x
სიყვარული და მისი სახეები
image



ხშირად ადამიანებს შორის ურთიერთობა ცდება

უბრალო ნაცნობობის და მოწონება არმოწონების ფარგლებს, მყარედება საკმაოდ ღრმა

ემოციონალური კავშირი. რობერტ სტერნბერგმა შემოგვთავაზა სიყვარულის ე.წ. “სამკუთხოვანი თეორია", რომელშიც გამოყო სამი ბაზისური კომპონენტი:


1) ინტიმურობა - სიახლოვე, რომელსაც გრძნობენ პარტნიორები.

2) ვნება - სექსუალური მოტივი და სექსუალური აღძვრა, რომელიც ასოცირებულია გაწყვილებით ურთიერთობასთან.

3) გადაწყვეტილება/ვალდებულება- კოგნიტური ელემენტი, რომელიც მოიცავს გადაწყვეტილებას, რომ ერთ ადამიანს უყვარს

მეორე და ვალდებულია შეინარჩუნოს ეს ურთიერთობა.

ამ სამი ბაზისური კონპონენტის კომბინაციით სტერნბერგმა გამოყო შვიდი სახის სიყვარული. ესენია:

1)მოწონება - შეიცავს მხოლოდ ინტიმურობას.

2)რომანტიკული სიყვარული- შეიცავს ინტიმურობას და ვნებას (ინდივიდები ფიზიკურად და ემოციურად მიიზიდებიან ერთმანეთისკენ, მაგრამ ვალდებულების გარეშე).

3)მეგობრობა სიყვარული - ეს არის ინტიმურობის და ვალდებულების კომბინაცია.

4)ძლიერი გატაცება - შეიცავს მხოლოდ ვნებას. ეს არის მოზღვავებული, ვნებიანი სიყვარული.

5)განუსჯელი სიყვარული - შეიცავს ვნებას და ვალდებულებას.

6)ჩამქრალი სიყვარული- შეიცავს მხოლოდ ვალდებულებას. ვალდებულებას, რომელიც გრძელდება ინერციით.

7)სრულყოფილი სიყვარული- ეს არის სამივე კომპონენტის კომბინაცია: ინტიმურობის, ვნების და ვალდებულების. იდეალი, რომლის მიღწევაც ყველას სურს. სიყვარული განიხილება როგორც ემოციონალური მდგომარეობა.

ემოციები კი ერთი მხრივ წარმოადგენს ფსიქოლოგიურად აგზნებულ მდგომარეობას და მეორე მხრივ, ეს ფსიქოლოგიური მდგომარეობა განსხვავებულ ფსიქოლოგიურ ელფერს იღებს იმის და მიხედვით თუ რა იარლიყს მივაწერთ მას. ამ თეორას ემოციის ორ-ფაქტორიანი თეორია ეწოდება, რომლის თანახმადაც აგზნება, რა წყაროდანაც არ უნდა მოდიოდეს იგი უნდა გაზარდოს ვნება.

ხშირ შემთხვევაში სასიყვარულო ურთიერთობები ძლიერი ლტოლვით და გატაცების პერიოდით იწყება, რასაც ვნებიან სიყვარულს უწოდებენ. ვნებიანი სიყვარულისთვის აუცილებელი

პირობებია: 1)კულტურული ფონი, რომელშიც ინდივიდი სწავლობს სიყვარულის შესახებ და მოელის, რომ მასაც შეემთხვევა ეს. 2)საწინააღმდეგო სქესის ინდივიდის არსებობა, როგორც სიყვარულის ობიექტის.

3)ინტესიური სიბრმავე- ფსიქოლოგიური აღძვრა, რომელიც ინტერპრეტირებულია როგორც სიყვარული და ეძლევა ეს იარლიყი.

დროთა განმავლობაში ლტოლვის ინტენსივობა იკლებს და ინტიმურობა იმატებს - ეს არის მეგობრობა სიყვარული. მეგობრობა სიყვარული მიუთითებს ღრმა და ხან-გრძლივ მეგობრობაზე, რომელიც გულისხმობს: ურთიერთმოწონებას, ურთიერ-თზრუნვას, პატივისცემას და გამოკვეთილ პოზიტიურ ეოციებს.

სიყვარული შეიძლება ადამიანს თავს დაატყდეს უეცრად და ძალდაუტანებლად, ურ-თიერთობის შენარჩუნება კი მოითხოვს ორი ინდივიდის საგულდაგულო შრომას და

ძალისხმევას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

0
78
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ლიპარტელიანი
სალომე ლიპარტელიანი
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0