x
image
ციცი
Mediator image
" სექს-ბომბები... ნახევარი საჯდომი რომ გიმზერს ფაქიზად..."-ქალთა სახეები ასპრია ფიტნესში

image
სოციალური ქსელის, "ფეისბუქის" ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მომხმარებელი, ბლოგერი გურამ შეროზია პირად გვერდზე მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც იგი იმ ქართველი გოგონების შესახებ წერს, რომლებიც ფიტნეს კლუბში სავარჯიშოდ კი არა, მოდის გამო, საჭორაოდ და გასართობად დადიან. აიპოდ დაკარგულმა შეროზიამ, ასპრია ფიტნესში "მოვარჯიშე" გოგონებზე დაკვირვებით, ქალთა სახეები შემდეგ კატეგორიად დაყო:


"ქალთა სახეები ასპრია ფიტნესში:
1. დავარცხნილ, გაშლილ თმიანი, ტონა მაკიაჟიან-წითელ პომადიან-დეკოლტიან-ქუსლიანი დასაოჯახებლები;
2. "აუ ეს ვარჯიში როგორ გავაკეთოოოოო??" ანუ ძალიან "აბშიწელნაია-ები";
3. სექს-ბომბები - ბრაზიალიანა შორტიანები, ნახევარი საჯდომი რომ გიმზერს ფაქიზად და სულ ისეთ გაწელვებს რომ აკეთებენ, "წახრას" რომ საჭიროებს და მამრობით მხარეს სავარჯიშო პროცესი რომ ჩერდება.
4. უზარმაზარ ჰანტელს დაძგერებული ამორძალები, თავს არარაობად რომ გაგრძნობინებენ;
5. მხოლოდ საჯდომის ვარჯიშის მკეთებელი მბუქნავები;
6. "პო@@ისტკები", ორი საათის განმავლობაში სულ სამჯერ რომ ივარჯეშეს, მაგრამ სამაგიეროდ 127 ჭორი რომ გაცვალეს;
7. აგრესორები "აქ მე ვვარჯიშობდი!!" -თითქოს სახლიდან აქვთ მოტანილი ტრენაჟორი
8. "ჩექინშიცები" - მოვიდა, დაჩექინდა, გაიარა, გამოიარა, წავიდა.
აი რას გიშვება, როცა აიპოდს კარგავ...
კვირამდე თუ ვერ ვიყიდე, კაცთა სახეებზე ვაწარმოებ დაკვირვებას."
image

0
117
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
117
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0