x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
«ბარბაროსას» გეგმა, «სტალინის ხაზი» და გენერალი «ზამთარი»

image


1940 წლის ბოლოს ჰიტლერმა ავბედით დოკუმენტს მოაწერა ხელი – დირექტივა 21, რომელიც «ბარბაროსას» გეგმის სახელით არის ცნობილი. მისი მიხედვით, სსრ კავშირზე თავდასხმა 15 მაისს იგეგმებოდა და გერმანული სარდლობა წითელი არმიის დამარცხებას შემოდგომამდე გეგმავდა. თუმცა, იუგოსლავიის და საბერძნეთის ოკუპაციის მიზნით, დაწყებული ბალკანეთის ოპერაციის გამო, საბჭოთა კავშირზე თავდასხმის ვადამ 22 ივნისამდე გადაიწია.

image

მშვიდობა თუ გინდა – ომისთვის ემზადე

image

«ბარბაროსას» გეგმის გაჩენა, ერთი შეხედვით, უცნაურადაც შეიძლება მოეჩვენოს ადამიანს, სულ რაღაც ერთი წლის წინ, გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის დადებული თავდაუსხმელობის შეთანხმების ფონზე – ე. წ. რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტი, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში ორ ქვეყანას შორის გავლენის სფეროების განაწილებას ეხებოდა. საინტერესოა რა შეიცვალა ყოფილ «მოკავშირეებს» შორის? ჯერ-ერთი, 1940 წლის ივნისში საფრანგეთმა – ჰიტლერის ყველაზე სერიოზულმა კონტინენტურმა მოწინააღმდეგემ, კაპიტულაცია გამოაცხადა და მტერს ბრძოლის გარეშე დანებდა. გარდა ამისა, 1939-1940 წლის «ზამთრის ომმა» სსრ კავშირსა და ფინეთს შორის, მსოფლიოს აჩვენა, რომ საბჭოთა სამხედრო მანქანა, გერმანიის წარმატებების ფონზე, არც ისე ძლიერი იყო. ამასთან, ჰიტლერს მაინც ეშინოდა სამხედრო კამპანიის დაწყება დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ, ზურგს უკან, საბჭოთა დივიზიების არსებობის ფონზე. ამიტომ, როგორც კი საფრანგეთმა ხელი მოაწერა კაპიტულაციას, გერმანულმა სარდლობამ მაშინვე დაიწყო საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის გეგმის შემუშავება.

imageკბილი კბილის წილ

image«ბარბაროსას» გეგმის რეალიზებაში დიდი როლი უნდა შეესრულებინა ფინეთს და რუმინეთს. რადგან ამ ქვეყნებს სსრ კავშირმა ტერიტორიები ნაწილი (ფინეთს –კარელიის ყელი, რამდენიმე ქალაქი და კუნძულები, ხოლო რუმინეთს – ბესარაბია (მოლდოვა) და ბუკოვინა), წაართვა და მათ რევანში სწყუროდათ. «ბარბაროსას» გეგმის თანახმად, ფინეთის ჯარს ჩრდილოეთიდან უნდა შეეტია საბჭოთა კავშირისთვის, რუმინეთს – სამხრეთიდან. ხოლო გერმანია – გამანადგურებელ დარტყმას ცენტრში მიაყენებდა.

imageნეიტრალიტეტი შვედურად

imageმეორე მსოფლიო ომის დროს, შვედეთმა ოფიციალურად გამოაცხადა ნეიტრალიტეტის შესახებ. თუმცა, ბარბაროსას გეგმაში შვედეთის როლი მკვეთრად იყო განსაზღვრული – ამ ქვეყანას საკუთარი სარკინიგზო ხაზები უნდა დაეთმო გერმანული დივიზიების ფინეთის ფრონტზე გადასაყვანად. ყველაფერი გეგმის მიხედვით განხორციელდა – ომის პირველსავე დღეს, შვეციამ საკუთარ ტერიტორიაზე გერმანული არმიის ნაწილები გაატარა, ჩრდ. ფინეთის მიმართუებით. ამ ფაქტით შეშინებული მოსახლეობის დაწყნარების მიზნით, შვეციის პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ შემდგომში, ქვეყნის ტერიტორიაზე, არცერთი გერმანული დივიზიას არ გაატარებდნენ და რომ ქვეყანა სსრ კავშირის წინააღმდეგ ომში არ ჩაერთვებოდა. თუმცა, სინამდვილეში, შვედეთიდ ტერიტორიაზე გამუდმებით გადაჰქონდათ გერმანული სამხედრო მასალები ფინეთის მიმართულებით, ხოლო გერმანულ სატრანსპორტო გემებს, შვეციის ტერიტორიული წყლების გავლით, გადაჰყავდათ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული მეომრები. ამასთან, 1942/43 წ. ზამთრამდე, ამ გემებს შვედეთის საზღვაო-სამხედრო ძალების კონვოი აცილებდა.

