x
ადელეს სინდრომი (ნეტავ სად მიდის სილამაზე, სად იკარგება).
image


ადელე ჰუგო იყო ცნობილი მწერლის ვიქტორ ჰუგოს ქალიშვილი, გარდა ამისა ძალიან ნიჭიერი და ლამაზი პიანისტი.მდიდარი სილამაზისა და ერთ-ერთი ყველაზე სასურველი საპატარძლო მთელს პარიზში. არ დადიოდა კავალერი, ვისაც გული არ შეუთავაზებია მისთვის. მაგრამ ადელე იყო მშვიდად და ხალისიანად, და...

ადელეს ერთი შეხედვით მოეწონა გაურკვეველი ბრიტანელი ოფიცერი და მან ჩათვალა, რომ ის შეხვდა თავის ბედს. მან არაფერი იცოდა მისი ჩვევებისა და ხასიათის შესახებ. (მათ შორის იყო ბევრი მავნე ხასიათი).მაგრამ მან მიუძღვნა მთელი თავისი ძვირფასი ცხოვრება არჩეულ კაცს: დატოვა სახლი, ის დადიოდა ქალაქებსა და ქვეყნებში, სადაც პისონს გაუშვებდნენ სამხედრო სამსახურიდან.

უნდა გვესმოდეს, თუ რამდენად იყო ადელე შეყვარებული, ყურადღება უნდა მიექციოს იმ ფაქტსაც, რომ როდესაც პისონი გადაიყვანეს კანადაში მსახურად, ადელე მშობლების მალულად გაჰყვა მას და რომ გადაეხადა მგზავრობის საფასური დედას ძვირფასეულობა მოპარა. სამი წლის განმავლობაში, ადელე დაბინავდა ჰალიფაკსში.მან განუცხადა სხვებს, რომ ოჯახი ეწინააღმდეგებოდა მათ ურთიერთობას.რომ მას შეეძინა მკვდარი ბავშვი პინსონისგან. ის იყო ქალი, რომელიც ცხოვრობდა თავის სამყაროში.


image

1866 წელს პისონი გააგზავნეს დასავლეთ ინდოეთში და ადელიც გაჰყვა მას. მისი კუნძულზე ცხოვრების დეტალებიდან ცოტა რამ არის ცნობილი, მაგრამ ცნობილია, რომ მისი ფსიქიკური მდგომარეობა გაუარესდა უფრო მეტად.ის ამტკიცებდა, მას ეწოდა "მადამ პისონი".დამკვირვებლები აღწერენ, როგორც :"დამთრგუნველი, გაცვეთილი ტანსაცმლით, რომელიც ნაკლებად შეეფერებოდა ტროპიკულ კლიმატს. ის სულ რაღაცას წერდა, ქუჩებში ხეტიალისას. ბიჭები ქვებს უშენდნენ, რადგან მან ამჯობინა ღამით გარეთ გასვლა.

1872 წელს ადელი გადმოიყვანეს საფრანგეთში. ეს იყო სამწუხარო დაბრუნება – გარდა მისი მამისა, ყველა სხვა ოჯახის წევრი გარდაცვლილი იყო. მისი ფსიქიკური მიზეზის გამო ბოლო პერიოდში ადელე სულ იჩრდილებოდა და დარჩენილი მისი ცხოვრება დაჰყო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. ზოგჯერ მამა თუ მოინახულებდა ხოლმე მას, 1885 წლამდე სანამ ის გარდაიცვლებოდა. ადელე გარდაიცვალა 1915 წელს. მისი სახე კი დარჩა კვალი ყოფილი სილამაზის.

image

ის ცნობილი გახდა უპასუხო სიყვარულის ამბით. ტერმინი "ადელეს სინდრომი" რომელიც ნიშნავს ვნებიან უპასუხო პლატონურ სიყვარულს, მრავლად იქნა ლიტერატურაში გამოყენებული. ექსპერტები ფსიქიატრიის სფეროში, რომლებმაც ეს ამბავი შეისწავლეს ირწმუნებიან, რომ თუ თავიდანვე მიაქცევდნენ გოგონას ყურადღებას ის შეიძლება განკურნებადი ყოფილიყო და შეიძლება გადარჩენილიყო.

0
285
1-ს მოსწონს
ავტორი:ლიკუნა კიღურაძე
ლიკუნა კიღურაძე
285
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0