x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
პირამიდების რეალური დანიშნულება უკვე ცნობილია. უძველესი ცივილიზაციების საიდუმლო ჩანაწერები (ნაწილი – I)

ოფიციალური მეცნიერება დღემდე იმ აზრს ემხრობა, რომ პირამიდების მეგალითური ნაგებობები, რომლებიც თითქმის ყველა კონტინენტზეა აღმოჩენილი, სამეფო სამარხებს წარმოადგენს. მაგრამ დღეს სულ უფრო პოპულარული ხდება ვერსია, რომლის მიხედვით, ამ გიგანტურ ნაგებობებს სულ სხვა დანიშნულება ჰქონდა და რომ საერთოდ, ჩვენი ცივილიზაციის მიერ არც არის შექმნილი. პირამიდები დედამიწაზე უფრო ადრეული ცივილიზაციების წარმომადგენლებმა შექმნეს და შეიძლება, რომ ისინი საერთოდაც, არა დედამიწელები, არამედ უცხოპლანეტელები ყოფილიყვნენ. ამგვარი ვერსიების მომხრეები, უპირველეს ყოვლისა, იმით აპელირებენ, რომ ასეთი რთული კონსტრუქციის მქონე ნაგებობის აშენება, დღესაც რთული იქნებოდა და ძველ დროში (აქ ჩვენი ცივილიზაციის განვითარების ის ეპოქა იგულისხმება, რომელშიც ოფიციალური მეცნიერების მონაცემებით, პირამიდები აშენდა) მით უმეტეს, საერთოდ წარმოუდგენელია, ეს როგორ უნდა გაეკეთებინათ?!


image


მარკ ტვენმა ერთხელ აღნიშნა, რომ ჩვენი პრობლემების მიზეზი ის კი არა არის, რომ რაღაც არ ვიცით, არამედ ის, რაშიც დარწმუნებულები და შეცდომაში შეყვანილები ვართ. სკოლაში გვასწავლიდნენ, რომ გიზის პირამიდები ფარაონების დიდების ხაზგასასმელად შეიქმნა და უკანასკნელ დრომდე, მეცნიერების დიდი ნაწილიც ასე ფიქრობდა. მაგრამ, როგორც ჩანს, მათ ბოლოს და ბოლოს დაადგინეს ამ უნიკალური და საიდუმლოებით მოცული ნაგებობების ჭეშმარიტი დანიშნულება: პირამიდები წარმოუდგენელი მათემატიკური სიზუსტით არის აგებული და ამიტომ, პირველი, რაც უნდა აღინიშნოს, ის არის, რომ მიცვალებულის სამარხს, თუნდაც ის ფარაონი ყოფილიყო, ასეთი სიზუსტე არაფერში ესაჭიროებოდა.

გიზის ყველაზე დიდი, ხეოფსის პირამიდების აშენებაზე 2 მილიონზე მეტი ქვის ბლოკია გამოყენებული, – თითოეულის წონა 3-დან – 30 ტონამდეა. თუმცა, არის თითქმის 50 ტონიანი ბლოკებიც. პირამიდის საფუძველი 55 ათასი კვ. მ-ს შეადგენს, ხოლო თითოეული გვერდის ფართობი – 20 250 კვ. მ-ია და პირამიდის გარე ფასადი 144 ათასი გაპრიალებული ქვით არის მოპირკეთებული. თითოეული ქვის სისქე, დაახლოებით, 2 მ-ია, ხოლო წონა – 15 ტონაზე ნაკლები არ არის. ექსპერტები თვლიან, რომ ასეთი მონუმენტური ნაგებობის ასაშენებლად, მინიმუმ 20 წელი მაინც იქნებოდა საჭირო და ესეც იმ შემთხვევაში, თუ ყოველდღიურად ობიექტზე 20 ათასი ადამიანი იმუშავებდა.


image


imageდა ამდენი ძალისხმევა მხოლოდ იმისთვის, რომ შემდეგ იქ ერთი ადამიანის სარკოფაგი მოეთავსებინათ? თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მასში სარკოფაგი მართლაც იპოვეს, მაგრამ ცარიელი.

