x
კვებითი აშლილობები, გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა
image თანამედროვე ცხოვრების სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ისეთი კვებითი აშლოლობები როგორიცაა: ნერვული ანორექსია და ნერვული ბულემია. აღნიშნული კვებითი აშლილობები ძირითადად გოგონებისთვის არის დამახასიათებელი. ხშირად ადამიანები შეიძლება დაავადებული იყვნენ ერთდროულად ნერვული ანორექსიით და ნერვული ბულემიით.

ნერვული ანორექსია (ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს - უმადობას) არის კვებითი აშლილობა, რომელიც ხასიათდება საკვების შეზღუდვით. ანორექსიით დაავადებულებს აქვთ წონაში მატების ირაციონალური შიში და საკუთარი სხეულის არასწორი აღქმა. წონაში მატების შიშით ადამიანები ზღუდავენ საკვების მიღებას და ხშირად შიმშილობენ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, თუმცა ისინი არ კარგავენ მადას, ამიტომ ამ ტიპის ზეწოლამ შეიძლება გამოიწვიოს როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური გართულებები.

ნერვული ბულემია არის კვებითი აშლილობა, რომელიც ზომაზე მეტი საკვების მიღებით და შემდგომ, ხელოვნური გულისრევით ხასიათდება. ახელოვნური გულისრევით ბეულემიით დაავადებულები ცდილობენ "გაისუფთაონ" ორგანიზმი. ანორექსიის მსგავსად, ბულემიით უფრო ხშირად ავადდებიან მოზარდები. ბულემია ანორექსიასთან შდარებით ნაკლებად საშიშია, თუმცა უფრო მეტადაა გავრცელებული.

კვებითი აშლილობების წარმოშობის მიზეზები


1) სოციალური ფაქტორები- საზოგადოებაში გავრცელებული აზრი, რომ ლამაზია “გამხდარი ქალი".

2)ბიოლოგიური ფაქტორები- ორგანიზმში ჰიპოთალამუსის დისფუნქცია და სეროტონინის ნაკლებობა.

3)პიროვნული და ოჯახური ფაქტორები- სიჯიუტე, გადაჭარბებული აკურატულობა, რიგიდულობა, ჰიპერაქტივობა, პერფექციონიზმი, დაბალი თვითშეფასება.

ამ დაავადების მქონე მოზარდები ხშირად იზრდებოდენ ისეთ ოჯახურ გარემოში სადაც მაღალი იყო "კონტროლი" და მათგან მოითხოვდნენ "სრულყოფილებას". ასევე ადგილი ჰქონდა მშობლების მხრიდან ჰიპერმზრუნველობას.

მკურნალობა

კვებით აშლილობები საჭიროებენ ხანგრძლივ და ინტენსიურ მკურნალობას ფსიქიატრთან და ფიქოთერაპევტთან. ხშირად ორივე სახის კვებითი აშლილობის სამკურნალოდ გამოიყენებენ ანტიდეპრესანტებს, ვინაიიდან დეპრესია წინ უსწრებს ან თან ახლავს კვებით აშლილობებს.

უფრო ადვილი სამკურნალოა ბულემია. ანორექსიით დავადებულებს ხშირად აღენიშნებატ რეციდივი, ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგაც კი.

0
387
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ლიპარტელიანი
სალომე ლიპარტელიანი
387
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0