x
გზა წარმატებულ ლიდერამდე

imageვინ არის ის ადამიანი, ვინც გადაწყვეტილებას იღებს იერარქიის მქონე ჯგუფში?


რა თქმა უნდა – ლიდერი. ლიდერობის მრავალი განმარტებიდან ყველა მათგანში იკვეთება საერთო მახასიათებელი: ლიდერი ის ადამიანია, რომელსაც ჯგუფის სხვა წევრებთან შედარებით შეუძლია ჯგუფის ან ინდივიდის ფუნქციონირებაზე ძლიერი ზემოქმედება მოახდინოს, რის შედეგადაც ჯგუფი ან ინდივიდი ორიენტირებულია მიზნის დასახვასა და მიღწევაზე. ლიდერებს, როგორც წესი, ირჩევენ თავად ჯგუფის წევრები და ასეთ შემთხვევაში ლიდერს ეძლევა კანონიერი ძალაუფლება. ხშირად ლიდერებს ჯგუფებსა თუ ორგანიზაციებში უჭირავთ ისეთი თანამდებობები, რომლებითაც მოახერხებენ სხვების ეფექტურ მართვას.


ლიდერობის თეორიები:

ნიშნის თეორიის თეორიტიკოსები ლიდერობის ამოსავალ წერტილად მიიჩნევდნენ თავად ლიდერის ინდივიდუალურ მახასიათებლებს და ლიდერობის შესწავლას მათი მეშვეობით ცდილობდნენ. ამ მიდგომას ხშირად სხვაგვარად „დიდი პიროვნების“ თეორიასაც უწოდებენ. არსებული სტერეოტიპის მიხედვით ე.წ „დიდი პიროვნება“ თავისი თვისებებით მნიშვნელოვნად განხსვავდება სხვა ჩვეულებრივი ადამიანებისგან. ეს თეორია ლიდერის პორტრეტს შემდეგნაირად ხატავს: ინტელექტი, დომინანტობა, თვითდარწმუნებულობა, აქტივობის და ენერგიის მაღალი მაჩვენებელი და კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად საჭირო ცოდნა. ასევე ლიდორბას უკავშირებდნენ ისეთ ცნებებს, როგორიცაა განათლება, სოციალური სტატუსი. თუმცა, უნდა აღინიშნოს ის, რომ კორელაციურმა კვლევებმა არ დაადასტურა მნიშვნელოვანი განსხვავება ლიდერსა და „ჩვეულებრივ“ ადამიანებს შორის. ნიშნის თეორიებში ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესოა ქარიზმატული ლიდერის ცნება. ეს ფენომენი პირველად გერმანელმა სოციოლოგმა მაქს ვებერმა აღწერა. ქარიზმარტულ ლიდერობასთან მაშინ გვაქვს საქმე, როცა ადამიანის გამორჩეული, ზებუნებრივი და ზეადამიანური თვისებებია აღიარებული. ამ შემთხვევაში ძალაუფლება ეკუთვნის ცალკეულ ადამიანს, რომელსაც გააჩნია გამორჩეული უნარი. საზოგადოებას ახასიათებს პიეტეტი ამგვარი ადამიანების მიმართ მათი განსაკუთრებული თვისებების გამო. ქარიზმატულ ლიდერებად განიხილებიან: იოსებ სტალინი, ადოლფ ჰიტლერი, საქართველოში ზვიად გამსახურდია. უნდა აღნიშნოს რომ ქარიზმატულ ლიდერთან დაკავშირებულმა კვლევებმა დაადასტურა არსებითი განსხვავება ქარიზმატულ და არაქარიზმატულ ლიდერებს შორის. აღმოჩნდა, რომ ქარიზმატულ ლიდერებს უფრო მეტად ახასიათებდათ მიღწევისა და ძალაუფლების მოტივაციები.

ქცევითი (ფუნქციონალური) თეორიები დიდ ყურადღებას უთმობს ლიდერების ქცევით პატერნებსა და სტილებს და აგრეთვე მათი ფუნქციების შესწავლას. კურტ ლევინმა თავისი კვლევების საფუძველზე, რომლებშიც სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს (ლიდერს) შორის დამოკიდებულება იკვლია გადაწყვეტილების მიღების სტილთან დაკავშირებით, გამოყო 3 ლიდერის ტიპი: ავტორიტარული, დემოკრატიული, ლიბერალი . ავტორიტარული სტილის ლიდერი პრობლემის გადაჭრისას თავად გასცემს მითითებას და დანარჩენები ამ მითითებას ასრულებენ. დემოკრატიული სტილის ლიდერის შემთხვევაში ის თანამონაწილეობას მოითხოვს ჯგუფის წევრებისგან და უბიძგებს მათ გაუზიარონ ლიდერს თავისი იდეები და წინადადებები პრობლემის გადასაჭრელად. ლიბერალური სტილის ლიდერი კი სრულ თავისუფლებას აძლევს ჯგუფის წევრებს ქმედებაში. გამოკვლევები მიუთითებს, რომ ყველაზე ეფექტური ლიდერობის დემოკრატიული სტილია.

სიტუაციური თეორიის მიხედვით ეფექტურ ლიდერად ითვლება ის, ვისაც შეუძლია საკუთარი ლიდერობის სტილის კონკრეტულ სიტუაციასთან, ჯგუფთან და საკუთარ ღირებულებებთან მორგება. სიტუაციურ თეორიებში კლასიკურია ფიდლერის თეორია, რომლის მიხედვითაც ლიდერობის ეფექტურობას განსაზღვრავს ლიდერობის სტილსა და სიტუაციაზე მორგებას შორის ხარისხი. ამის მიხედვით გამოყოფილია სამი სიტუაციური ცვლადი, რომელიც განსაზღვრავს ლიდერისათვის სიტუაციის კეთილგანწყობას: 1. ლიდერ-წევრის დამოკიდებულება; 2. ამოცანის სტრუქტურა; 3. ლიდერის სიტუაციური ძალაუფლება.

image
წარმატებული ლიდერი

ამერიკელმა ფსიქოლოგებმა ჯოზეფ კენჯემიმ და კაზიმირ კოვალსკიმ ჩაატარეს სპეციალური გამოკვლევა. მათ 100 მოქმედი ყველაზე წარმატებული და უმაღლესი წრის ხელმძღვანელის მოქმედების თავისებურებებზე მოახდინეს დაკვირვება.
აღმოჩნდა, რომ ყველა ამ წარმატებულ ტოპ-მენეჯერს აერთიანებდა ლიდერობისთვის დამახასიათებელი მთელი რიგი საერთო თვისებები:

1.აზროვნების თავისებურებები
ექსტრემალურ სიტუაციაში მართვის ნიჭი
რამდენიმე პრობლემის ერთდროულად გადაწყვეტის ნიჭი
გაურკვეველ მდგომარეობაში სიმტკიცის გამოვლენა
სიტუაციის ადეკვატურად აღქმა
2.აგრესიასთან გამკლავების უნარი
ინიციატივის და მართვის ხელში აღების ნიჭი
თანამშრომლობის ნიჭი
ინიციატორობა
ენერგიულობა
3.ემოციების მართვა
სხვა ადამიანებზე ფსონის სწორად დადების უნარი
თანაგრძნობა
პასუხისმგებლობა
დამოუკიდებლობა
4.პიროვნული იდეალი
სტრესის მიმართ ამტანობა
მიზანდასახულობა
იუმორის გრძნობა
პიროვნული მიმზიდველობა

0
105
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ბროლაძე
მარიამ ბროლაძე
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0