მაგრამ, არც ის არის გამორიცხული, რომ რაც მეცნიერებს სარკოფაგი ჰგონიათ, სინამდვილეში სულ სხვა დანიშნულება ჰქონოდა, რადგან იქ აღმოჩენილი გრანიტის სარკოფაგი, მინიმუმ 10 ტონას მაინც იწონის, თან იმდენად დიდია, რომ პირამიდაში არსებულ გვირაბებში ვერც გაეტევა. ამიტომ, რთული არ არის იმის მიხვედრა, რომ ეს ქვის ოთხკუთხედი სათავსო, შეტანილი კი არა, მისი აშენების დროს არის დამონტაჟებული. გარდა ამისა, ეგვიპტოლოგები დღეს უკვე ფიქრობენ, რომ მშენებლობაზე აუცილებლად უნდა უნდა ყოფილიყო რაიმე სახის ტექნიკა, რომელიც ათობით ტონიან ტვირთს მაღლა ასწევდა.

imageსფინქსის და პირამიდების შესწავლის შედეგად, მეცნიერებმა წვიმის ეროზიის კვალი აღმოაჩინეს, რაც იმის მტკიცების საშუალებას იძლევა, რომ ეს ნაგებობები უფრო ძველი წარმომავლოის არის, ვიდრე აქამდე ითვლებოდა. საქმე იმაშია, რომ ეგვიპტის კლიმატი, ისეთი როგორიც ის ამჟამად არის, უკანასკნელი 10 ათასი წლის მანძილზე, თითქმის არ შეცვლილა და წვიმა ამ რეგიონში არც ისე ხშირად მოდის, რომ რაიმე სახის ეროზია გამოიწვიოს. ამიტომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 10-12 ათასი წლის წინ, პლანეტაზე, ტექნოლოგიური თვალსაზრისით, მაღალგანვითარებული ერი ცხოვრობდა და არა ნადირობით და შემგროვებლობით დაკავებული ჰომოსაპიენსი. ტექნის არსებობა კი, ელექტრო დენის არსებობას მოითხოვს და დღეს მეცნიერების ერთი ნაწილი თვლის, რომ პირამიდებს ადრე ენერგოობიექტების დანიშნულება ჰქონდა და სამარხების ფუნქცია მოგვიანებით მიიღო. როგორც ამბობენ, ისინი ელექტრომაგნიტურ იმპულსებს დღესაც ასხივებენ, რომლის დაფიქსირება ნებისმიერი მგრძნობიარე ხელსაწყოს საშუალებით არის შესაძლებელი. სწორედ ამის გამო, პირამიდების თავზე, 100 მეტრის რადიუსში, ფრენები არის აკრძალული.

დღეს მეცნიერები თვლიან, რომ პირამიდები ენერგომიმღების ფუნქციას ასრულებდნენ. ამასთან, ენერგორესურსებს მხოლოდ ერთი წყაროდან კი არა, სხვადასხვა სისტემებიდან ღებულობდნენ. დამტკიცებულია, რომ ყველა პირამიდა რომელიმე თანავარსკვლავედზეა ორიენტირებული და იმის გათვალისწინებით, რომ კოსმოსური ობიექტები გამუდმებით ადგილს იცვლიან, რაღაც მომენტში, ენერგო ნაკადი შეიძლება შესუსტებულიყო ან საერთოდაც გამქრალიყო. ხოლო, პლანეტა ელექტრო ენერგიის გარეშე რომ არ დარჩენილიყო, იმ პირამიდებში, რომლშიც ენერგო ნაკადი სუსტდებოდა, ენერგიის გადაქაჩვა სხვა პირამიდებიდან ხორციელდებოდა. შესაძლებელია სწორედ ეს იყოს იმის მიზეზი, რომ პირამიდების მნიშვნელოვანი ნაწილი პოლუსებიდან თანაბარი მანძილით არის დაშორებული და თითქმის ერთ ხაზზეა განლაგებული.


