x
წითელ ბრძენთა ოქმები3 -ეშმაკის რიცხვი (დეგენერატიზმი)
image


ერთ-ერთ ავტორიტეტულ ნაწილად ბიბლიაში აპოკალიფსი ითვლება, რადგან მასში დაწვრილებით არის აღწერილი ეშმაკის რიცხვი – 666.მოდით, ვცადოთ, ამოვხსნათ სიონელ ბრძენთა ეს გამოცანა და თანამედროვე სტატისტიკის მეშვეობით გავერკვეთ ამ უცნაური რიცხვის – 666-ის არსში.თუკი, გავითვალისწინებთ, რომ მაშინ, როდესაც ბიბლია და აპოკალიფსი იწერებოდა, პროცენტებსა და სტატისტიკაზე ერთობ მწირი წარმოდგენა ჰქონდათ, ყველაფერი თავის ადგილზე დადგებოდა.

666, ფაქტობრივად, პროცენტული მაჩვენებელი გახლავთ და ნიშნავს, რომ 1000-დან 666 ადამიანი დეგენერაციის ანუ გადაგვარების გზაზე დგას და, ინკვიზიციის ენაზე რომ ვთქვათ, ეშმაკთან გახლავთ წილნაყარი. თუკი ჩვენ დავაჯამებთ ყველა სტატისტიკურ მონაცემს, საერთო პროცენტული მაჩვენებელი თითქმის 66, 6 პროცენტი იქნება, რაც, თავის მხრივ, ყოველ ათას კაცში აპოკალიფსისეული ეშმაკის რიცხვის - 666-ის ტოლი გახლავთ.

რომის პაპი ინოკენტი VIIIთვით რომის პაპი – ინოკენტი VIII-ს თქმით, ალქაჯები, მჩხიბავები და კუდიანები ბოროტების ფესვთაგანი და სოციალური ავადმყოფობა გახლავთ.უფრო მეტიც, რაკი ეს პარაზიტები ეთაყვანებიან მიუღებელ, მდაბალ ფასეულობებს, ხოლო მათი ცხოვრების წესი შანტაჟი, ვნება, მანკიერება და აღვირახსნილობაა, ისინი ნებისმიერი მოწესრიგებული საზოგადოებისათვის უკიდურესად საშიშ ფაქტორს წარმოადგენენ. როგორც ხედავთ, თვით რომის პაპმა ინოკენტი VIII-მაც კი იცოდა, რომ დეგენერაცია და გადაგვარება ნებისმიერ ეროვნებას, ნაციას და, აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს უქმნის საფრთხეს...თუ თქვენ ნორმალური მამაკაცი ხართ და გსურთ, ცოლი ინტელიგენტური ოჯახიდან შეირთოთ, სამიდან მხოლოდ ერთი შანსი გაქვთ, რომ გაგიმართლებთ, რადგან ინტელიგენციის ორი მესამედი, როგორც წესი, გადაგვარების სტადიაშია და ტერმინი დ ა მ პ ა ლ ი ი ნ ტ ე ლ ი გ ე ნ ც ი ა სწორედ აქედან იღებს სათავეს.


ჯერ კიდევ დოსტოევსკი წერდა - რუსეთს არა კომუნისტები, არა ანარქისტები, არამედ წყეული ლიბერალები დაღუპავენ. არადა, 1917 წლის რევოლუციაში, ისევე როგორც შემდგომ პროცესში, ძირითად როლს

სწორედ ლობერალური ინტელიგენცია თამაშობდა, მასში ჩადებული თვითგანადგურების კომპლექსის გამო. დიდი წმენდა სწორედ ლიბერალებისგან საზოგადოების გაწმენდის მიზნით ჩატარდა. მათ მაშინ სხვა სახის გადაგვარებულ-გადაჯიშებულებიც მიაყოლეს, უფრო მეტიც, ამგვარი ინტელიგენციის ნაშიერებს, ანუ ახალგაზრდა, პოტენციურ ლეგიონერებს უმაღლეს სასწავლებლებთან სათოფეზე არ აკარებდნენ, თანაც ამას შეგნებულად, ინტელიგენციის გამოჯანსაღების, გამოჯამრთელების მიზნით სჩადიოდნენ.

