x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
ჩაყარეთ მარილი შამპუნში - შედეგი თმების მდგომარეობაზე აისახება

image

ბევრმა შეიძლება არ იცის, რომ ჩვეულებრივი სუფრის მარილი საუკეთესო საშუალებაა თმების და კანის სილამაზისთვის.

მარილი უკვე კარგადაა ცნობილი თავისი სასარგებლო თვისებებით. ბევრი მას იყენებს ფეხის აბაზანებისთვის, მაგრამ ასევე არის მისი გამოყენების სხვა ბევრი საუკეთესო საშუალებაც. გამოსცადეთ ზოგიერთი მათგანი თქვენს თავზე:

1. თმების მოვლა
თუკი თქვენი თმები მალე ცხიმიანდება, დაიბანეთ შამპუნით, რომელშიც წინასწარ უნდა ჩაყაროთ ერთი მუჭა მარილი. დაბანის შემდეგ თქვენი თმების მდგომარეობა იქნება არაჩვეულებრივი, ასევე დააკვირდით თქვენი თმების ცხიმიანობას, ის თანდათან შემცირდება.

image

თმის მოცულობის გაზრდის ალტერნატიულ საშუალებად გამოიყენეთ მარილით მკურნალობის მეთოდი. შეურიეთ მარილი თმის კონდიციონერს, შეათბეთ ქურაზე ეს ნაზავი და შემდეგ შეიზილეთ თმებში ძირებიდან ბოლოებამდე. გაიჩერეთ 20 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ. მკურნალობის ეს მეთოდი ხელს უშლის თმის ბოლოების გაყოფას და ზრდის თმის მოცულობას.

image

2. სახის მოვლა
მარილი შეურიეთ თხევად საპონში ან სახის გამწმენდ კრემში. გულდასმით წაისევით ნაზავი სახეზე და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს ეხმარება სახის კანს ტენიანობის დონის შენარჩუნებაში და აშორებს მკვდარ უჯრედებს.

image

3. ფეხების მოვლა.
თუ თქვენ მთელი დღე ფეხზე დგომა გიწევთ, თქვენი ფეხები მალე იგრძნობს დაღლილობას და ტკივილს. მარილი აურიეთ ზეითუნის ზეთში, ეს კურნავს ფეხების კანს სიმშრალისგან. შეიზილეთ მიღებული ნაზავი ფეხის გულებში კვირაში ერთ-ორჯერ, მშრალი კანი მალე გაუმჯობესდება. ასევე შეგიძლიათ დაამატოთ ეთერზეთი თქვენი სურვილისამებრ, სასიამოვნო არომატისათვის.

image

4. შეამსუბუქეთ სისხლჩაქცევები
სისხლჩაქცევები საკმაოდ არამიმზიდველად გამოიყურება. ისინი რაც არ უნდა კარგა ხნის განკურნებლი იყოს, კვალი მაინც შესამჩნევია. შეეცადეთ მოამზადოთ 2 სუფრის კოვზი მარილის წყალთან შერევით ნაზავი და გულდასმით გადაანაწილეთ კანზე.

image

5. თავის ტკივილი
თუ თქვენ ზაფხულის თბილ ამინდებში ან ოფისში ხანგრძლივი სამუშაო დღის შემდეგ განიცდით თავის ტკივილს, მოსინჯეთ მარილიანი აბაზანის მიღება. მარილი დაგეხმარებათ დაძაბულობის მოხსნაში.


image






0
1186
1-ს მოსწონს
ავტორი:ფიქრია ჯიქია
ფიქრია ჯიქია
1186
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0