image


პირამიდებში კოსმოსიდან წამოსული ენერგიის ნაკადის გენერირება ხდებოდა, ხოლო დედამიწის მაგნიტურ ველთან ურთიერთქმედებით და ისეთივე ქსელის შექმნით, როგორიც თანამედროვე ფიჭურ კავშირს გააჩნია, ელ. ენერგია დედამიწის მთელს ზედაპირზე ნაწილდებოდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იმ ეპოქაში, დენი უკაბელო იყო, ისე როგორც დღეს ინტერნეტია და ის სხვადასხვა სახის ტექნიკისთვის ენერგიის წყარო წარმოადგენდა, მათ შორის, საფრენი ობიექტებისთვისაც და ამ ვერსიის არსებობა ნამდვილად არ არის საფუძველს მოკლებული, რადგან ძველინდურ ტრაქტატებში – მაჰაბჰარატასა და რამაიანაში (მოქმედება 1, 2 მლნ. წლის წინ ვითარდება), მფრინავი მანქანები არაერთხელ არის ნახსენები. გარდა ამისა, მფრინავი ობიექტების გამოსახულებები დღემდე შემორჩენილია აბიდოსის ტაძრის კედელზე და პერუს პირამიდებზე. ხოლო, სამხრეთ ამერიკაში ასევე ნაპოვნია თვითმფრინავის ფორმის ოქროს ფიგურები.image

ის, რომ უძველეს დროში ელექტროენერგია არსებობდა, წერილობითი წყაროებიც მოწმობს. მაგ., ცნობილია, რომ ბერძნები, რომლებიც განათლების მისაღებად ეგვიპტეში ჩადიოდნენ, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ჰყვებოდნენ, რომ ტაძრების მიწისქვეშა დერეფნები მუდმივად განათებული იყო, თუმცა სინათლის წყარო არსად ჩანდა.

ნეტარი ავგუსტინე V საუკუნეში ლამპას აღწერდა, რომელსაც ვერ აქრობდა ვერც წყალი და ვერც ქარი. ხოლო, პლუტარქე (46 – 127 წწ.) ამონი რას ტაძარში ნანახი ლამპის შესახებ ჰყვებოდა, რომელიც ადგილობრივი ქურუმების მტკიცებით, უკვე რამდენიმე საუკუნის მანძილზე, გამუდმებით ენთო.

გარდა ამისა, არსებობს მატერიალური მტკიცებულებები, რომლებიც ასევე მიუთითებს, ძველ დროში, ელექტროენერგიის არსებობაზე:

მაგ., ზემოთ უკვე ხსენებული ხეოფსის პირამიდაში აღმოჩენილი სარკოფაგი ერთიანი გრანიტის ქვისგან არის გამოჭრილი და მისი ზედაპირი იმდენად კარგად არის დამუშავებული, რომ სიბრტყის ხარვეზი მხოლოდ 0, 025 სმ-ს შეადგენს. ყველაზე მთავარი კი, სამგანზომილებიანი 90 გრადუსიანი კუთხეებია, რომლის გაკეთება პრიმიტიული იარაღებით ნამდვილად შეუძლებელი იქნებოდა. გარდა ამისა, დღეს თანამედროვე ხელსაწყოების არსებობის პირობებშიც კი, შეუძლებელია შიდა კედლების ასე დამუშავება და როგორც ამ საქმის სპეციალისტები ამბობენ, მსგავსი «ყუთის შესაკრავად», ერთიან ქვას არ იყენებენ და შეკვეთის შემთხვევაში, ის 6 ფილისგან იქნება გაკეთებული (სახურავიც იგულისხმება), რადგან ფილები ჯერ იჭრება, შემდეგ პრიალდება და უკვე ადგილზე მიტანის შემდეგ იკვრება.


image


კვლევებმა აჩვენა, რომ ათასწლეულების წინ გიზის დიდი პირამიდა კირქვის ფენით იყო დაფარული და მისი ზედაპირი აბსოლუტურად ბრტყელი იყო, რაც ნაგებობას მზის სხივების არეკვლის საშუალებას აძლევდა. ხოლო, მისი თავი ოქროს ფირფიტით იყო დაფარული. გარდა ამისა, პირამიდაში გამავალი გვირაბები მცირე დოზის რადიაქტიული გრანიტით არის მოპირკეთებული, რომელიც სხვადასხვა სახის ლითონის მინარევებს შეიცავს. ამ სახის მინერალს კი, ჰაერის იონიზირება და მისი ელექტროგამტარობის გაზარდა შეუძლია.



