x
წითელ ბრძენთა ოქმები4 -კარიბჭეთა მცველნი
image


1970 წლის 5 ოქტომბერს ამერიკული ჟურნალი "ტაიმი" წერდა, რომ ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ექვსი ამერიკელი ლაურეატიდან ხუთი – იუჯინ ო'ნილი, სინკლერ ლიუისი, უილიამ ფოლკნერი, ერნესტ ჰემინგუეი და სტაინბეკი ალკოჰოლიკები იყვნენ.იმავე პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ მეცხრამეტე საუკუნის ამერიკელ მწერალთა თითქმის 50 პროცენტი ასევე ალკოჰოლიკი გახლდათ.

ოსიპ და ნადეჟდა მანდელშტამები

პოეტ ოსიპ მანდელშტამის მეუღლე ნადეჟდა მანდელშტამი კი ერთ-ერთ ჟურნალში საჯაროდ აცხადებს, რომ თანამედროვე მწერალთა უმრავლესობა საკუთარ მკითხველს ან უფსკრულისკენ მიაქანებს, ან სანაგვეზე ერეკება.თქვენ, ალბათ იცით, რომ პოეტი მანდელშტამი დიდი წმენდის დროს იქნა ლიკვიდირებული, დღეს კი შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო მისი ლექსების ახალ-ახალ გამოცემებს დიდი მონდომებით სტამბავს.


სიონისტებისა და ტროცკისტების ამერიკული გამოცემა "новое русское слово" მწერალ მიხაილ ზოშჩენკოს გულწრფელ აღიარებას ბეჭდავს, რომელშიც ვკითხულობთ: იცით, მწერლობა ძალიან ჰგავს ავადმყოფობას, და ეს ავადმყოფობა ადამიანს, როგორც წესი, კარგი ცხოვრებისაგან არ ემართება. ან რაიმე განსაკუთრებული უნდა შეგემთხვას, ან იმთავითვე ავადმყოფი უნდა იყო, რომ ეს სენი შეგეყაროს"...

ინგლისელი "სოვეტოლოგი" რობერტ კონკვენტი დიდი წმენდისადმი მიძღვნილ თავის სქელტანიან წიგნში "დიადი ტერორი" წერს– საბჭოთა კავშირის მწერალთა პირველი ყრილობის 700 დელეგატიდან 1954 წლისთვის მხოლოდ 50 მწერალი იყო ცოცხალი.თვით სოლჟენიცინიც კი აცხადებს, რომ დროის ამ მონაკვეთში 600-მდე მწერალი განადგურდა.

არადა, ლიტერატურულ ენციკლოპედიაში რომ ჩაიჭყიტოთ, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მწერლის ბიოგრაფიის ბოლოს წააწყდებით არაფრისმეტყველ ფრაზას – იყო უკანონოდ რეპრესირებული. რეაბილიტირებულია სიკვდილის შემდეგ. ამ ფრაზიდან, მხოლოდ ის სჩანს, რომ მწერლის ლიკვიდაცია სწორედ დიდი წმენდის დროს მოხდა. თითქოს ამაზრზენი სურათია, მაგრამ, თუკი ამ საკითხზე ჩატარებულ საერთაშორისო გამოკვლევას დავეყრდნობით, მჯღაბვნელთა რეპრესირების საქმეში პირველ ადგილზეა არა საბჭოთა კავშირი, არამედ არგენტინა, სადაც, ანარქიასთან და ტერორთან ბრძოლის მოტივით, ადგილობრივმა სამხედრო მთავრობამ 119 მწერალი გამოამწყვდია დილეგში.საბჭოეთში დღეს მხოლოდ 78 ვაი-მწერალია იზოლირებული, მათი უმრავლესობა დისიდენტია და, შესაბამისად, სასჯელსაც საგიჟეთში, სულფაზინის ან ამინაზინის დიდი დოზების თანხლებით იხდის.

პუშკინი და ნატალია გონჩაროვა

მცირე ხნით მე-19 საუკუნის რუსულ მწერლობაში გადავინაცვლოთ – დიდი პუშკინის საბედისწერო დუელის მიზეზი ის გახლდათ, რომ დანტესი მის მეუღლეს ნატალია გონჩაროვას ეარშიყებოდა.უნდა ითქვას, რომ ცივი და ჭკუასუსტი ლამაზმანი გონჩაროვა ერთობ თავისუფალი ქცევით გამოირჩეოდა და...ერთ მშვენიერ დღეს პუშკინმა მიიღო ანონიმური ბარათი, რომელიც რქებდადგმულ ქმართა ორდენში მის გაწევრიანებას იუწყებოდა. ეს პასკვილი ოცი წლის მამათმავალმა – თავადმა პეტრე დოლგორუკოვმა შეთხზა, რომელიც ჰოლანდიელი დიპლომატის გეკერნის საყვარელი იყო. ბარონმა გეკენრმა 45 წლის ასაკში იშვილა 25 წლის ღარიბი ბარონი დანტესი.ფაქტობრივად, მან შინ ახალგაზრდა ჯანიანი ქმარი მიიყვანა და მამათმავლობით შენიღბა. ანუ პუშკინი გეკერენის, დოლგორუკოვისა და დანტესის მამათმავლური სამეულის შეთქმულებას შეეწირა.ბუნებრივად გაგიჩნდებათ კითხვა – რატომ ეარშიყებოდა მამათმავალი დანტესი პუშკინის ცოლს?იმიტომ, რომ მადამ გონჩაროვაც, დანტესის არ იყოს, მოლესბოსელო ელემენტი გახლდათ, ორსქესოვანი მამაკაცები და ქალები კი ერთმანეთისადმი უდიდესი მიზიდულობით გამოირჩევიან. ცნობისათვის მამათმავალმა დანტესმა ცოლად შეირთო ნატალია გონჩარობას და – ეკატერინე, რომელიც ასევე ელამი და ფრიგიდული იმპოტენტი იყო.მათი ქალიშვილი შარლოტა დანტესი თავისი ბიძის, გარდაცვლილი პუშკინისადმი ნეკროფილური სიყვარულის ნიადაგზე ჭკუიდან შეიშალა და მოკვდა.

