x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134585
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508658
ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ, თუ გსურთ გქონდეთ ლამაზი და ჯანმრთელი თმა
image


თმის ხშირი ღებვა, გაშრობა, არასწორად შერჩეული თმის მოვლის საშუალებები, ამას გარდა, დაბინძურებული ჰაერი, ტემპერატურის ცვალებადობა, მავნე ჩვევები და არაჯანსაღი კვება - ეს იმ ფაქტორთა ჩამონათვალია, რომელიც ფიტავს და ასუსტებს თმას, რის შემდეგაც მისი ცვენის პროცესი გარდაუვალია. როგორ მოვუაროთ თმას სწორად? გთავაზობთ, იმ აუცილებელ რჩევებს, რომელიც დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ თმის ბუნებრივი, ჯანსაღი სტრუქტურა და ამასთანავე, შეაჩეროთ ცვენა.


* სწორი კვება და ჯანმრთელი ცხოვრების წესი ეს ისაა, რაც აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ თქვენი თმა მუდამ ჯანმრთელი და მბზინავი იყოს. ვიტამინებით მდიდარი საკვები, დღის განმავლობაში მინიმუმ 1.5ლ წყალი, ხილი, ბოსტნეული - ეს ყველაფერი უნდა შედიოდეს თქვენი კვების რაციონში.


* მოერიდეთ თმის ყოველდღიურ გაშრობას, დახვევას, თუ დასწორებას ფენისა და თმის სხვადასხვა უთოების საშუალებით. ასევე, ძლიერ ვნებს თმას დახვევა-დასწორება ქიმიური საშუალებებით.



* საოცარ მბზინვარებას და მოცულობას შესძენთ თმას, თუ ხშირად გამოიყენებთ ალოე ვერას. გაურიეთ იგი სახლის პირობებში დამზადებულ თმის სხვადასხვა ნიღბებში, ან შეიძინეთ თმის მოვლის საშუალებები მისი შემცველობით.

ალოე ვერა შეიცავს უამრავ ვიტამინს, მათ შორის A, C, E, ფოლიუმის მჟავას, ქოლინის, B1, B2, B3 (ნიკოტინმჟავა), B6, B12. მის შემადგენლობაში ასევე 20-მდე მინერალია, მათ შორის კალციუმი, მაგნიუმი, თუთია, ქრომი, სელენი, ნატრიუმი, რკინა, კალიუმი, სპილენძი და მანგანუმი.


* გამოიყენეთ ეს ნიღაბი რეგულარულად:

ნარევი გამოიყენება თმის კონდენციონერის ნაცვლად მას შემდეგ, რაც შამპონით დაიბანთ თმას.

შეურიეთ ერთმანეთს 2 სუფრის კოვზი ხაჭო და 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი. მიღებული მასა წაისვით თმის მთელ სიგრძეზე. შემდეგ, კარგად ჩამოიბანეთ თბილი წყლით.


* თავის დაბანის სიხშირე დამიკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ცხიმიანი თმა გაქვთ. მაგრამ, დაივიწყეთ თმის ყოველდღიური დაბანა. ოპტიმალური ვარიანტია დაიბანოთ კვირაში 3-ჯერ. ამასთან, აუცილებელია დასვენების დღეებში არ დაივიწყოთ ბუნებრივი ნიღბების გამოყენება.


* ნუ შეიფუთავთ მჭიდროდ სველ თმას, რადგან სველი თმა ძლიერ მგრძნობიერეა, ადვილად ზიანდება და ტყდება. ასევე, ეცადეთ თმა ბუნებრივად - ფენის გარეშე გაიშროთ.

არავითარ შემთხვევაში არ დაივარცხნოთ, ჩაიწნათ, ან დაიხვიოთ სველი თმა.


* დაიმახსოვრეთ, რომ სტრესი და ხშირი უძილობა უარყოფით გავლენას ახდენს თქვენს თმაზე.


* ნუ დაიბანთ თმას ძალიან ცხელი წყლით, ამისათვის გამოიყენეთ თბილი წყალი და ბოლოს გადაივლეთ ცივი (თმაზე და არა თავზე).


* ეცადეთ, ხშირად შეიმოკლოთ თმა, მინიმუმ ერთი სანტიმეტრით მაინც. ეს დაეხმარება თქვენს თმას იყოს უფრო ჯანმრთელი და ხარისხიანი.


* და ბოლოს, თუ ნამდვილად გადაწყვიტეთ, რომ თქვენს თმას ჯანმრთელი და მომაჯადოებლი იერი შესძინოთ, ამაში ეს სამი ზეთი დაგეხმარებათ: ქოქოსის, ზეითუნის და აბუსალათინის ზეთი. აუცილებლად გამოიყენეთ ისინი რეგულარულად და მონაცვლეობით. ამისათვის, თითოეული დაიტანეთ მშრალ თმაზე და გაიჩერეთ 40 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ჩამოიბანეთ ჩვეული წესით, შამპუნის დახმარებით. მიღებული დადებითი შედეგი თავად მოგცემთ სტიმულს, რომ აღნიშნული ნიღბების გამოყენება ცხოვრების წესად გაიხადოთ.


გისურვებთ ჯანმრთელობას და სილამაზეს!


0
171
2-ს მოსწონს
ავტორი:პოკაჰონტასი
პოკაჰონტასი
171
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0