image


ძველ მსოფლიოში ელექტროენერგიის არსებობის ფაქტს თუ დავუშვებთ, რთული ასახსნელი არ იქნებოდა, თუ როგორ გაჩნდა უძველეს არტიფაქტებზე ოქროს თხელი ფენა. მაგ., ისეთ რთული საგნებზე, როგორიც ტუტანხამონის სამეფო ტახტია. დღეს ოქროს ან ვერცხლის თხელი ფენის ნივთზე დატანა მხოლოდ ელექტროხელსაწყოს გამოყენებით შეიძლება. ამასთან, 2 ათასი წლის წინ ამას ისე ოსტატურად აკეთებდნენ, ფენა იმდენად ერთგვაროვანი იყო, რომ ჩვენს ცივილიზაციას ამ დონისთვის ჯერ არ მიუღწევია.


image


და ბოლოს, გიზის პლატოზე, XIX საუკუნეში, არქეოლოგებმა სტელა აღმოაჩინეს, რომელზეც წერია, რომ სფინქსი და დიდი პირამიდა მანამდე არსებობდა, ვიდრე ტახტზე ხუფუ (ფარაონი ხეოფსი) ავიდოდა. ხოლო, პირამიდის რეალური პატრონი ქალღმერთი ისიდა იყო. რაც შეეხება ხეოფსს, პირამიდებთან კავშირში, მისი სახელიც არის ნახსენები. მაგრამ, არა როგორც მშენებლობის მწარმოებლის, არამედ, როგორც სარემონტო სამუშაოების ჩატარების ბრძანების გამცემის.

აღნიშნული სტელა დღეს კაიროს მუზეუმში ინახება. ერთი პერიოდი მისი ნახვა ყველას შეეძლო, მაგრამ დღეს უკვე საცავშია გადატანილი. ხელისუფლებას არ აწყობს საკუთარი ქვეყნის ისტორიაში კორექტივების შეტანა. რადგან თუ კვლევა ამ მიმართულებით გაგრძელდა, აღმოჩნდება, რომ პირამიდები არა ეგვიპტური, არამედ სხვა ცივილიზაციის მიერ არის აშენებული და ამიტომ, არტიფაქტების უდიდესი ნაწილი, რომელიც პირამიდების მშენებლობის თარიღს და მის რეალურ დანიშნულებას ეხება, უბრალოდ, გადამალულია...