ნუ გგონიათ, რომ ეს ყველაფერი ჯანსაღი ადამიანების ხელით კეთდებოდა, უბრალოდ, დეგენერატთა ერთი კასტა ანადგურებდა დეგენერატთა მეორე კასტას...

სანამ "იმნაირი" ბანოვანების ამოსაცნობ 13 სიმპტომს გაგაცნობდეთ, ისევ და ისევ ბიბლიას მოვიშველიებ და შეგახსენებთ, რომ ხე ნაყოფით იცნობა და რომ ბოროტი ხე არასოდეს გამოისხამს კეთილ ნაყოფს. სწორედ გენეალოგიური ხე გახლავთ ის ერთადერთი ინდიკატორი, რომელზეც მეთოდიკა იგება, მაშ ასე:

სიმპტომი პირველი – გაყრა. თუკი მშობლები გაიყარნენ, ესე იგი, ან დედა იყო არანორმალური ან მამა, ან ორივე. ასეთი მშობლების შვილები კი, როგორც წესი, მიდრეკილები იქნებიან ოჯახური კონფლიქტებისა და გაყრისკენ.

სიმპტომი მეორე – მშობელთა ოჯახური ცხოვრების წესი. თუკი მშობლებმა ბედნიერი ცხოვრებით იცხოვრეს, მათი შვილებიც, წესით, რიგიანები უნდა იყვნენ, ხოლო, თუკი თქვენი სიმამრი და სიდედრი ისევე ეგუებოდნენ ერთიერთს, როგორც კატა-ძაღლს, თქვენც იგივე პრობლემა გექნებათ მათ ქალიშვილთან თანაცხოვრებისას. სწორედ ამიტომ, სარძლოს შერჩევისას, უპირველესად კითხულობენ – როგორი ოჯახიდან არის იგი.

სიმპტომი მესამე – ძმები და დები.თალმუდში შავით თეთრზე წერია, რომ მამაკაცი ცოლის შერთვისას ვალდებულია, კარგად გაეცნოს საცოლის და-ძმას, მათ ხასიათს, რადგანაც მისი შვილები დედის დებსა და ძმებსაც დაემსგავსებიან. თუკი ოჯახში ერთი შვილი მაინც დეფექტიანია ან პრობლემური, ეს პრობლემები და დეფექტები სხვებსაც ექნებათ, ოღონდ სხვადასხვა ფორმითა და გამოვლინებით, რაც უსათუოდ აისახება თქვენი შვილის გენეტიკაზე.

სიმპტომი მეოთხე –ნათესავები. ბებიები, ბაბუები, ბიძები, დეიდები, მამიდები და მთელი ის გენეტიკური ქვაკუთხედები, რომელშიც თქვენი საცოლე მოიხარშა, ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი გახლავთ.

სიმპტომი მეხუთე – მეგობრები, ნაცნობთა წრე. პრინციპი:მითხარი, ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი, ვინ ხარ შენ, ერთობ უტყუარი გახლავთ – როგორც წესი, გადაგვარებული დეგენერატები ერთმანეთთან მეგობრობენ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ამ მეგობრობით მამათმავლობას ან ლესბოსელობას ნიღბავენ.

სიმპტომი მეექვსე – კრუნჩხვითი დეფექტები და ნერვიული მანერები.როგორც წესი, მსგავსი დეფექტები პირის ღრუს გარშემო ან, ძირითადად, სახეზე გვხვდება.ამგვარი დეფექტი ნერვულ ავადმყოფობათა აშკარა სიმპტომი გახლავთ, რაც უიღბლო, პრობლემური ქორწინების წინაპირობაა.

სიმპტომი მეშვიდე – სიელმე და თვალის სხვა დეფორმაციები. ხალხში ამბობენ, რომ თვალები სულის სარკეა და ეს მართლაც ასეა. თუ კაცს თვალი მრუდო აქვს, სულიც ასეთივე ექნება.ტერმინი გათვალვაც აქედან მოდის.სიელმესთან ერთად ასტიგმატიზმიც და სხვადასხვა ფერის თვალებიც.

