამდე, საკუთარი სამშობლოდან 389 382 ადამიანი იყო დეპორტირებული. ხოლო, პოლონური მხარის მტკიცებით – მათი რიცხვი მილიონს აღემატებოდა.



ბალტიისპირეთის ქვეყნები


რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, ბალტიის ზღვის სანაპიროზე სამი სახელმწიფო – ლიტვა, ლატვია და ესტონეთი ჩამოყალიბდა. ამ ქვეყნების სამართლებრივი სტატუსი საერთაშორისო შეთანხმებით და სსრ კავშირთან ხელმოწერილი ორი დოკუმენტით იყო გამყარებული. სსრ კავშირსა და გერმანიას შორის დადებული ხელშეკრულების შემდეგ, ბალტიისპირეთის ქვეყნების ბედი გადაწყვეტილი იყო: ლატვია და ესტონეთი სსრ კავშირის გავლენის ქვეშ მოხვდა, ხოლო ლიტვა გერმანიის შემადგენლობაში უნდა შესულიყო. თუმცა, უკვე პოლონეთის ოკუპაციის დროს, სტალინმა ჰიტლერს ლიტვის გადაცვლა, მის საკუთრებაში არსებული პოლონეთის მიწების ექვივალენტურ ნაწილში შესთავაზა, რაზეც თანხმობა მიიღო.

1939 სექტემბერ–ოქტომბერში, სსრ კავშირმა ბალტიის ქვეყნებთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა და მათ ტერიტორიაზე, გერმანიისგან თავდაცვის მიზნით, სამხედრო ბაზები განათავსა. ხოლო, 1940 წ. ივნისში, მოსკოვმა ეს ქვეყნები ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა და დამატებითი სამხედრო ძალები შეიყვანა. სამხედროების მხარდაჭერით, სამივე ქვეყანაში, არჩევნების გზით, ხელისუფლების სათავეში კომუნისტები მოვიდნენ და იმავე წელს, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ჯერ საბჭოთა რესპუბლიკები შექმნეს, ხოლო შემდეგ, სსრ კავშირის შემადგენლობაში შევიდნენ.



ფინეთი


1939 წ. შემოდგომაზე სსრ კავშირმა ფინეთს ისეთი ხელშეკრულების დადება შესთავაზა, როგორიც მას ბაალტიისპირეთის ქვეყნებთან ჰქონდა. ხოლო, ჰელსინკიდან შემოუთვალეს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის სამხედრო ბაზების განთავსება, წინააღმდეგობაში მოვიდოდა მათ მიერ გამოცხადებული «სრული ნეიტრალიზტეტის» პოზიციასთან. ფინელებისგან სსრ კავშირმა უარყოფითი პასუხი მიიღო, კარელიის ყელი საერთო საზღვრის ჩრდილოეთით გადაწევაზეც (საბჭოთა კავშირი ამ მოთხოვნას ლენინგრადის გერმანიის თავდასხმისგან დაცვის მიზნით ხსნიდა), რამაც საბჭოთა ხელისუფლებას, ქვეყნის ტერიტორიული საკითხის ძალისმიერი ხერხებით მოგვარების საბაბი მისცა. 1939 წლის 30 ნოემბერს საბჭოთა ჯარის ნაწილები ფინეთის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ომი, რომელის დასრულებას სსრ კავშირი რამდენიმე კვირაში აპირებდა, 1940 წლის 13 მარტამდე გაგრძელდა. ფინეთი იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო და სსრ კავშირმა, 126 ათასი საბჭოთა ჯარისკაცის სიცოცხლის ფასად, ფინეთის ტერიტორიის 11% მიიღო.