იმ საბედისწერო დუელის დროს დაჭრილმა პუშკინმა, რომელიც ჩუბინ მსროლელად ითვლებოდა, 10 ნაბიჯიდან ესროლა დანტესს, მაგრამ ეს უკანასკნელი მოტეხილი ნეკნითა და მცირე ნაკაწრით გადარჩა.საინტერესოა, როგორ გადარჩა დანტესი? ოფიციალური ვერსიის თანახმად, პუშკინის მიერ ნასროლი ტყვია მას მუნდირის ერთ-ერთ ღილზე მოხვდა და სიკვდილისგანაც სწორედ ამან იხსნა, მაგრამ, ინჟინერ ზ.კომარის მიერ ჩატარებული მეცნიერული გამოკვლევის საფუძველზე, რომელმაც გაითვალისწინა და გამოთვალა როგორც პუშკინის მიერ ნასროლი ტყვიის წონა და დიამეტრი, ასევე საწყისი სისწრაფეც, ცხადი გახდა, რომ ღილი დანტესს ვერ უშველიდა.მაშ, რა მოხდა?!

არსებობს ვერსია, რომ დანტესს ტანსაცმლის ქვეშ სპეციალური ფოლადის აბჯარი ეცვა, რომელმაც ტყვია შეაჩერა. ამ ვერსიას ადასტურებს ისიც, რომ გამჭოლი ან შემავალი ჭრილობის მიღების ნაცვლად, მას ნეკნი მოტყდა. ასევე არსებობს ვერსია, რომ როგორც ეს დუელი, ასევე დანტესის გადარჩენის გეგმა, ანუ პუშკინის წინასწარგანზრახული მკვლელობა, გეკერენის მიერ იყო შემუშავებული.


მიხაილ ლერმონტოვი

თითქმის ანალოგიურ ვითარებაში და ახალგაზრდულ ასაკში აღესრულა მეორე რუსი პოეტი ლერმონტოვი, რომელიც, გარეგნობით თუ ვიმსჯელებთ, დიდად ვერ ბრწყინავდა. მას ერთხანს თავდავიწყებით უყვარდა საკუთარი დეიდაშვილი ვარვარა ლოპუხინა. მოგვიანებით მას ასევე თავდავიწყებით უყვარდა დედამისის ბიძაშვილი ანა სტოლიპინა.ყმაწვილკაცობისას კი იგი ასევე თავის ნათესავს, ეკატერინა საშკოვას ეტრფოდა. საკუთარი სიმახინჯის გამო ლერმონტოვი ქალებს, როგორც წესი, დამცინავად და უხეშად ექცეოდა.მასში თავიდანვე გენეტიკის დონეზე იყო ჩადებული თვითლიკვიდაციის კოდი, ამიტომაც ერთ მშვენიერ დღეს თავისი საუკეთესო მეგობრისა და ჩინებული მსროლელის – მარტინოვის დუელზე პროვოცირება მოახდინა.ლერმონტოვს დუელის მსვლელობისას პისტოლეტი არც კი აუწევია, თუმცა, მარტინოვის ჩუბინობას თუ გავითვალისწინებთ, გადარჩენის შანსი მაინც არ ჰქონდა.

ო

ამერიკელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი ო'ნილი, ვისითაც დავიწყე საუბარი, ალკოჰოლიკი რომ იყო, უკვე იცით, მას დედა ნარკომანი ჰყავდა, ძმა – ალკოჰოლიკი, მისმა ერთ-ერთმა ვაჟმა თავი მოიკლა, მეორე ვაჟმა, ასევე ნარკომანმა, ორგზის სცადა თვითმკვლელობა და როდესაც არაფერი გამოუვიდა გაგიჟდა. თვით ო'ნილსაც არაერთგზის ჰქონია მცდელობა თვითმკვლელობის. მას უშედეგოდ ეარშიყებოდა ცნობილი ამერიკელი პოეტი-რადიკალის ჯონ რიდის მეუღლე ლუიზა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ო'ნილის შემოქმედებაში ის გახლდათ, რომ მას ერთხმად აღიარებენ ამერიკული რეალისტური თეატრის ფუძემდებლად, არადა, ო'ნილის დრამატურგიაში სტატისტიკოსებმა 12 მკვლელობა, 8 თვითმკვლელობა და 7 ჭკუიდან შეშლა დაითვალეს, რაც ნათლად მიუთითებს იმ პროცესებზე, რომლებიც ამერიკულ საზოგადოებაში ვითარდება. ყოველ შემთხვევაში, ამერიკული საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც თეატრში დადის, ო'ნილის პიესებში საკუთარ თავს – გადაგვარებულ ადამიანთა კასტას ხედავს.


image


2
101
4-ს მოსწონს
ავტორი:ლიკუნა კიღურაძე
ლიკუნა კიღურაძე
101
  
2016, 24 ნოემბერი, 13:53
ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის აუცილებლად ყოველ საღამოს შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ სტატიების გაგრძელება.
2016, 24 ნოემბერი, 10:14
ლიკუნა, ძალიან მაგარი სტატიაა და თუ ასეთ თემებზე კვლავაც გამოაქვეყნებ, მე, პირადად, გამახარებ და შენი მკითხველი ვიქნები!!!
0 1 2