x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
ფაფების გამაჯანსაღებელი თვისებები
image


ჰამბურგერებისა და პიცების ეპოქაში, სამწუხაროდ, ფაფამ თავისი პოპულარულობა დაკა-

რგა. ძველ დროში კი სადღესასწაულო სუფრაზე ფაფის მიტანასაც არ ერიდებოდნენ. იგი

საწესჩვეულებო საჭმელი გახლდათ. მას ქორწილებში, ქელეხებში, ძეობაზე, ნათლობასა


და რელიგიურ დღესასწაულებზე მიირთმევდნენ.ფაფა ერთ-ერთი ყველაზე კალორიული

და ნოყიერი კერძია. ფაქტობრივად, ძალიან სასარგებლო პროდუქტია. ყველა სახის ფაფა

დიდი რაოდენობით შეიცავს ნახშირწყლებს, ცილებს, ცხიმებს, უჯრედისებს, B1, B2, B6,

PP-ვიტამინებს, ასევე მიკროელემენტებს-კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, ფოსფორს. ყველა-

ნაირი ფაფა გამონაკლისის გარეშე, ერთნაირად სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევებით დაავადებულთათვის.


image


შვრიის ფაფა-ძალიან ნოყიერია და დიდი რაოდენობით მცენარეულ ცხიმებს შეიცავს.ის

ასევე მდიდარია ფოსფორითა და მაგნიუმით. ამცირებს ქოლესტერინისა და შაქრის რაო-

დენობას სისხლში, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და კანის მდგომარეობას, აღად-

გენს გულის მოქმედების რიტმს, არეგულირებს ჰორმონების დონეს, ასტიმულირებს ფა-

რისებრი ჯირკვლის მოქმედებას, ამაგრებს ნერვულ სისტემას, ეხმარება უძილობისა და

შეშუპების დროს, ასევე აქვს გამამხნევებელი უნარი.


image


წიწიბურას ფაფა-მდიდარია ამინომჟავებით, რკინით, ცილებით.კვებითი ღირებულებით

ხორცს ნამდვილად არ ჩამოუვარდება.სასარგებლოა ადამიანებისთვის, რომლებსაც ღვი-

ძლი და შაქრიანი დიაბეტი აწუხებთ. ასევე კარგია ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიის,

შეშუპების დროს. გახსოვდეთ, წიწიბურას ფაფა მიიღება წიწიბურას ბურღულისაგან

(მთელ-მთელი მარცვლებისაგან) და არა დამუშავებულისგან.წიწიბურა განსაკუთრებით

რძეზე მომზადებულია სასარგებლო.


image


ბრინჯის ფაფა-სასარგებლოა ავადმყოფებისთვის, ვისაც ღვიძლი და შარდის ბუშტი აწუ-

ხებს. ხელს უწყობს ორგანიზმიდან მარილებისა და შლაკების გამოდევნას. ასევე აღად-

გენს შინაგან ბალანსს.


image


ფეტვის ფაფა-მდიდარია კალციუმითა და მაგნიუმით.ის ენერგიის მომცემ პროდუქტად

ითვლება. სასარგებლოა დაავადებული გულ-სისხლძარღვებისა და თირკმელებისათვის

აგრეთვე ჰიპერტონიის დროს.


image


ქერის ფაფა-რეკომენდებულია ნაწლავების დაავადებების დროს, რასაც თან ერთვის ყა-

ბზობა.


image


ხორბლის ფაფა-ორგანიზმს ამაგრებს და აჯანსაღებს. ბულგარელი მკურნალი ვანგა ყვე-

ლას მოუწოდებდა, კვირაში ერთხელ მაინც ეჭამათ.

1
61
10-ს მოსწონს
ავტორი:დათო შაროვი
დათო შაროვი
61
  
2017, 15 მარტი, 16:04
წიწიბურა ფაფადაც მაგარია და გარნირადაც...
0 1 1