რუმინეთი


მოლოტოვ–რიბენტროპის პაქტის (1939 წ. 23 აგვისტო) საიდუმლო ოქმის თანახმად, საბჭოთა გავლენის სფეროში, პოლონეთის და ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, რუმინეთის ბესარაბიაც ხვდებოდა. სსრ კავშირი რუმინეთში 1940 წლის ივნისის ბოლოს შეიჭრა, მას შემდეგ, რაც ბუქარესტს ულტიმატუმი წაუყენა ბესარაბიის და ბუკოვინას მისთვის გადაცემის თაობაზე. ბუკოვინაზე, ხსენებულ პაქტში, საუბარი არ ყოფილა და ამ ტერიტორიაზე სსრკ-ს პრეტენზიებთან დაკავშირებით ჰიტლერს აცნობეს. სტალინის გაზრდილმა «მადამ» ფიურერი აღაშფოთა, მაგრამ რუმინელებს ურჩია (რუმინეთი, II მსოფლიო ომის დროს, გერმანიის მხარდამჭერი იყო. რედ.), რომ სსრ კავშირისთვის ტერიტორია დაეთმოთ. 27 ივნის ბუქარესტმა საბჭოთა ულტიმატუმი მიიღო და უკვე 1 ივლისს სსრ კავშირის სასაზღვრო ჯარებმა, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, პრუტისა და დუნაის სანაპიროებთან ახალი პოზიციები დაიკავეს. «რუმინული ოპერაციის» შედეგად, სსრ კავშირმა 50 ათასი კვ. კმ. (რუმინეთის 17 %) ტერიტორია შეიერთა, რომელზეც 3 მლნ. 770 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. ხოლო, 1940 წლის 2 აგვისტოს, რუმინეთის ყოფილი ტერიტორია მოლდავეთის საბჭოთა რესპუბლიკად გამოცხადდა. თავდაპირველდა, მოსახლეობას არანაირი დისკომფორტი არ ექმნებოდა, მაგრამ კოლექტივიზაციის რეფორმამ ხალხში უკმაყოფილება გამოიწვია და 30 ათასი «ანტისაბჭოთა ელემენტი» ციმბირის გზას გაუყენეს.



იაპონია


1945 წლის გაზაფხულზე სსრ კავშირი დილემის წინაშე დადგა: მას ან 1941 წ. აპრილში, იაპონიასთან დადებული პაქტის თანახმად, ნეიტრალტეტის პირობა უნდა შეესრულებინა, ან 1945 წლის თებერვალში, იალტის კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგული უნდა ყოფილიყო და იაპონიისთვის ომი გამოეცხადებინა. საბჭოთა ხელისუფლებამ 5 აპრილს იაპონიასთან დადებული ხელშეკრულების დენონსირება მოახდინა, რითაც იაპონიასთან ომის გამოცხადებისთვის ნიადაგი მოამზადა. ისტორიკოსების აზრით, იაპონიასთან ომისთვის მზადება, სსრ კავშირმა ჯერ კიდევ 1943 წელს დაიწყო, როდესაც ამურის კომსომოლსკიდან ხაბაროვსკამდე რკინიგზის გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

შორეული აღმოსავლეთის ფრონტის ნაწილებმა იაპონურ ჯარზე შეტევა 1945 წ. 9 აგვისტოს განახორციელეს – იმ დღეს, როდესაც ამერიკელებმა, ჰეროსიმას შემდეგ, ატომური ბომბი ნაგასაკშიც ჩამოაგდეს. დოკუმენტი იაპონიასთან ომის გამოცხადების შესახებ, ქვეყნის ელჩს, თავდასხმამდე, 1 საათით ადრე გადაეცა. ომი სამ კვირას მიმდინარეობდა. ხოლო, მისი შედეგი ასეთი იყო: საბჭოთა მეომრებმა სრულად გაანადგურეს კვანტუნის არმია და 60 ათასი იაპონელი ტყვედ აიყვანეს, რომლებიც შემდგომ, სამუშაოზე ციმბირში გაუშვეს. 2 სექტემბერს ტოკიომ კაპიტულაციის აქტს მოაწერა ხელი და იალტის შეთანხმების თანახმად, სსრ კავშირს, იაპონიის მიერ ანექსირებული, სამხ. სახალინი დაუბრუნდა და კურილიის კუნძულების ძირითადი ნაწილი გადაეცა.

imageimageimageimageimageimageimage







0
601
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
601
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0