x
image
მადამ ფისუნია
Mediator image
რა არის დიზაინი?

imageკრისტიან დორი. კაბა-პალტო. 1947


დიზაინი – ფართო გაგებით დიზაინი დაპროექტებას ნიშნავს. დიზაინს ნებისმიერი ახალი საგნის – ინსტრუმენტის, მოწყობილობების, სამოსის, აქსესუარების - შექმნას უწოდებენ. დიზაინის სფეროებია ინტერიერის გაფორმება, დაზგები, ავეჯი, სამოსი და სხვ.
არქიტექტურასთან ერთად დიზაინი იმ მატერიალურ გარემოს ქმნის, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს და მასში სილამაზე შეაქვს. იგი მჭიდროდაა დაკავშირებული მეცნიერებასა და ტექნიკასთან. დიზაინერის მიერ შექმნილი საგნების ფორმა მათ დანიშნულებას უნდა შეესაბამებოდეს; ისინი მოხერხებული უნდა იყოს ხმარების, გარეგნობია - ლამაზიდა სასიამოვნო და ა.შ.
სამოსის დიზაინი დიზაინის კიდევ ერთი წამყვანი დარგია. სამოსის ისტორიაში კაცობრიობის მთელი კულტურაა ასახული : მოდა ყოველთვის განუყოფლადაა დაკავშირებული ადამიანის სხეულის სილამაზის გაგებასთან, განსაკუთრებით ქალის სილამაზესთან. ქალი ხომ მოდის სამყაროს დედოფალია!
XX საუკუნეში უდიდესმა დიზაინერებმა, -კრისტიან დიორმა, ივ სენ ლორენმა, პიერ კარდენმა, ჟან-პოლ გოტიემ, გუჩიმ, ჯორჯო არმანიმ, ტიერი მაგლერმა - სამოსის მთელი ინდუსტრია შექმნეს.
მოდური სამოსი წარმოუდგენელია აქსესუარების გარეშე. ფეხსაცმელი, ჩანთები, ხელთათმანები, ქამრები, მარაოები, ყელსახვევები - ყოველივე ამას დიზაინერები უდიდესი ყურადღებით ეკიდებიან.
ულამაზესი აქსესუარის – მარაოს მოხატვა ხელოვნების მთელი სახეობა იყო მსოფლიოს მრავალი ხალხის კულტურაში (მაგ., იაპონელების, ჩინელების, ესპანელების და სხვ.) დიდი ესპანელი ფერმწერი ფრანსისკო გოია ხშირად უხატავდა მარაოებს თავის თანამედროვე ქალბატონებს.


image

0
219
1-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
Mediator image
219
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0