სიმპტომი მერვე – მეტყველების დეფექტები. ენაბლუ, ჩლიფინა ადამიანებს, როგორც წესი, ნერვული სისტემა წესრიგში არა აქვთ და არც მათი ფსიქიკა გახლავთ იდეალური.საუკეთესო მაგალითად ლენინი გამოდგება, მას მეტყველების პრობლემები ჰქონდა და აკი, გარდაიცვალა კიდეც ტვინის დაავადებით.

სიმპტომი მეცხრე – მყრალი სუნი. როგორც წესი, ნორმალური ადამიანები არ მიირთმევენ ფრანგული ყველის ერთგვარ, უკიდურესად მყრალ სახეობას.ამის მიზეზი არასასიამოვნო სუნისადმი შესაბამისი დამოკიდებულება გახლავთ.ხოლო ის ვისაც ცუდი სუნისადმი უარყოფითი დამოკიდებულება არ აქვს, არც ფრანგულ სიყვარულზე ამბობს უარს.და საერთოდ, გადაგვარებულ თუ გარყვნილ ადამიანებს ხშირად ასდით ცუდი სუნი.

სიმპტომი მეათე – ქრონიკული შაკიკი. ძლიერი და ქრონიკული თავის ტკივილი, რომელსაც არანაირი ტკივილგამაყუჩებელი არ შველის, ასევე ცუდი ნიშანია და ეს ავადმყოფობაც, როგორც წესი, მემკვიდრეობით გადადის.

სიმპტომი მეთერთმეტე – ცხენისებური კბილები. ცხენივით წინ გამოშვერილი კბილები, ისევე როგორც სიელმე, ცუდი მემკვიდრეობისა და მრუდე სულის ნიშანი გახლავთ.

სიმპტომი მეთორეტე – ეშმაკის დამღა. დიდი და პატარა ტყირპები, ხალების სიუხვე ან სხვადასხვა ფერის ლაქებიც გადაგვარებას, დეგენერაციას უკავშირდება და შუა საუკუნეებში მათ ამიტომაც ეძახდნენ ეშმაკის დამღას.

სიმპტომი მეცამეტე – სატანისა და ანტიქრისტეს კავშირი. ძალიან საშიშია ზოგიერთი შერეული ქორწინების ნაყოფი. ასე, მაგალითად, ყველასთვის ცნობილია, თუ რამდენი ბოროტება დათესა ნახევრად ებრაელმა კერენსკიმ, ნახევრად ებრაელმა ლენინმა, ნახევრად ებრაელმა ჰიტლერმა, ჰაიდრიხმა...

მსგავსი სიმპტომების ჩამოთვლა უსასრულოდ შეიძლება, მაგრამ, ჯერ ერთი, ამისათვის არა გვცალია, და მეორეც – დეგენერატთა შორის სიმპტომთა ისეთ მრავალფეროვან კომბინაციებს წააწყდებით, რომ არათუ თქვენ - უბრალო მოკვდავი, თვით ეშმაკიც კი ვერ გაერკვევა მათ ფორმულათა სისტემაში.

თავად განსაჯეთ, აშშ-ში ყოველწლიურად 250 ათასი დეფექტიანი ბავშვი იბადება. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემდეგ, სიკვდილიანობის თვალსაზრისით, თანდაყოლილი დეფექტები მეორე ადგილზეა და ამერიკული ოჯახების 10 პროცენტს ერთი დეფექტიანი ბავშვი მაინც ჰყავს. აშშ-ს მოსახლეობის ზრდასრული ნაწილის 3%, ანუ 66 მილიონამდე ადამიანი კრეტინიზმის სხვადასხვა ფორმით ავადმყოფობს...ეს ყველაფერი კი სწორედ გადაგვარებულ ადამიანთა ქორწინებისა და ამ გზით კაცთა მოდგმის დეგენერაციის პროცესი გახლავთ...