imageimageimageimageimageimageimage







5
10582
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
10582
  
12 თებერვალი, 15:02
ეს წინა კომენტარის გაგრძელებაა:
სწორედ ამიტომ ასეთ ნაგებობებს შეარქვეს "პირ ამიდა(ნ)".
იქვეა საკარა, კარ ნაქი. ეს უკანასკნელი განათლების კერას წარმოადგენდა ვეებერთელა სვეტებით და საგანმანათლებო მოხატულობებით, რაც დიდრონი ადამიანების მიერ იყო შესრულებული.
ღმერთი ჩვენც გვაძლევს ამის შესაძლებლობას, მაგრამ ამისათვის აუცილებელია მის მიერ მოცემული წესით ცხოვრება. უპირველეს ყოვლისა ეს გულისხმობს სათავეში რჩეულთა შორის რჩეულთა მოყვანას, რომ ქვეყანა ყოველთვის კეთილად, სრული აღმასვლით ვითარდებოდეს.
12 თებერვალი, 14:51
სასიამოვნო მონათხრობია!
კარგად არის აღწერილი, თუ რა დანიშნულებას ატარებდა პირამიდა. უდავოდ წინა ცივილიზაციის ნაშთებია,
ამაზე აღარავინ დაობს. ამის მტკიცებულება უამრავია. გნებავთ ბაალბეკის, გნებავთ პერუს მთებში თუ სხვაგან არსებული ნაგებობები. მხოლოდ ისმის კითხვა, თუ ვინ ააშენა ისინი? შეიძლება ის მართლაც უცხო პლანეტელების აშენებულია, შეიძლება დედამიწელების, მაგრამ კავშირი რომ არსებობდა, ამაზე თქმულებებში თუ ზღაპრებშიც საგრძნობია. დიდი ადამიანების ძვლებიც უკვე აღმოჩენილია, ზოგის 5 მეტრიანის, ზოგის 12 მეტრიანის და უფრო მეტისაც. ჩემი აზრით სწორედაც რომ მათი აგებულია. ისინი უზომოდ, ჩვენზე გაცილებით მაღალგანვითარებულები იყვნენ. ვინ იცის რამდენი ათასი წელი ვითარდებოდა ის საზოგადოება, შეიძლება 100 ათასი წელიც კი. მაგრამ როდესაც მიაღწიეს უდიდეს ჩედეგს, ზოგიერთებმა მიიჩნიეს ეს საკუთარ მიღწევად და არა ღმერთის მიერ ბოძებულად.
გაბრიყვდნენ, გაამპარტავდნენ, უფრო სწორად სულიერად დაკნინდნენ, მიივიწყეს ღმერთი და მისი მოცემული წესები საზოგადოების მართვის საკითხში.
გაამპარტავნებულები იმ ზომამდე მივიდნენ, რომ ღმერთმა ისინი დასაჯა წარღვნით. ამის თვალსაჩინო მაგალითია წალეკილი ბაალბეკის და მისი მსგავსი ნაგებობების ნაშთები ევროპაშიც და აზიაშიც. იგივე ითქმის პერუს მთებში "ალიეთ ამით ამბო", "საქსა იუჰ ამან" და სხვა.
როგორც ჩანს ის ბუმბერაზი ადამიანები ქართულად მეტყველებდნენ, რისი უტყუარი მტკიცებულებაც ქვეყნების, მთების, მდინარეების თუ ზღვების სახელებია. პე რუ - რუ მდინარეა, ხოლო პე გაპობას მიანიშნებს. ეს მდინარე "მარანი ონს" ეხება, "მე აქ ის იქა"-ში "ტეო წიო აკან" და სხვები.
ტია ვან აქო, არა უკანა, არა ვაკე, უ რუ გუაი, ნეკ არ აგუა, გუათ ემალა, გვიანა, სური ნამ, ნამ დო, ვიეთ ნამ, ნამ მიბია, ნამიური, მანამა, არ აბია, მიდია, ნუ მიდია, აქად, შუა მე ერ, უგარეთ, ქუვეით(ქვეით), იავა(სიავით), ია მატო, ია კუტია, ია მალი, მალი, მალდივ, მალთა, ითალ, გრეკს(გარეკვით), კარია, კარელია, კართ აგენ, ეგ იფთოს(ეგ იპეთ) და ასე შემდეგ.
პირამიდებზე დამატებით იმის თქმაც შეიძლება, რომ მისგან იღებდნენ ენერგიას მფრინავი მანქანები და წარმოადგენდა კავშირურთიერთობის სადგურს(იგულისხმება კომპიუტერი და ტელევიზია). სწო
25 იანვარი, 10:45
ისიდა ოსრისის დაა ანუ მისი და ქარტული მიტოლოგიდან არიან ეგვიპტელები თუ შუმერების მემკვიდეები არან და თავად შუმერები თვლიან თავს კაკვასოიდებად წვიმიანი მთებიდან მოსულებს გამოდის ყველა ცივილიზაციას კაკასიაში მოვყავართ.ჩემი აზრით ყველა დანტესებულმა მეცნიერმა კიდევ ერთხელ უნდა შეისწავლოს კავასიის მთები დ საქარტველო.სვანეთი ლეჩხუმი რაჭა ფშავ ხევსურეთი ზემო აფხაზეთი
2019, 26 სექტემბერი, 13:23
დიდი მადლობა,
2019, 26 სექტემბერი, 10:24
ძალიან კარგია :)
0 1 5