image

«სტალინის ხაზი»

image

30-იან წლებში საბჭოთა კავშირის დას. საზღვრებზე თავდაცვის ძლიერი სისტემა იყო აგებული, რომელიც კარელიის ყელიდან შავ ზღვამდე იყო გადაჭიმული. ამ თავდაცვის ზონას, დასავლეთში «სტალინის ხაზი» შეარქვეს. თავდაცვის სისტემაში ტანკსაწინააღმდეგო იარაღის ბუნკერები, საველე არტილერიის პოზიციები და სამხედრო საჭიროების სხვა ნაგებობები იყო. პოლონეთის გაყოფის შემდეგ, როდესაც მისი ნაწილი სსრ კავშირს შეუერთდა, «სტალინის ხაზის» ერთი მონაკვეთი, სახალმწიფო საზღვრიდან მოშორებით აღმოჩნდა და საჭირო გახდა ძველი ზონის განიარაღება და ახალი საზღვრების გამაგრება. მაგრამ, ჟუკოვის დაჟინებით, საარტილერიო შეიარაღების ნაწილი ძველ ადგილზე დატოვეს.

«ბარბაროსას» გეგმა ითვალისწინებდა სატანკო დივიზიებით სასაზღვრო გამაგრებების გარღვევას, მაგრამ «სტალინის ხაზი» და მისი ძველი ნაწილი, რომელიც ჟუკოვმა აღმოსავლეთ უკრაინის საზღვარზე დატოვა, გეგმაში, როგორც აღმოჩნდა, გათვალისწინებული არ იყო. შედეგად, საბჭოთა ჯარებმა შეძლეს მტრის შემოტევის გარკვეული პერიოდით შეკავება და ჰიტლერის ბლიცკრიგიც ჩაიშალა.

image

ალტერნატიული მარშუტი

imageსაბჭოთა ჯარების სასტიკმა წინააღმდეგობამ, ჯარების მეტისმეტმა გაწელამ და პარტიზანული ომის წარმოებამ ზურგს უკან, საქმე იქამდე მიიყვანა, რომ ბედის საძიებლად, ჰიტლერმა სამხრეთისკე მიმართა მზერა. 1941 წლის 21 აგვისტოს მან ახალი დირექტივა გამოსცა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ზამთრის დადგომამდე უმთავრესი ამოცანა მოსკოვის კი არა, ყირიმის, დონეცკის სამრეწველო რაიონის, ქვანახშირით მდიდარი რეგიონის ხელში ჩაგდება და კავკასიიდან მომავალი სანავთობო გზების ბლოკირება იყო. ახალი ბრძანების შესასრულებლად, «ცენტრის» არმიის ერთი ნაწილი, სამხრეთის მიმართულებით გადაიყვანეს, «სამხრეთის» არმიის დასახმარებლად. შედეგად, მოსკოვზე შეტევა მხოლოდ სექტემბრის ბოლოს დაიწყო – საკმაოდ დიდი დრო დაიკარგა და წინ რუსული ზამთარი იყო.

image

სამამულო ომი

image

შემოდგომის დაწყებასთან ერთად, გერმანელების წინსვლა შენალდა და ომი გაჭიანურდა. გერმანელების მიერ დაპყრობილ ტერიტორიაზე მშვიდობიან მოსახლეობას, როგორც კი შესაძლებლობა მიეცემოდა, მაშინვე საპასუხო დარტყმას აყენებდა დამპყრობელს. მტრის ზურგში დაიწყო ფართომასშტაბური პარტიზანული მოძრაობა.

მშვიდობიანი მოსახლეობის ომში ჩართვა, ასევე არ იყო გათვალისწინებული გერმანელები მიერ შედგენილ «ელვისებური ომის» გეგმაში.

imageგენერალი «ზამთარი»

imageელვისებური ომის იდეამ ისე გაიტაცა ჰიტლერი, რომ გაჭიანურებული ომის ვარიანტი, გეგმის ავტორების მიერ, საერთოდ არ იყო განხილული. როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ომი სსრ კავშირის წინააღმდეგ 15 მაისს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ 22 ივნისს დაიწყო და შედეგად, საბჭოთა კავშირის მხარეს «გენერალი ზამთარი» გამოვიდა – ასეთი სახელი შეარქვეს გერმანელებმა რუსულ ზამთარს.

ზამთრისთვის ჰიტლერის არმია საერთოდ არ იყო მომზადებული. ტყვედ ჩავარდნილ გერმანელ მეომრებს, ხშირად, მუშის ტანსაცმელი ეცვათ სამხედრო ფორმის ზემოდან და ტანსაცმლის შიგნით ქაღელდები ეწყოთ, რომ უფრო თბილად ყოფილიყვნენ. ხან მათი სამოსის «სარჩულის» ფუნქციას გერმანელების მიერ, ფრონტს ხაზზე ჩამოყრილი ფურცლები ასრულებდა, რომლითაც გერმანია საბჭოთა ჯარს კაპიტულაციისკე მოუწოდებდ. გერმანელი მეომრებისთვის, რომლებსაც ხელთათმანები არ ჰქონდათ და ხშირად ხელები იარაღის მეტალურ ნაწილებზე მიეყინებოდათ, ყინვა ისეთივე მრისხანე მტერი იყო, როგორც საბჭოთა ჯარი და პარტიზანული რაზმები.

0
1306
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1306
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0