image

გაიხსენეთ ბაადურ-მაინჰოფის ცნობილი ბანდა – ეს მანიაკი მკვლელები საკუთარი სიამოვნებისთვის ათასგვარ ამაზრზენ დანაშაულს სჩადიოდნენ, მერე კი საკუთარ საქციელს პოლიტიკური მოტივებით ამართლებდნენ.ამ ბანდის თავკაცი ულრიხა მაინჰოფი გახლდათ და მისი 16 წევრიდან 10 ქალბატონი იყო – ესეც თქვენი კუდიანები, ვისაც შუა საუკუნეებში უყოყმანოდ დაწვავდნენ კოცონზე.

image

როგორც გადაგვარების სხვა სიმპტომები, დეფექტიანი ბავშვების რიცხვი და პრობლემაც გაცილებით მაღალია და უფრო მწვავედ დგას საზოგადოების ელიტაში. ასე მაგალითად, პრეზიდენტ რუზველტის ცოლი ელეონორა დეფექტიან ბავშვთა დასახმარებლად ფართო საქველმოქმედო კამპანიებს აწყობდა, იმავეს აკეთებდა პრეზიდენტ კენედის და ევნისა კენედი-შრაივერი. ისრაელის პრეზიდენტის ბეგინის ცოლი ლია კი გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვების დახმარების ეროვნული საბჭოს თავჯდომარე გახლდათ. თითქოს პატივსაცემ ქალბატონებს საქმე გამოელიათ, რომ ამგვარ ღონისძიებებს მოჰკიდეს ხელი, მაგრამ სინამდვილეში ისინი ეშმაკურ პოლიტიკას ატარებდნენ და იმ ადამიანთა ხმების მონადირებას ცდილობდნენ, ვისაც ამგვარი პრობლემები აწუხებს, ასეთები კი მათი ქვეყნების მოსახლეობის ლამის 50 პროცენტს შეადგენენ.



არადა, როგორც წესი, დეფექტიანი ბავშვების სიმრავლეს ხან საზოგადოებას აბრალებენ, ხანაც – ეკოლოგიას.თავად განსაჯეთ, აშშ-ში 360 ათასი დეფექტიანი ბავშვია, ანუ 360 ათასმა მშობელმა გააჩინა და მერე მიატოვა.ამ ბავშვებზე ისევ და ისევ საზოგადოება ზრუნავს გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან ამოღებული თანხებით, დეგენერატი მშობლები კი, რატომღაც, იმავე საზოგადოებას აბრალებენ ყველაფერს, ვინც მათ უკეთურ ნაშიერს ავად თუ კარგად უწევს დედ-მამის მაგივრობას. ამიტომაც ფილოსოფოსთა თუ ღვთისმეტყველთა ნაშრომებში უხვად წააწყდებით გამონათქვამს, რომ ეშმაკი, ანუ დეგენერაციის პირველწყარო ფრიად ცბიერი და ორსახოვანი არსებაა და მისი ერთი მისხალიც კი საკმარისია იმისთვის, რომ გონება აუმღვრიოს ნორმალურ ადამიანს.

2
136
4-ს მოსწონს
ავტორი:ლიკუნა კიღურაძე
ლიკუნა კიღურაძე
136
  
2016, 28 დეკემბერი, 8:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 24 ნოემბერი, 10:40
საინტერესოა... და ის უფრო საინტერესოა, რომ ვიბადებით, ვახელთ თვალს და ,,ბრახ,, ჩვენ, ჩვენი ნების საწინაღმდეგოდ, დეფექტის მატარებლები ვართ, განა ყველას არ აქვს უფლება, იყოს ტანადი, თვალადი, გონიერი, მაგრამ ვინ ,,განაგებს,, ამ პროცესს? იმ 360 ათასი ამერიკელი მშობლის ნახევარი მაინც ხომ ჯანმრთელია და ჯანმრთელი შვილის მოლოდინით ცხოვრობდა? ალბათ, ასეც უნდა იყოს... ყოველთვის უნდა არსებობდეს კეთილი და ბოროტი, მკვლელი და ტოლერანტი, მახინჯი და ლამაზი... სამწუხაროდ(
0 1 2