x
კროს - კულტურული განსხვავებები ფერების კოდირებასა და კატეგორიზაციაში

image


ფერი, ეს არის ობიექტის ფიზიკური ხარისხი და ასევე ადამიანის შდაბეჭდილება ან დამოკიდებულება ამ ობიექტზე. ერთი მხრივ ყველა ფერი შეიძლება განვსაზღვროთ ფიზიკური მახასიათებლის მიხედვით, მეორეს მხრივ თუკი ადამიანებს ვთხოვთ დაასახელონ ფერები, მოახდინონ კოდირება, დაიმახსოვრონ და კლასიფიკაცია მიანიჭონ მათ მაშინ ფიზიკური მახასიათებლები დაუკავშირდება ფსიქოლოგიურ ფაქტორებს. ფერების კლასიფიკაციის ყველაზე გავრცელებული მანსელის სისტემაა, რომელიც მოიცავს ფერების მნიშვნელობის გაზომვას. ამ სისტემის თანახმად ფერები სამი პარამეტრის მიხედვით განისაზღვრება: ელფერის, ინტენსივობისა და სიკაშკაშის.

ფერების კოდირების კროს-კულტურული გამოკვლევა ოფიციალურად მეცხრამეტე საუკუნიდან დაიწყო. დიდი გავლენა იქონია გლადსტონის დაკვირვებამ. მან შეამჩნია, რომ გომერის პოეზიაში არ არსებობდა ყავისფერი და ლურჯი ფერები.

პირველი ემპირიული კვლევა ამ სფეროში ეკუთვნის მაგნუსს, რომელმაც შეაგროვა სხვადასხვა კოლონიების მაცხოვრებელთა ინფორმაცია, რათა დაედგინა დიაპაზონი ფერის აღქმასა და მის ლინგვისტურად გამოხატვას შორის. კვლევების შედეგები მკვეთრად განსხვავებული აღმოჩნდა სხვადასხვა კულტურაში. ასევე აღმოჩნდა, რომ ბევრ კულტურაში არ არსებობდა კონკრეტული ფერის აღმნიშვნელი სიტყვები. მოგვიანებით ტიტჩენერმა ჩაატარა კვლევა ამერიკელ სტუდენტებზე და აღმოჩნდა, რომ მათაც უჭირდათ ლურჯის და მწვანე ფერის გარჩევა გარკვეულ განათებაზე. ფერების კოდირებაში კულტურული სხვაობის შედარებით თანამედროვე კვლევები ეკუთვნის ბერლინს და ქეის. მათ აღმოაჩინეს, რომ ბევრ კულტურას 11 “მთავარი“ ფერის დასახელება არ გააჩნია, რაც განპირობებულია იმით, რომ ფერების კლასიფიკაცია არ არის შემთხვევითი ან გაწერილი პროცესი და განსხვავებულია ყველა კულტურაში და ენაში.

0
34
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ლიპარტელიანი
სალომე ლიპარტელიანი
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0