x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134533
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
10 ნიშანი,რომ თქვენს ორგანიზმს რკინა აკლია
image

ყველასათვის კარგადაა ცნობილი, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჰემოგლობინი ნორმაში გვქონდეს. სწორედ რკინაა პასუხისმგებელი ორგანოებისთვის ჟანგბადის მიწოდების პროცესზე. მაგრამ თუ ექიმთან მისვლას ვერ ვახერხებთ, როგორ მივხვდეთ, რომ ჩვენს ორგანიზმს რკინა აკლია? ორგანიზმი თავად გვაძლევს სიგნალს ამ შემთხვევაში.თუ ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან რომელიმე აღგენიშნებათ, მიმართეთ ექიმს და ჰემოგლობინის დონე გადააკონტროლეთ.


1.ძილიანობა

თუ ძილი არ გაკლდებათ და დასვენების დღეებშიც კი, კარგად გამოძინების შემდეგ თავს მაინც დაღლილად გრძნობთ და რული გერევათ, ეს საგანგაშო სიგნალია.



2.კონცენტრირება გიჭირთ

თუ ნამცხვრის რეცეპტი კარგად წაიკითხეთ, მიხვედით მაცივართან, გამოაღეთ და...რა უნდა გამოგეღოთ?აღარაფერი გახსოვთ. ან შედიხართ ოთახში და თქვენს თავს ეკითხებით-აქ რატომ შემოვედი?რა მინდოდა?


3.გეოფიაგია

ეს სიტყვა აღნიშნავს პერიოდულად აღმოცენებულ ძლიერ სურვილს, გასინჯო რაღაც უცნაური და ორგანიზმისთვის შეუთავსებელი, როგორიცაა:მიწა, ქვიშა, ცარცი...


4.ქოშინი

ჩქარობდით, რომ ტრანსპორტისთვის მიგესწროთ და შემდეგ ნახევარი საათი ითქვამდით სულს, ჰაერს ყლაპავდით და თავბრუ გეხვეოდათ-ეს სიმპტომები დაბალ ჰემოგლობინს უკავშირდება.


5.ფერმკრთალი კანი

არისტოკრატული სითეთრე მოდურად ითვლება, მაგრამ ეს რკინის დეფიციტის ბრალიც შეიძლება იყოს. თუ ფიზიკური აქტივობის შემდეგ ლოყები გიწითლდებათ, მაშინ ყველაფერი რიგზეა, თუ მარმარილოსავით უცვლელი დარჩა-ჰემოგლობინი უნდა გააკონტროლოთ.


6. კუნთების ტკივილი

ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, კუნთები თუ გტკივათ, ბუნებრივია. მაგრამ, თუ მთელი დღე დივანზე იკოტრიალეთ და დილით კი ისე გრძნობთ თავს, თითქოს ესესაა სავარჯიშო დარბაზიდან გამოხვედით, ეს უკვე ყურადსაღები ნიშანია.


7.მსხვრევადი ფრჩხილები

თუ თქვენი ფრჩხილები, თხელია, ადვილად გტყდებათ და ზედ პატარა ჩაღრმავებებსაც ამჩნევთ-ეს შესაძლოა რკინის დეფიციტს უკავშირდებოდეს.


8.ხშირი ინფექციები

დაბალი ჰემოგლობინი შესაძლოა ხშირი გაციების მიზეზად იქცეს, ამიტომ, ნუ დაადანაშაულებთ კონდიციონერს და გადაამოწმეთ, ჰემოგლობინი ნორმაში გაქვთ თუ არა.


9.მოუსვენარი ფეხების სინდრომი

მაგიდასთან წყნარად ვერ ჩერდებით, გამუდმებით ფეხს ფეხზე იდებთ, აჯვარედინებთ, ხლართავთ ერთმანეთში და გამუდმებით ამოძრავებთ? ეს რკინის დეფიციტის ერთერთი სიმპტომია.


10.ცივი კიდურები

თუ სითბოს მიუხედავად და ზაფხულშიც კი, თქვენ ცივი ხელები და ტერფები გაქვთ, დროა სისხლის ანალიზი ჩააბაროთ და ჰემოგლობინის დონე გადაამოწმოთ.


რკინით მდიდარი პროდუქტებია:ვაშლი, კვერცხის გული, პარკოსნები, სოიო, ოხრახუში, ხორცი, თევზი...

0
256
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
256
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0