x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134527
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
იცით, რომელი პროდუქტები გვმატებენ ენერგიას?
image


თუ გამხნევება გსურთ, ამაში ახალგამოწურული წვენები დაგეხმარებათ. მათი მომზადება

ადვილია და დასალევადაც გემრიელია. დღეში ერთი ჭიქა და წინ, სამსახურის საქმეების-

კენ! ბოსტნეულის წვენი არამხოლოდ ვიტამინების წყაროა. ასევე მეტად სასარგებლო აქ-


ტიურ ნივთიერებებს შეიცავს.ბოსტნეულის რბილობიდან წვენში უჯრედისები, ორგანუ-

ლი მჟავები, პექტინური ნაერთები და ეთერზეთები გადადის. კომბოსტოს წვენი, სტაფი-

ლოსა და სალათის წვენთან შერეული, ორგანიზმს არამხოლოდ სასარგებლო ნივთიერე-

ბებით ამარაგებს, ასევე ზამთარში ცხიმიანი საკვებითა და კონსერვებით გადატვირთულ

კუჭქვეშა ჯირკვალს ეხმარება.ჭარხლის წვენი, სტაფილოს წვენთან შერეული, ნევროზისა

და უძილობის დროს ნერვულ სისტემას ამაგრებს. ჭარხლის ახალგამოწურული წვენი

უმჯობესია მაცივარში 2-4 საათი გააჩეროთ, რათა კუჭის გამაღიზიანებელი ეთეროვანი

ნივთიერებები აორთქლდეს. ჭარხლის წვენი, ქლიავის წვენთან შერეული, კუჭის შეკრუ-

ლობას შესანიშნავად ებრძვის. ოხრახუშის წვენი ერთ-ერთი ძლიერმოქმედია, მაქსიმა-

ლური დოზა 30-60 მლ-ია. რეკომენდებულია სტაფილოს, სალათის, ისპანახის ან ნია-

ზურის წვენთან ერთად. ოხრახუშის წვენი, სტაფილოს წვენთან შერეული, თვალების

დაღლილობას ხსნის, სასარგებლოა სისხლძარღვების და გულის გასამაგრებლად. სტაფი-

ლოს წვენი ენერგიის ნამდვილი ჭაა. ნერვულ სისტემას გადატვირთვისგან იცავს, მხედ-

ველობას, საჭმლის მონელებას და კანის მდგომარეობას აუმჯობესებს, ვირუსული ინფექ-

ციების მიმართ ამტანობას ამაღლებს.

0
48
9-ს მოსწონს
ავტორი:დათო შაროვი
დათო შაროვი
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0