x
მეტი
  • 29.03.2017
  • სტატია:65139
  • ვიდეო:317381
  • სურათი:415936
რატომ გვაქვს ადამიანებს სისხლის სხვადასხვა ჯგუფი?

სისხლი განსაკუთრებული თხევადი ქსოვილია და გულის მეშვეობით ცირკულირებს სისხლის მიმოქცევის სისტამაში. ასრულებს სხვადასხვა სატრანსპორტო დამაკავშირებელ ფუნქციას, რითაც უზრუნველყოფს სხეულის სხვა ქსოვილების ფუნქციონერებას. ზრდასრულ ადამიანს დაახლოებით 5 ლიტრი სისხლი აქვს, იგი სისხლძარღვთა ჩაკეტილ სისტემაში მოძრაობს და ადამიანის წონის დაახლოებით 1/3–ს შეადგენს. სისხლი თხევად, შემაერთებელ ქსოვილს განეკუთვნება, მისი თხევადი ნაწილია პლაზმა. პლაზმაში მრავალი უჯრედია. სისხლი შეიცავს 45% პლაზმას და 45% ფორმიან ელემენტებს, საკუთრივ პლაზმა შეიცავს 90% წყალს 10%- ცილებს, ცხიმებს, ნახირწყლებსა და მინერალურ მარილებს. პლაზმის ფუნქციაა: ნივთიერების გადატანა და სისხლის შედედება. ფორმიანი ელემენტები კი შეიცავენ ერითროციტებს, ლეიკოციტებს და თრომბოციტებს. ერითროციტებს წითელ შეფერილობას ცილა - ჰემოგლობინი აძლევს.


image


სისხლს ერთმანეთისგან გამოარჩევს იმუნოლოგიური მახასიათებლები — ერითროციტებში განსაზღვრული ანტიგენების, აგრეთვე პლაზმაში შესაბამისი ანტისხეულების არსებობა ან არარსებობა. სისხლის ორი ტიპი არსებობს: რეზუს-დადებითი და რეზუს-უარყოფითი. ადამიანთა უმრავლესობას პირველი ტიპის სისხლი აქვს. დადებითი ნიშნავს განსაკუთრებული ცილის — რეზუსის შემცველობას სისხლის პლაზმაში. თითოეულ ამ ტიპს კიდევ ოთხ ჯგუფად ყოფენ ჰემაგლუტინაციის რეაქციის მეშვეობით (ABO სისტემა). ადამიანში სისხლის 4 ძირითადი ჯგუფია: O, A, B, AB ანუ I, II, III, IV. სისხლის ჯგუფი, სიცოცხლის განმავლობაში, არ იცვლება. სისხლის დაკარგვისას მიღებულია მხოლოდ ერთი და იგივე ჯგუფის სისხლის გადასხმები, თუმცა ასევე შესაძლებელია სხვა იგივე რეზუს–ფაქტორიანი ადამიანის სისხლის გადასხმა გარკვეული წესით.

image


რატომ გვაქვს ადამიანებს სისხლის სხვადასხვა ჯგუფი?


მეცნიერები უხსოვარი დროიდან იკვლევენ სისხლის სტრუქტურას და მის შესახებ უკვე ბევრი რამ ცნობილია, თუმცა არის კითხვები სისხლზე, რომლებიც დღემდე პასუხგაუცემელია. ჯერ კიდევ არ არის პასუხი იმაზე, თუ რატომ არის მისი ჯგუფები განსხვავებული და არსებობს მოსაზრება, რომ ეს ევოლუციის შედეგია.


image


ცნობილია, რომ სისხლის ჯგუფები, სისხლში შემავალი უჯრედების ანტიგენებით განსხვავდება, ანტიგენები კი ანტისხეულების სიგნალს ასრულებენ– ანადგურებენ სისხლში უცხო უჯრედებს. სწორედ ამის დადგენა ვერ მოხერხდა აქამდე, თუ რატომაა სისხლში ეს ანტიგენები განსხვავებული, თუმცა მოსაზრებების თანახმად უთუო კავშირი აქვს დაავადებებთან და იმუნიტეტთან. მაგალითად: მე–III ჯგუფის სისხლი ძალზედ მგრძნობიარეა ნაწლავური ჩხირების მიმართ; I ჯგუფის კი გამოირჩევა სრული იმუნიტეტით მალარიის მიმართ.



იხილეთ აგრეთვე:


ჰემოგლობინის ნორმა თქვენი ასაკის მიხედვით- გაითვალისწინეთ!

2
139
15-ს მოსწონს
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
22 მარტი, 20:36
მადლობა აჩიკუნა.
21 მარტი, 23:50
ძალიან საინტერესო იყო
0 1 2